ხუთშაბათი, 02.05.2024, 10:07
Мой сайт
 
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
ქართული ფილმები [66]
დუბლირებული [66]
თამაშები [27]
სპორტი [1]
პროგრამები [1]
სიყვარული [33]
მულტფილმები [15]
საქართველოს ისტორია [16]

ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 91

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

მთავარი » ქართული ფილმები

ფილმის შინაარსი:
მწყემსები სავახშმოდ სუფრას მიუსხდებიან და კარგ ღვინოს ინატრებენ... სანდალას სთხოვენ, ბიძამისს, ელიბოს ცოტაოდენი ღვინო სთხოვოს, მაგრამ იგი უარზეა, იცის - ბიძამისი ღვინოს არ გაიმეტებს... მწყემსები ელიბოს მარანში შეპარვას გადაწყვეტენ... შეძლებული გლეხის, ელიბოს სანაქებო ღვინო მწყემსებს ძლიერ მონატრებიათ, მის მარანში შეპარულან, ჭურის თავზე კარგი ქეიფი გაუმართავთ და ზედ სიმღერაც დაუყოლებიათ... განრისხებული მასპინძელი თავზე წამოდგომიათ, მაგრამ ქართულ სტუმართმოყვარეობას თავისი გაუტანია ელიბოს გული მოლბობია და მრავალჟამიერი მათთან ერთად დაუგუგუნებია... ჭურის თავზე ქეიფს გამართავენ და სიმღერასაც მიაყოლებენ... განრისხებული მასპინძელი თავზე წამოადგებათ, მაგრამ სტუმართმოყვარეობა თავისას გაიტანს...
ინფორმაცია ფილმზე:
დასახელება: ღვინის ქურდები
გამოშვების წელი: 1975
ჟანრი: კომედია
რეჟისორი: ვალერიან კვაჭაძე
როლებში: კარლო საკანდელიძე (ზაქრო), გივი ბერიკაშვილი (ფირუზა), კახი კავსაძე (ელიბო), გულჩინა დადიანი (მაკრინე), დავით ვაშაკიძე (სანდალა), ზურაბ (კუკური) ლაფერაძე (თედო)

დამატებითი ინფო:
ქვეყანა: Georgia
მწარმოებელი: კ/ს "ქართული ფილმი"
ენა: ქართული

კატეგორია: ქართული ფილმები | ნანახია: 1119 | დაამატა: bachuki | თარიღი: 02.11.2009 | კომენტარი (0)

ფილმის შინაარსი:
ყველასათვის საყვარელი და ძალზე სულისჩამწვდელი ფილმი... ფილმში კარგად არის აღწერილი თუ როგორ არჩივნა სამშობლო, სარწმუნოება და ენა თავის შვილს... ეს არის მონუმენტური, ისტორიული ტილო XVII ს-ის საქართველოს ყოფისა და ისტორიულ პირთა ურთიერთობათა შესახებ... თურქეთისა და ირანის სათარეშო ასპარეზად ქცეულ ქვეყანას მხსნელად გიორგი სააკაძე ევლინება... დიდგვაროვან თავადთა ხრიკები იძულებულს ხდიან მას დასტოვოს სამშობლო და მტრის ბუნაგს შეაფაროს თავი... შაჰ-აბასის კარზე აღზევებული სააკაძე გულით ფარულად სამშობლოს განთავისუფლების იდეას დაატარებს... იგი სამშობლოსაკენ მოუძღვის სპარსთა ჯარს, მაგრამ შაჰ-აბასი განზრახვას მიუხვდება... აწიოკებული და ტყვედ გარეკილი ქართველობა წყევლა-კრულვას უგზავნის სარდალს... მარტყოფის ველზე მტრის განადგურებით დიდი მოურავი ავტორიტეტს კვლავ აღიდგენს... ფილმის სიუჟეტში ერთმანეთს ერწყმის საქვეყნო დარდი და სააკაძის პირადი ცხოვრების ტრაგიზმი... ძალზე საინტერესო ფილმია და გადაწერეთ და უყურეთ, ვისაც არ გაქვთ ნაყურები, ბევრი დაგიკარგავთ...

ინფორმაცია ფილმზე:
დასახელება: გიორგი სააკაძე
გამოშვების წელი: 1942
ჟანრი: სათავგადასავლო, ისტორიული
რეჟისორი: მიხეილ ჭიაურელი
როლებში: აკაკი ხორავა (გიორგი სააკაძე), ვერიკო ანჯაფარიძე (რუსუდანი–სააკაძის ცოლი), ლიანა ასათიანი (თეკლე–სააკაძის და), მერაბ კოკოჩაშვილი (პაატა – სააკაძის შვილი ბავშვობაში), მ. შარაშიძე (ავთანდილი – სააკაძის შვილი ბავშვობაში), ყარამან (გუგული) მგელაძე (პაატა), ზურაბ ლეჟავა (ავთანდილი), სპარტაკ ბაღაშვილი (ლუარსაბ მეორე), მედეა ჯაფარიძე (თინათინი–ლუარსაბის და), სერგო ზაქარიაძე (შადიმან ბარათაშვილი), შალვა ღამბაშიძე (ანდუყაფარი), ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი (ორბელიანი), ალექსანდრე ომიაძე (ზურაბ ერისთავი), კირილე მაჭარაძე (ციციშვილი), ნიკოლოზ მამულაშვილი (სოლოღაშვილი), გიორგი შავგულიძე (ნოდარი), კოხტა ყარალაშვილი (ქვლივიძე), აკაკი ვასაძე (შაჰ–აბასი), მიხეილ ჩიხლაძე (ყორჩი ხანი), ა. ლუსინიანი (ვერდიბეგი–ყორჩი ხანის შვილი), გ. როსება (კოლოტაური–შადიმანის ციხის უფროსი), კოტე დაუშვილი (ბერი ტრიფილი), გიორგი ფრონისპირელი (მოხუცი ბადრი), ივან პერესტიანი (რუსეთის ელჩი), დიმ. სუხატაშვილი-გლდანელი (დათო), ვასილ ბალანჩივაძე (გლეხი)

დამატებითი ინფო:
ქვეყანა: СССР
ენა:
ხანგრძლივობა: 1 : 17 : 20
ფილმის პრემიერა: 1943 წლის 10 აგვისტო

კატეგორია: ქართული ფილმები | ნანახია: 1188 | დაამატა: bachuki | თარიღი: 02.11.2009 | კომენტარი (0)

ფილმის შინაარსი:
ხელოსან ბიჭს, გოგიას ბაზრობაზე სოფლიდან ჩამოსული გოგო, ტასია შეუყვარდება, გულის ნადებს გაუმხელს და დანიშნავს... ტასიას სოფელში მაყრიონის თანხლებით ჩასულ გოგიას პატარძალი აღარ დაუხვდება - თავადის ქალის ბრძანებით, გოგო ბატონის სახლში შინამოსამსახურედ წაუყვანიათ... ხანშიშესულ, უქნარა ბატონს ტასია მოეწონება და მასზე ჯვრისწერას გადაწყვეტს, მაგრამ ბატონყმობა უკვე გადავარდნილია - ბატონი წანანდებურად ვეღარ იპარპაშებს... გოგიას მეგობარი ყარაჩოღელები ბატონს პატარძალს წაართმევენ და გოგიას დაუბრუნებენ...
ინფორმაცია ფილმზე:
დასახელება: რაც გინახავს ვეღარ ნახავ
წელი: 1965
ჟანრი: სათავგადასავლო, კომედია
პროდიუსერი: მიხეილ ჭიაურელი
როლებში: სოფიკო ჭიაურელი, გიორგი შენგელაია, აკაკი ხორავა, ვერიკო ანჯაფარიძე, არჩილ გომიაშვილი, სერგეი ამრტინსონი
ქვეყანა: საქართველო
ენა: ქართული

კატეგორია: ქართული ფილმები | ნანახია: 1071 | დაამატა: bachuki | თარიღი: 02.11.2009 | კომენტარი (0)

ფილმის შინაარსი:
დათოს ინკასატორ იპოლიტეს ქალიშვილი, ეკა უყვარს. იპოლიტეს მუდამდღე თავდამსხმელი ელანდება, გაუგებრობის გამო დათოსაც ავაზაკად მიიჩნევს. სადაც დაინახავს, მის შეპყრობასა და მილიციისთვის ჩაბარებას ცდილობს, თუმცა დათოს მისი სიძეობა უფრო სწადია. იპოლიტეს წყალობით გაუგებრობაში არაერთგზის მოხვედრილი დათო და ეკა უკითხავად დაქორწინდებიან. დათოს სიძედ ხილვა იპოლიტეს წყობიდან გამოიყვანს, მაგრამ მალე ყველაფერი გაირკვევა და ბედნიერი წყვილი საქორწინო მოგზაურობაში გაემგზავრება.
ინფორმაცია ფილმზე:
დასახელება: მხიარული რომანი
გამოშვების წელი: 1972
ჟანრი: კომედია, რომანტიული
რეჟისორი: ლევან ხოტივარი
როლებში: იპოლიტე ხვიჩია, ხათუნა კოტრიკაძე, რამაზ გიორგობიანი, მერი წულუკიძე, ელენე ჩოხელი, მედეა ჩახავა

დამატებითი ინფო:
ქვეყანა: საქართველო
ხანგრძლივობა: 01 : 06 : 02
ენა: ქართული

კატეგორია: ქართული ფილმები | ნანახია: 1061 | დაამატა: bachuki | თარიღი: 02.11.2009 | კომენტარი (1)

ფილმის შინაარსი:
ფილმი სკოლის მერხიდან ახლადაფრენილ თბილისელ ბიჭებზეა, რომლებსაც საკუთარი, კონკრეტული მიზანი და ოცნებები აქვთ ცხოვრებაში და რომლებმაც II მსოფლიო ომის პირველსავე დღეებში ჩაიცვეს ჯარისკაცის ფარაჯა, დროებით გვერდზე გადადეს თავიანთი ოცნებები, გამოემშვიდობნენ ახლობლებს და ომის ქარცეცხლიან გზებზე მიმოიფანტნენ... აქედან დაიწყო მათი ცხოვრების ახალი ეტაპი, განცდებითა და უბედურებებით სავსე... მაყურებლის თვალწინ გუშინდელი ღიმილის ბიჭები მრავალჭირნახულ მებრძოლებად ყალიბდებიან... ბიჭები ფარაჯას გადაიცვამენ, ახლობლებს გამოემშვიდობებიან და ფრონტს მიაშურებენ... მათი სიცოცხლე დაზიანებული ტელეფონის ხაზის აღდგენას შეეწირება... ექვსი მეგობრიდან რაიხსტაგამდე მხოლოდ ერთი, "ბოლოკა" მიაღწევს...
ინფორმაცია ფილმზე:
დასახელება: ღიმილის ბიჭები
ჟანრი: დრამა
წელი: 1969
რეჟისორი: რეზო ჩხეიძე
როლებში: ლეილა ყიფიანი, კახა ქორიძე, გოჩა ლომია, თამაზ თოლორაია, ნუგზარ ბაგრატიონი, მიხო ბორაშვილი, თემურ ბაბლუანი, ბიძინა ჩხეიძე, ზურაბ ქაფიანიძე, თამარ თვალიაშვილი, შალვა გეჯაძე, ვიქტორ მიზინი, ვიქტორ პანჩენკო, შალვა ხერხეულიძე, გრიგოლ კოსტავა, ვახტანგ ნინუა, ნინო ახალაძე...

დამატებითი ინფო:
ქვეყანა: საქართველო
გამომშვები: კ/ს "ქართული ფილმი"
ენა: ქართული (ორიგინალი)
ხანგრძლივობა: 01 : 32 : 01

კატეგორია: ქართული ფილმები | ნანახია: 1198 | დაამატა: bachuki | თარიღი: 02.11.2009 | კომენტარი (0)

ფილმის შინაარსი:
ყველასათვის საყვარელი და სულში ჩამწვდომი ფილმი რომელიც მოგვითხრობეს ერთი ქართველი პატრიოტი გლეხის ცხოვრებაზე, შვილის სიყვარულსა და ზრუნვაზე და მის განვლილ გზაზე... კახელი გლეხი გიორგი მახარაშვილი, დაჭრილი შვილის მოსანახულებლად ფრონტზე გაემგზავრება, მაგრამ ჰოსპიტალში ჩასული შეიტყობს, რომ გამოჯანმრთელებული გოდერძი თავის ნაწილში დაბრუნებულა... გიორგი შვილის კვალს გაჰყვება და ფრონტის წინა ხაზზე აღმოჩნდება... ჯარისკაცის მამა სამხედრო ხელმძღვანელობას დაარწმუნებს, რომ ახალგაზრდებს არ ჩამოუვარდება, ნაწილში დარჩენას მოითხოვს და ბრძოლით გერმანიის საზღვრამდე მიაღწევს... ომის მიწურულს გიორგი შვილს იპოვნის, მაგრამ ცხარე ბრძოლაში გოდერძი მამას ხელში ჩააკვდება... ჯარისკაცის მამა ვალს ბოლომდე აღასრულებს და შვილის ნაბრძოლ ადგილებს თვალცრემლიანი სიამაყით გაივლის...
ინფორმაცია ფილმზე:
დასახელება: ჯარისკაცის მამა
გამოშვების წელი: 1964
ჟანრი: დრამა
გამოშვებულია: საქართველო
გამომშვები: სს "ქართული ფილმი"
ხანგრძლივობა: 92 წუთი
გახმოვანება: ქართულო, ორიგინალური, მშობლიური
რეჟისორი: რევაზ ჩხეიძე
როლებში: სერგო ზაქარიაძე, ვლადიმერ პრივალცევი, ალექსანდრე ნაზაროვი, ალექსანდრე ლებედევი, ალექსანდრე ლებედევი, ვლადიმერ კოლოკოლცევი, ი. დროზდოვი, ივანე კოსიხი, ვიქტორ კოსიხი, ვიქტორ ურალსკი, ქეთევან ბოჭორიშვილი, ვლადიმერ პიცეკი, პეტრე ლიუბეშკინ, ტატიანა საპოჟნიკოვა, ნიკოლაი ბარმინი, ინა ვიხოდცევა, ელენა მაქსიმოვა, რომუალდი ვილდანი, რადნერ მურატოვი, ბონდო გოგინავა, ვიქტორ მიზინი, ვლადიმერ ჟარიკოვი, ირაკლი ნიჟარაძე, ვალენტინა კულიკი, ლილი ზღვაური, გია კობახიძე, ა. სტარცევი, ირაკლი ქოქრაშვილი, ფელიქს სტეპუნი, ჟანა კვიტაიშვილი...
IMDB: 7.8/10 217 votes
ფესტივალები და პრიზები: პრიზი "კაპიტოლიუმის იუპიტერი", რომის საერთაშორისო კინოფესტივალი, იტალია (1966).

კატეგორია: ქართული ფილმები | ნანახია: 1013 | დაამატა: bachuki | თარიღი: 02.11.2009 | კომენტარი (0)

ფილმის შინაარსი:
მცირე ავიაციის მფრინავი, საქართველოს მაღალმთიამ რაიონებს ემსახურება... ის უყვართ და მოფერებით "მიმინოს" ეძახიან... მაგრამ ის დიდი ლაინერის საჭეზე ოცნებობს... ამ ოცნებას ის მოსკოვში მიჰყავს, კვალოფიკაციის ასამაღლებლად...
ინფორმაცია ფილმზე:.
დასახელება: მიმინო
გამოშვების წელი: 1977
ჟანრი: კომედია, დრამა
რეჟისორი: გიორგი დანელია
როლებში: ვახტანგ კიკაბიძე, ფრუნზიკ მკრტიჩიანი, ელენა პროკლოვა, იპოლიტე ხვიჩია

დამატებითი ინფო:
ქვეყანა: საქართველო / რუსეთი
ხარისხი: DVDRip
ენა: ქართული / რუსული (ორიგინალი)

კატეგორია: ქართული ფილმები | ნანახია: 1113 | დაამატა: bachuki | თარიღი: 02.11.2009 | კომენტარი (0)

ფილმის შინაარსი:
საუკეთესოდ აღიარებული ცხოვრებისეული ფილმი სადაც არის წარმოდგენილი დრამა, რომელიც საქართველოში ხდება და ამას მშველელი არავინ ყავს... ფილმი მოგვითხრობს საქართველოში არსებულ სოციალურ პრობლემებსა და გაჭირვებაზემ რაც ხალხში არსებობს... ობოლი ბიჭი ლაზარე მოხეტიალე ბრმას სოფლიდან სოფელში დაჰყვება ლუკმაპურის საშოვნელად... უკიდურესი გაჭირვების მიუხედავად, მათი ურთიერთობა ბავშვისთვის ერთგვარი ზნეობრივ საყრდენი ხდება... მაგრამ ბრმა სატუსაღოში მიჰყავთ და ბავშვი მარტო რჩება ცხოვრებისპირისპირ... სწორედ აქ უნდა გაიტანოს თავი მან და გააკეთოს ყველაფერი რათა ამ მტარვალ ცხოვრებას შეებრძოლოს...

ინფორმაცია ფილმზე:.
დასახელება: ლაზარეს თავგადასავალი
გამოშვების წელი: 1973
ჟანრი: დრამა, მელოდრამა
ქვეყანა: საქართველო
ხანგრძლივობა: 68 წუთი
ენა: ქართული, ორიგინალური - მშობლიურიდამდგმელი რეჟისორები: ქართლოს ხოტივარი, რამაზ (ბუბა) ხოტივარირამაზ (ბუბა) ხოტივარი
ფესტივალები და პრიზები: ტელეფილმების მე–5 საკავშირო ფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი. ქ. ტაშკენტი (1973)
სცენარის ავტორები: ლევან მალაზონია, ქართლოს ხოტივარიქართლოს ხოტივარი
დამდგმელი ოპერატორი: ირაკლი ონოფრიშვილიირაკლი ონოფრიშვილი
მხატვრები: ვახტანგ რურუავახტანგ რურუა, ჯუანშერ თუთბერიძე
კომპოზიტორი: ანზორ ერქომაიშვილიანზორ ერქომაიშვილი
ხმის ოპერატორი: მერაბ გვანცელაძემერაბ გვანცელაძე
მემონტაჟე: ლუდმილა (ლუსია) უნანიანი
მონაწილეობენ: გეგა კობახიძე (ლაზარე), აავთანდილ მახარაძე (უსინათლო), ზოზო (იაზონ) ბაქრაძე (მღვდელი), კახი კავსაძე (დიაკვანი), გურამ ნიკოლაიშვილი (ანარქისტი), ვასილ ჩხაიძე (აზნაური), ჯემალ ღაღანიძე (შახტიკოტე), ვალია ელიავა, ოთარ ზაუტაშვილი, ნოდარ ფირანიშვილი, გიორგი (გოგი) ქავთარაძე...

კატეგორია: ქართული ფილმები | ნანახია: 1098 | დაამატა: bachuki | თარიღი: 02.11.2009 | კომენტარი (0)

ფილმის შინაარსი:
მხცოვანი აკაკის საიუბილეო საღამოზე დარბაზში მოხუც ძიძას აკვანი შემოაქვს. მგოსანი აკვანს დასცქერის და ახსენდება ბავშვობისა და ყრმობის წლები. თავადის მიერ ღარიბი გლეხის ოჯახში გაძიძავებულმა მომავალმა პოეტმა აქ შეიცნო პატიოსანი შრომისა და ადამიანურობის ფასი. ქუთაისის გიმნაზიაში კი მეფის რეჟიმის დამახინჯებული აღმზრდელობითი მეთოდის მთელი სუსხი ბავშვურ მხრებზე გამოცადა. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ პოეტის წინაშე ფართო შემოქმედებითი გზა იშლება...
ინფორმაცია ფილმზე:
დასახელება: Akakis akvani / აკაკის აკვანი
ჟანრი: დრამა
წელი: 1947
რეჟისორი: კონსტანტინე პიპინაშვილი
როლებში: ომარ ჩიტაია (აკაკი წერეთელი–ბავშვობაში), შოთა ქოჩორაძეშოთა ქოჩორაძე (აკაკი წერეთელი–ჭაბუკი), მიხეილ ყვარელაშვილი (აკაკი წერეთელი–იუბილარი), სპარტაკ ბაღაშვილისპარტაკ ბაღაშვილი (ესტატე–მეწისქვილე, ვაჟა–ფშაველა, გამზრდელი), თამარ ციციშვილითამარ ციციშვილი (ეკატერინე–აკაკის დედა), ალექსანდრე აფხაიძე (როსტომი–აკაკის მამა), მედეა ჯაფარიძემედეა ჯაფარიძე...

დამატებითი ინფო:
ქვეყანა: საქართველო
მწარმოებელი: სს "ქართული ფილმი"
ენა: ქართული

კატეგორია: ქართული ფილმები | ნანახია: 1341 | დაამატა: bachuki | თარიღი: 02.11.2009 | კომენტარი (0)

ფილმის შინაარსი:
სამშენებლო ტრესტის მმართველის მხიარულ, მაგრამ ენამწარე მძღოლს, ლიას შემტევი ხასიათის გამო "აბეზარა" შეარქვეს. უფროსის ფუქსავატ ცოლს, რომელიც გაუთავებლად საყიდლებზე დაატარებს, აბეზარა ვეღარ შეეგუება და სამუშაოდ ახალგაზრდა არქიტექტორ გიორგისთან გადავა. გიორგის საცოლე მძღოლზე იეჭვიანებს და აითვალწუნებს. ლიას უფროსის სიყვარული გულში მართლაც შეჰპარვია, თუმცა მშენებელთა კრებაზე გიორგის მაინც მკაცრად გააკრიტიკებს. გიორგის მოხსნას უპირებენ. აბეზარა მინისტრთან შევა, მშენებლობის პრობლემებს აუხსნის და გიორგის უსიამოვნებისგან იხსნის. ლიას გულწრფელობა გიორგის მოხიბლავს და გადაწყვეტს ბედი მას დაუკავშიროს.
ინფორმაცია ფილმზე:
დასახელება: აბეზარა
გამოშვების წელი: 1956
ჟანრი: მხატვრული ფილმი, კომედია
რეჟისორი: ნიკოლოზ სანიშვილი
როლებში: ლეილა აბაშიძე (ლია), თენგიზ მუშკუდიანი (გიორგი), გიორგი გეგეჭკორი (ვახტანგი), მარინე თბილელი (ბუბუსია), აკაკი კვანტალიანი (ანდრო), ჟუჟუნა დუგლაძე (თამარი), ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი (სანდრო), სესილია თაყაიშვილი (სესილია), ივანე გვინჩიძე (მინისტრი), ვახტანგ ფირცხალავა (გია), გოჩა აბაშიძე (მილიციელი), ალექსანდრე ომიაძე, ჩიტოლია ჩხეიძე, ნინელი ცინცაძე, ნინო ლაფაჩი, ალექსანდრე კვალიაშვილი, ალეკო ნინუა, მიხეილ (მამუკა) ხერხეულიძე, მიხეილ მგელაძე, მიხეილ სულთანიშვილი, ფარსმან სონღულაშვილი...

დამატებითი ინფო:
ქვეყანა: საქართველო
მწარმოებელი: სს "ქართული ფილმი"
ენა: ქართული

კატეგორია: ქართული ფილმები | ნანახია: 1230 | დაამატა: bachuki | თარიღი: 02.11.2009 | კომენტარი (0)

« 1 2 3 4 5 6 7 »
ძებნა

კალენდარი
«  მაისი 2024  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz