პარასკევი, 19.04.2024, 03:19
Мой сайт
 
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
ქართული ფილმები [66]
დუბლირებული [66]
თამაშები [27]
სპორტი [1]
პროგრამები [1]
სიყვარული [33]
მულტფილმები [15]
საქართველოს ისტორია [16]

ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 91

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

მთავარი » ქართული ფილმები

ფილმის შინაარსი:
მსოფლიოში აღიარებული და მრავალი პრიზისა თუ ჯილდოს მფლობელი ფილმი, რომელიც ეხება ძალზე დიდ სოციალურ პრობლემებს და მათ ნათლად აგვისახავს... ფილმი რევოლუციამდელი სოფლის მოზაიკურ პანოს წარმოადგენს , რომელშიც სინამდვილე ორგანულადაა შერწყმული პირობითობასთან... ამ იდეალისტთა , მეოცნებეთა , ამპარტავანთა და პატივმოყვარეთა სამყაროში მთავარი სიუჟეტური ხაზი მარიტასა და გედიას ტრაგიკული სიყვარულით არის წარმოდგენილი , რომელთანაც გადაჯაჭვულია სოციალური წყალგამყოფი ხაზის ორთავე მხარეს მოქცეულ სხვა პერსონაჟთა ბედი... ადამიანები ლუკმა-პურისათვის წელზე ფეხს იდგამენ , იტანჯებიან და ოცნებობენ ნათელ მომავალზე , ყველა საკუთარი "ნატვრის თვალს" დაეძებს , სასწაულების ასრულებას შესთხოვს თავის ნატვრის ხეს...
ინფორმაცია ფილმზე:
დასახელება: ნატვრის ხე
ჟანრი: დრამა
წელი: 1976
რეჟისორი: თენგიზ აბულაძე
სცენარის ავტორები: რევაზ ინანიშვილი, თენგიზ აბულაძე
დამდგმელი ოპერატორი: ლომერ ახვლედიანი
მხატვარი: რევაზ მირზაშვილი
კომპოზიტორები: ბიძინა (ალექსანდრე) კვერნაძე, იაკობ ბობოხიძე
ხმის ოპერატორი: თენგიზ ნანობაშვილი
მემონტაჟე: გულნარა ომაძე
როლებში: ლიკა ქავჟარაძე (მარიტა), იოსებ (სოსო) ჯაჭვლიანი (გედია), ზაზა კოლელიშვილი (შეტე), კოტე დაუშვილი (ციციკორე), სოფიკო ჭიაურელი (ფუფალა), კახი კავსაძე (იორამი), ეროსი მანჯგალაძე (მუმბულა), ოთარ მეღვინეთუხუცესი (ელიოზი), რამაზ ჩხიკვაძე (მამაო ოხროხინე), გიორგი გეგეჭკორი (ჭიჭიკორე), სესილია თაყაიშვილი (მარადია), გიორგი ხობუა (ბატულა), გივი ბერიკაშვილი (პადღულა), ჯემალ ღაღანიძე (ტაგრია), ჯემალ გაგნიძე, ბორის წიფურია (ქორია), ია ხობუა (გედიას დედა), მზია მახვილაძე, თემინა ტუაევა (ნარგიზა), დათო აბაშიძე (გაულაწუნე), თინათინ ბურბუთაშვილი (შეტეს დედა), შოთა სხირტლაძე, ბერტა ხაფავა, ლეილა ძიგრაშვილი, ა. დოლენჯაშვილი, ზაზა ხალვაში, ნათელა მახალდიანი, მ. ჭაბაშვილი, გ. მეჭურჭლიშვილი, ასმათ ტყაბლაძე, დავით უფლისაშვილი, გივი ჭიჭინაძე (იპრო), დავით კვარაცხელია

დამატებითი ინფო:
ქვეყანა: საქართველო
მწარმოებელი: სს "ქართული ფილმი"
ენა: ქართული
ფესტივალები და პრიზები:
>>> ჟიურის სპეციალური პრიზი "ოქროს ჯიხვი" თეირანის (ირანი) საერთაშორისო კინოფესტივალი (1977)...
>>> პრიზი "დავიდ დი დონატელო", საერთაშორისო კონკურსი (იტალია) (1978)...
>>> "ფიპრუსის" პრიზი რომანტიკული ფილმების კინოფესტივალზე, კობური, საფრანგეთი (1983)...
გადაღებულია გიორგი ლეონიძის მოთხრობების მიხედვით...

კატეგორია: ქართული ფილმები | ნანახია: 1048 | დაამატა: bachuki | თარიღი: 02.11.2009 | კომენტარი (0)

ფილმის შინაარსი:
მრავალსახოვანი ჩანახატების, ესკიზების, ნოველებისა და მინიატურებისაგან შემდგარი ფილმის ერთი ცენტრალური გმირი ქალი აერთიანებს და ომის წინა და შემდგომი ქართული სოფლის ყოფას ასახავს. ფილმში უხვადაა ადამიანური სიკეთის, კომუნიკაბელობის გამოვლინებანი, რომლებიც ასე აკლია თანამედროვე ადამიანს.
ინფორმაცია ფილმზე:
დასახელება: იმერული ესკიზები
ჟანრი: კომედია
წელი: 1979
რეჟისორი: ნანა მჭედლიძე
სცენარის ავტორები: ნანა მჭედლიძე
დამდგმელი ოპერატორი: გიორგი ჭელიძე
მხატვარი: ბორის ცხაკაია
კომპოზიტორი: მერაბ ფარცხალაძე
ხმის ოპერატორი: ეთერ ჯებაშვილი, თამარ ბურდული
მემონტაჟე: ჯულიეტა ბეზუაშვილი
როლებში: ნანა მჭედლიძე, ნანა ქვათელაძე, მაგდანა მჭედლიძე, სოსო ჭეიშვილი, ბადრი კაკაბაძე (ბარნაბა), მარინე გიორგაძე, გრიგოლ წიტაიშვილი, ჯუმბერ ძიძავა, რიმა ჭუმბურიძე, ლია სულაქველიძე, გოჩა ყურაშვილი, შალვა მშველიძე, კახა ჭკადუა, ლელა გოფოძე, ნინო ჩუტიშვილი, თამილა ქვათელაძე, ფრიდონ ყურაშვილი, ნინო ლორია, ავთანდილ კუბლაშვილი, მარინა ლორია, ბორის მაკარიძე, ნუნუ კირკიტაძე, ნ. ბუსტივაძე, ნ. კუპატაძე, დ. რობაქიძე, თ. კუპრაძე, ეკატერინე მჭედლიძე, მ. მიქელაძე, ვაჟა ბრეგვაძე, თ. ჯობაძე, თეიმურაზ ჩიხლაძე, გ. სილაგაძე, მ. ტაბიძე, ვ. ქვათელაძე, გ. კაკაბაძე...

დამატებითი ინფო:
ქვეყანა: საქართველო
მწარმოებელი: სს ”ქართული ფილმი”
ხანგძლივობა: 77 წუთი
ენა: ქართული

კატეგორია: ქართული ფილმები | ნანახია: 1090 | დაამატა: bachuki | თარიღი: 02.11.2009 | კომენტარი (0)

ფილმის შინაარსი:
მამის გარდაცვალების შემდეგ ღარიბ ერთაოზს სოფელში აღარაფერი დარჩენია და ბედის საძიებლად ქალაქს მიაშურებს. შემთხვევით მემანქანე ტრიფონის მშვენიერ მეუღლეს, მარაგალიტას გაიცნობს, რომელიც ქმრის არყოფნის დროს თაყვანისმცემლებს მასპინძლობს. მარგალიტაზე შეყვარებული ერთაოზი ქალს ციხის უფროსის თავიდან მოშორებაში დაეხმარება. განრისხებული ხუტა-უფროსი ერთაოზს სატუსაღოში გამოამწყვდევს. ციხეში უცნაურ პატიმარს, ქრისტეფორეს გაიცნობს, რომელიც ცათმფრენის გამოგონების იდეას გაუზიარებს. "შერეკილებად" მონათლული ქრისტეფორე და ერთაოზი ცათმფრენს მართლაც ააგებენ, გაქცევას მოახერხებენ და ყველას გასაკვირად, ცაში აიჭრებიან.
ინფორმაცია ფილმზე:
დასახელება: შერეკილები
ჟანრი: კომედია
წელი: 1973
რეჟისორი: ელდარ შენგელაია
სცენარის ავტორები: რევაზ გაბრიაძე
დამდგმელი ოპერატორი: გენო ჩირაძე
მხატვარი: რევაზ მირზაშვილი, თენგიზ მირზაშვილი
ხმის ოპერატორი: ვლადიმერ დოლიძე
მემონტაჟე: ნელი ფარცვანია
როლებში: ვასილ ჩხაიძე (ქრისტეფორე), დათო ჟღენტი (ერთაოზი), არიადნა შენგელაია (მარგალიტა), ბორის წიფურია (ხუტა), აბრეკ ფხალაძე (ნოშრევანი), მერაბ ელიოზიშვილი (ტრიფონი), არკადი ბაქრაძე (მიზანა), გრიგოლ ტყაბლაძე (მღვდელი), იოსებ (სოსო) ხაინდრავა (ექიმის თანაშემწე)...

დამატებითი ინფო:
ქვეყანა: საქართველო
მწარმოებელი: სს ”ქართული ფილმი”
ხანგძლივობა: 80 წუთი
ენა: ქართული

კატეგორია: ქართული ფილმები | ნანახია: 999 | დაამატა: bachuki | თარიღი: 02.11.2009 | კომენტარი (0)

ფილმის შინაარსი:
ბიზანტიის წინააღმედგ წარმოებული ომები, აჯანყებული ფეოდალები, გაუთავებელი პოლიტიკური ინტრიგები მოსვენებას არ აძლევს ერთმმართველობისთვის მებრძოლ მეფე გიორგი პირველს... მას - ძლიერს, ჭკვიანს, მდიდარს, აღმშენებელს ურჩი ფეოდალის, კოლონკელიძის ასული, შორენა შეჰყვარებია... მეფე ჭიაბერ ერისთავს მოაწამლვინებს და ამ მკვლელობით ერთბაშად პოლიტიკურ მეტოქესა და შორენას საქმროს ჩამოიშორებს... იგი ხუროთმოძღვარ არსაკიძეს სვეტიცხოვლის ტაძრის აგებას დაავალებს... კათოლიკოსი მეფე გიორგის შორენასადმი გამიჯნურებისთვის შერისხავს და ქალის მონაზვნად აღკვეთას მოითხოვს... მეფე გიორგი შორენას დამარტოხელებას ცდილობს... შორენას სძულს მეფე, რომელმაც მამამისს თვალები დასთხარა... მას ბავშვობის მეგობარი, ხუროთმოძღვარი არსაკიძე უყვარს... დედოფალს გადაწყვეტილი აქვს კოლონკელიძის ასული ყველისციხის პატრონს, გირშელს მიათხოვოს, მაგრამ მეფის ლაშქართან ბრძოლაში გირშელი იღუპება... ფარსმან სპარსისგან არაერთგზის დასმენის შემდეგ, მეფის ბრძანებით, სვეტიცხოვლის ამშენებელ არსაკიძეს მარჯვენას წარკვეთენ, კოლონკელიძის ასულს მონასტერში გამოამწყვდევენ, სასოწარკვეთილი შორენა კლდიდან გადაეშვება...
ინფორმაცია ფილმზე:
დასახელება: დიდოსტატის მარჯვენა
ჟანრი: ისტორიული
წელი: 1970
რეჟისორი: ვახტანგ ტაბლიაშვილი, დევი აბაშიძე
სცენარის ავტორები: კონსტანტინე გამსახურდია, ვახტანგ ტაბლიაშვილი
დამდგმელი ოპერატორი: გიორგი ჭელიძე
მხატვარი: შოთა გოგოლაშვილი, კახი ხუციშვილი
კომპოზიტორი: არჩილ კერესელიძე
ხმის ოპერატორი: რაფიელ კეზელი
მემონტაჟე: ვასილ დოლენკო, ლარისა დიღმელოვა, ქეთევან თაღნიაშვილი
როლებში: ოთარ მეღვინეთუხუცესი (მეფე გიორგი), სოფიკო მაღალაშვილი (დედოფალი მარიამი), ვასო გოძიაშვილი (კათალიკოსი მელქისედეკი), ჯუანშერ ჯურხაძე (ზვიად სპასალარი), აკაკი ვასაძე (ფარსმან სპარსი), გიორგი გელოვანი (გირშელ ერისთავი), დიმიტრი მჭედლიძე (თალაგვა კოლონკელიძე), ლალი ბადურაშვილი (შორენა), ლიანა ასათიანი (გურანდუხტი), თენგიზ არჩვაძე (კონსტანტინე არსაკიძე), ვერიკო ანჯაფარიძე (არსაკიძის დედა), დოდო აბაშიძე (მამამზე ერისთავი), თენგიზ მუშკუდიანი (ჭიაბერი), სესილია თაყაიშვილი (ბორდოხანი), ლეილა აბაშიძე (ვარდისახარი), ამირან ტაკიძე (შავლეგ ტოხაისძე), სპარტაკ ბაღაშვილი (ქალუნდაური), მიხეილ სულთანიშვილი (განმგეთუხუცესი), კოტე დაუშვილი (ბოდოკია), გივი თოხაძე (რაჟდენი), ზურაბ ქაფიანიძე (პიპა), ცაცა (ეკატერინე) ამირეჯიბი, თამარ ციციშვილი, ტარიელ საყვარელიძე, მიხეილ ვაშაძე, მიხეილ ჩიხლაძე, შალვა ბეჟუაშვილი, ანდრო კობალაძე, ირაკლი ქოქრაშვილი, ალექსანდრე კუპრაშვილი, გივი ტორონჯაძე, ვლადიმერ ცხვარიაშვილი (ესტატე), დიმიტრი ყიფიანი (მონადირეთუხუცესი), არჩილ მაჩაბელი, ელენე საყვარელიძე, თათია ხაინდრავა, თამარ თუშიშვილი, ლიკა ჭავჭავაძე, ქართლოს მარადიშვილი (ფხოველი)
დამატებითი ინფო:
ქვეყანა: საქართველო
მწარმოებელი: სს ”ქართული ფილმი”
ხანგძლივობა: 160 წუთი
ენა: ქართული
კონსტანტინე გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენა"-ს მიხედვით...

კატეგორია: ქართული ფილმები | ნანახია: 1143 | დაამატა: bachuki | თარიღი: 02.11.2009 | კომენტარი (0)

ფილმის შინაარსი:
ყველასათვის საყვარელი ფილმი, რომელმაც შემოიტანა სიხალისე და იუმორი ჩვენს ოჯახებში... კახი კავსაძე და გივი ბერიკაშვილი, მხოლოდ ამ ორი საუკეთესო მსახიობით ყველაფერია ნათქვამი...
ინფორმაცია ფილმზე:
დასახელება: სამოთხის გვრიტები
ჟანრი: კომედია
წელი: 1977
რეჟისორი: გოდერძი ჩოხელი
სცენარის ავტორები: გოდერძი ჩოხელი
დამდგმელი ოპერატორი: ჯიმშერ ქრისტესაშვილი
მხატვარი: დავით საჯაია
ხმის ოპერატორი: გურამ გოგუა
როლებში: კახი კავსაძე (ბრიგადირი), გივი ბერიკაშვილი (მასწავლებელი), გოვენ ჭეიშვილი (ეფრემა), ნანული სარაჯიშვილი (მხატვარი), ბერტა ხაფავა (სიჯანაანთ ქალი), ნინო ჩხეიძე (ქალთამზე), მიხეილ (მამუკა) ხერხეულიძე (ხეჩო), კოტე თოლორაია (ჯღუნა), აბესალომ ლორია (ლაბრო), ნათელა მიქელაძე (ნათელა), აბრეკ ფხალაძე (აბრეკი), ეთერ გელოვანი (მაყვალა), ნატო ჭელიძე (კუნტრუშაანთ ქალი), ზიზო ქურხული (მთვარისა), გიგუშა წიკლაური (თავმჯდომარე)

დამატებითი ინფო:
ქვეყანა: საქართველო
მწარმოებელი: სტუდია "სამება"
ხანგძლივობა: 55 წუთი
ენა: ქართული

კატეგორია: ქართული ფილმები | ნანახია: 1138 | დაამატა: bachuki | თარიღი: 02.11.2009 | კომენტარი (0)

ფილმის შინაარსი:
თანასოფლელ ბიჭუნებს, გოჩას და ხვიჩას მოიტაცებენ და სტამბულის ტყვეთა ბაზარზე გაჰყიდიან... გოჩას ვენეციელი ვაჭარი იყიდის, ხვიჩას - ეგვიპტელი მამლუქი... მას მაჰმუდს შეარქმევენ და უებრო მეომრად აღზრდიან... წლების შემდეგ მაჰმუდი ჰარამხანაში გამომწყვდეულ ქართველ ტყვე ქალთან ერთად სამშობლოში გაქცევას გადაწყვეტს, მაგრამ ცირას მოკლავენ... გადის დრო... სიმამაცით განთქმული მაჰმუდი ერთ-ერთ ბრძოლაში სასიკვდილოდ დაჭრის ვენეციელ მეომარს, რომელიც ქართულად დაიკვნესებს... ხვიჩა - მაჰმუდის თვალწინ სამშობლოში გატარებული ბავშვობის ეპიზოდები აღდგება... იგი ვენეციელში თანასოფლელ გოჩას ამოიცნობს. მტრის ცხედართან მწარედ ჩაფიქრებას მამლუქები ღალატად ჩაუთვლიან და იქვე მოკლავენ...
ინფორმაცია ფილმზე:
დასახელება: სამოთხის გვრიტები
ჟანრი: მამლუქი
წელი: 1958
რეჟისორი: დავით რონდელი
სცენარის ავტორები: დავით რონდელი
დამდგმელი ოპერატორი: ლევ სუხოვი
კომპოზიტორი: ანდრია ბალანჩივაძე
მხატვარი: რევაზ მირზაშვილი
ხმის ოპერატორი: დავით ლომიძე
როლებში: დათო დანელია (ხვიჩა), ვ. ჯოჯუა (გოჩა), მანანა ლონდარიძე (ცირა), ოთარ კობერიძე (მაჰმუდი), აკაკი ხორავა (ალიბეი), ლია ელიავა (ცირა–ზეინაბი), გიორგი შავგულიძე (ასლან-ბეი), დუდუხანა წეროძე (მზეხა), მიხეილ ვაშაძე (ტაგუია, ვენეციელი მხედარი), ედიშერ მაღალაშვილი (რევია), ბუხუტი ზაქარიაძე (მარკოზი), ვერიკო ანჯაფარიძე (მზეხა), ზურაბ (კუკური) ლაფერაძე (ალი-ჰუსეინი), ალექსანდრე გომელაური (ალი-იუსუფი), ტარიელ საყვარელიძე (ნაპოლეონ ბონაპარტე), გურამ საღარაძე (იბრაჰიმი), მიხეილ მგელაძე (ვეზირი), ვლადისლავ ვაშაძე, ეთერ ჟორდანია, რიურიკ ჩხეიძე, მერი კანდელაკი, ირაკლი ნიჟარაძე

დამატებითი ინფო:
ქვეყანა: საქართველო
მწარმოებელი: სს "ქართული ფილმი"
ხანგძლივობა: 97 წუთი
ენა: ქართული

კატეგორია: ქართული ფილმები | ნანახია: 1041 | დაამატა: bachuki | თარიღი: 02.11.2009 | კომენტარი (0)


ფილმის შინაარსი:
ერთ სოფელში ორი მარინე ფერაძე ცხოვრობს. ერთისთვის უდარდელი ხასიათის გამო "ჭრიჭინა" შეურქმევიათ. ჭრიჭინა უმაღლესის მისაღებ გამოცდებზე ჩაჭრას დიდად არ ნაღვლობს, რადგან სოფლის ახალგაზრდა არქიტექტორმა შოთამ, რომელიც დანახვისთანავე შეუყვარდა, ცოლობა შესთავაზა. გამოცდიდან დაბრუნებულ ჭრიჭინას ახლობლები მთავრობის ჯილდოს მინიჭებას ულოცავენ, რის შესახებაც რადიოთი შეუტყვიათ. ჭრიჭინა ცდილობს აუხსნას, რომ თანასოფლელ მეჩაიე მარინე ფერაძეში ეშლებათ, მაგრამ არავინ უსმენს. იგი ბებიის გარდაცვალებას მოიმიზეზებს და სოფელში გაიპარება. სამძიმარზე ჩასული შოთა და ნათესავები ჭრიჭინას ტყუილებით აღშფოთდებიან. ქალიშვილი გამოსწორებას გადაწყვეტს და ცნობილი მეფრინველე გახდება. შოთა ჭრიჭინას დაუბრუნდება და ცოლობას კვლავ შესთავაზებს.
ინფორმაცია ფილმზე:
დასახელება: ჭრიჭინა
ჟანრი: მხატვრული ფილმი
წელი: 1954
რეჟისორი: სიკო დოლიძე, ლევან ხოტივარი
სცენარის ავტორები: მარიამ (მარიკა) ბარათაშვილი, ლევან ხოტივარი
დამდგმელი ოპერატორი: დიმიტრი ფელდმანი, თამარ ლობოვა
კომპოზიტორი: სულხან ცინცაძე
მხატვარი: ლევან შენგელია
ხმის ოპერატორი: ვლადიმერ დოლიძე
მემონტაჟე: ვასილ დოლენკო
როლებში: ლეილა აბაშიძე (ჭრიჭინა), ცეცილია წუწუნავა (ეფროსინე), თამარ აბაშიძე (ელპიტე), ალექსანდრე ომიაძე (გიორგი), ლიანა ასათიანი (მარინე), მედეა ჩახავა (ცქრიალა), რამაზ ჩხიკვაძე (შოთა), დოდო აბაშიძე (ბიჭიკო), ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი (კირილე), გიორგი შავგულიძე (არჩილი), შალვა ღამბაშიძე (ირაკლი), ალექსანდრა თოიძე (ნატო), დოდო ჭიჭინაძე (თინა), თამარ ციციშვილი (შოთას დედა), გიორგი გეგეჭკორი (ლევანი), ბიძინა წულაძე (პროფესორი), თამარ თუშიშვილი (ჩიტოლია), ჩიტოლია ჩხეიძე (აგრაფინა), ემანუილ აფხაიძე, მიხეილ სულთანიშვილი, იაკობ ტრიპოლსკი (პროფესორი), მურად ხინიკაძე, ლეო ბაქრაძე, ირინე მაღალაშვილი

დამატებითი ინფო:
ქვეყანა: საქართველო
მწარმოებელი: სს "ქართული ფილმი"
ხანგძლივობა: 97 წუთი
ენა: ქართული
გადაღებულია მარიამ ბარათაშვილის პიესა "მარინეს" მიხედვით

კატეგორია: ქართული ფილმები | ნანახია: 1028 | დაამატა: bachuki | თარიღი: 02.11.2009 | კომენტარი (0)

ფილმის შინაარსი:
გუგუა თავის ქორწილში ხელისმომკიდედ ძმადნაფიც ონისეს აირჩევს, მაგრამ ონისეს და პატარძალს, ძიძიას ერთმანეთი დანახვისთანავე შეუყვარდებათ. ხევი დამპყრობელი ფეოდალის, ნუგზარ ერისთავის წინააღმდეგ საბრძოლველად ემზადება. ონისეს დავალებული აქვს მოძმეებს მტრის გამოჩენა ამცნოს, მაგრამ ძიძიასთან ალერსი გაიტაცებს და მტრის შემოსევას ვერ შენიშნავს. ბრძოლის დამთავრების შემდეგ, ხალხი მოღალატის დასჯას მოითხოვს. გუგუა ოჯახის შერცხვენის გამხელას, სიკვდილს არჩევს, ონისე მზად არის დანაშაულისთვის პასუხი აგოს. შვილის უპასუხისმგებლობით გამწარებული ხევისბერი გოჩა ონისეს ხანჯლით განგმირავს. თავსდამტყდარი უბედურება ხევისბერს ჭკუიდან შეშლის.
ინფორმაცია ფილმზე:
დასახელება: ხევისბერი გოჩა
ჟანრი: მხატვრული ფილმი
წელი: 1964
რეჟისორი: ნიკოლოზ სანიშვილი
სცენარის ავტორები: ნიკოლოზ სანიშვილი, არჩილ სულაკაური
დამდგმელი ოპერატორი: ფელიქს ვისოცკი
კომპოზიტორი: რევაზ ლაღიძე
ხმის ოპერატორი: ვლადიმერ დოლიძე
როლებში: სპარტაკ ბაღაშვილი (ხევისბერი), ლეილა აბაშიძე (ძიძია), თენგიზ არჩვაძე (გუგუა), ნუგზარ შარია (ონისე), ვ. ჩუბინიძე (ნუგზარ ერისთავი), იაკობ ტრიპოლსკი (თორღვაი), ცაცა (ეკატერინე) ამირეჯიბი (ძიძიას დედა), შოთა სხირტლაძე (დათო)

დამატებითი ინფო:
ქვეყანა: საქართველო
მწარმოებელი: სს "ქართული ფილმი"
ხანგძლივობა: 88 წუთი
ენა: ქართული
გადაღებულია ალექსანდრე ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა"-ს მიხედვით

კატეგორია: ქართული ფილმები | ნანახია: 1147 | დაამატა: bachuki | თარიღი: 02.11.2009 | კომენტარი (0)

ინფორმაცია ფილმზე
დასახელება: ქვევრი
გამოშვების თარიღი: 1970
ჟანრი: კომედია
სცენარის ავტორი: რეზო გაბრიაძე, ლუიჯი პირანდელო (მოთხრობა)
რეჟისორი: ირაკლი კვირიკაძე
ოპერატორი: ლომერ ახვლედიანი
მხატვარი: ქრისტესია ლებანიძე
კომპოზიტორი: გია ყანჩელი
სტუდია: ქართული ტელეფილმი
ხანგრძლივობა: 28 წუთი
როლებში: ბუხუტი ზაქარიაძე, ვახტანგ სულაქველიძე, ჰენრიეტა ლეჟავა, ეროსი მანჯგალაძე, ოთარ ზაუტაშვილი (პავლე)

აღწერა: გოგია, არაფრით გამორცეული კახელია, რომელმაც მომჭირნეობის გამო, ქვევრი იმერეთში იყიდა. წვალებით ჩამოტანილი ქვევრი, ქალიშვილს შემთხვევით გაუტყდა. გოგია თავზარდაცემულია; მეუღლის (მარო) რჩევით, ხელოსან აბესალომს მოიყვანს, რომელიც თავისი „არა აქაური“ წებოთი კი გაამთელებს ქვევრს, მაგრამ თავად ქვევრში გაიჭედება. გულმოსულმა გოგიამ, რაკი აბესალომს გამოსვლა „არ უნდოდა“, მილიციის უფროსი მოიყვანა. რა აღარ სცადეს, მაგრამ ქვევრის ვიწრო ყელში აბესალომის თავის გარდა არაფერი ეტეოდა. საბოლოოდ ქვევრი მაინც გასატეხი შეიქმნა.

კატეგორია: ქართული ფილმები | ნანახია: 1087 | დაამატა: bachuki | თარიღი: 02.11.2009 | კომენტარი (0)

ფილმის შინაარსი:
ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების, ჰელადოსის კინო ვერსია
ინფორმაცია ფილმზე:
დასახელება: ჰელადოსი
გამოშვების წელი: 1979
რეჟისორი: გუგული მგელაძე
როლებში: ს.თაყაიშვილი, ვ.წულაძე, ვ.პაპაიანიდი, გ.მაჩაიძე, ლ.კაპანაძე, ბ.ინწკირველი, ს.ჭიაურელი

დამატებითი ინფო:
ქვეყანა: საქართველო
ხანგრძლივობა: 44 წთ
ენა: ორიგინალი (ქართული)
ძალიან მაგარი ფილმია

კატეგორია: ქართული ფილმები | ნანახია: 1701 | დაამატა: bachuki | თარიღი: 02.11.2009 | კომენტარი (0)

« 1 2 3 4 5 6 7 »
ძებნა

კალენდარი
«  აპრილი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz