საქართველოს ისტორია X - XI საუკუნეებში - 21 ნოემბერში 2009 - bachi
შაბათი, 03.12.2016, 03:25
Мой сайт
 
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
ქართული ფილმები [66]
დუბლირებული [66]
თამაშები [27]
სპორტი [1]
პროგრამები [1]
სიყვარული [33]
მულტფილმები [15]
საქართველოს ისტორია [16]

ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 88

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

მთავარი » 2009 » ნოემბერი » 21 » საქართველოს ისტორია X - XI საუკუნეებში
19:31
საქართველოს ისტორია X - XI საუკუნეებში

საქართველო X საუკუნის ბოლოს XI საუკუნის დასაწყისში


დავით III კურაპალატის გამოსახულება ოშკის ტაძარში


ბაგრატ III გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე


ბედიის ტაძარი .აქ დაკრძალულია ბაგრატ III.


ივანე მარუშის ძე აფხაზეთის მეფის ერისთავი იყო. მან კარგად იცოდა რომ შექმნილ ვითარებაში ვისაც შეეძლო საქართველოს გაერთიანება იყო დავით III ბაგრატიონი. დავით ბაგრატიონი რომელიც კურაპალატის ბიზანტიურ ტიტულს ატარებდა, ტაოს მფლობელი იყო. ამ დროს ქართველთა სამეფოს მმართველი იყო ბაგრატ II. მიუხედავად ამისა დავით კურაპალატს გაცილებით დიდი სახელი და გავლენა ჰქონდა. დავითი შესანიშნავი პოლიტიკოსი და მხედართმთავარი იყო. ივანე მარუშის ძემ დავითს შესთავაზა ან თვითონ დაეკავებინა ქართლი ან მისი მემკვიდრე ბაგრატი დაესვა ქართლის გამგებლად. დავით კურაპალატს შვილი არ ჰყავდა. დავითმა იშვილა და მის მემკვიდრედ გამოაცხადა ბაგრატ II-ის შვილიშვილი ბაგრატ III. დავით კურაპალატი და ივანე მარუშის ძე სწორედ ბაგრატში ხედავდნენ საქართველოს გამაერთიანებელს. ბაგრატ III-ს სრული კანონიერი უფლება ჰონდა ყოფილიყო საქართველოს გამაერთიანებელი. გარდა იმისა რომ ბაგრატი დავით კურაპალატის და ბაგრატ II-ის მემკვიდრე იყო , ის ამავდროულად აფხაზეთის მეფის უსინათლო თეოდოსის დის შვლი იყო. ამიტომ მას ეკუთვნოდა აფხაზეთის მეფის ტახტიც.

975 წელს დავით კურაპალატმა შეკრიბა ჯარი და შიდა ქართლში შევიდა. გაიგეს თუ არა მისი მოსვლა , კახელებმა სასწრაფოდ დატოვეს ქართლი. დავითმა შეკრიბა უფლისიხეში ქართლის აზნაურობა და განუცხად რომ ბაგრატ III არის მისი შვილი და ყველა მას უნდა დაემორჩილოს. დავითმა ქართლის მმართველად ბაგრატი დატოვა მეურვედ კი მისი მამა გურგენი დაუნიშნა. ქართლის აზნაურობა არ აპირებდა ასე მარტივად დამორჩილებოდნენ ბაგრატს. როდესა დავითმა დატოვა ქართლი, ქართლის აზნაურები დაუკავშირდნენ კახეთის ქორეპისკოპოს და ქართლის დაკავება შესთავაზეს. კახელებმა მართლაც ილაშქრეს ქართლში, დაიკავეს უფლისციხე . ტყვედ იგდეს ბაგრატ III, მისი მამა გურგენი და ბაგრატის დედა გურანდუხტ დედოფალი. როგორც კი გაიგო ქართლის დაკავების ამბავი დავითმა , ჯარით დაიძრა კახეთის ქორეპისკოპოსის წინააღმდეგ. კახელებმა ვერც ამჯერად გაბედეს დავითთნ დაპირისპირება და ქართლი დატოვეს. ამავე პერიოდში დაიძაბა ვითარება ვითარება დასავლეთ საქართველოში. უსინათლო თეოდოსის მმართველობამ აფხაზეთში შფოთი და არეულობა მოიტანა. ასეთ ვითარებაში ისევ ივანე მარუშის ძის ინიციატივით გადაწყდა რომ აფხაზეთის მეფე ბაგრატ III გამხდარიყო. 978 წელს ქუთაისში ბაგრატი აფხაზთა მეფედ აკურთხეს. თეოდოსი ტაოში გაგზავნეს. ბაგრატმა მიიღო მეფე აფხაზთა ტირული.

დავით კურაპალატის სახელი ცნობილი იყო არა მხოლოდ საქართველოში არამედ ბიზანტიაშიც. 979 წელს ბიზანტიის საიმპერატორო კარი , იძულებული გახდა თავისი აჯანყებული სარდლის , ბარდა სკლიაროსის , წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება დავითისთვის ეთხოვა. დავითმა 12 000-იანი არმია გაგზავნა თორნიკე და ჯოჯიკის სარდლობით.ქართველებმა გადამწყვეტი როლი შეასრულეს აჯანყებულთა წინააღმდეგ. სანაცვლოდ ბიზანტიამ დავითს ახალი მიწები უბოძა. ოღონდ ეს ტერიტორიები დავითის გარდაცვალების შემდეგ კვლვ ბიზანტიას დაუბრუნდებოდა.

ვიდრე დავითი ბიზანტიას ეხმარებოდა, ბაგრატ III-ს მოუწია ქართლსი აჯანყებული აზნაურების წინააღმდეგ კიდევ ერთხელ გაილაშქრება. 978 წელს ბიზანტიაში კიდევ ერთი აჯანყება მოეწყო. ამ აჯანყებას ხელმძღვანელობდა ბარდა ფოკა. აჯანყებას მხარი დაუჭირა დავით კურაპალატმა, რადგან ის უკმაყოფილო იყო იმ პირობების რა პირობითაც მას ახალი ტერიტორიები გადაეცა.დავითს ბასიანის ბაგრატისთვის გადაცემის სურვილი ჰქონდა. ბასილ II-მ დაამარცხა ბარდა ფოკა და დავით კურაპალატის წინააღმდეგ დაიძრა. იმპერატორთან შერკინებას აზრი არ ჰქონდა . ამიტომ დავითმა თავი დამარცხებულად გამოაცხად და თავისი მიწები ბიზანტიის იმპერატორს უანდერძა. მიუხედავად ყველაფრისა დავითს გული მაინც არ გაუტეხია. ის სიცოცხლის ბოლომდე იბრძვოდა თავისი სამფლობელოების გაფართოებაში და საქართველოს როგორც ერთიანი სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში.

ამ პერიოდში ბაგრატი თავისი ძალაუფლების გაფართოებით იყო დაკავებული.ბაგრატმა გადაწყვიტა დაემორჩილებინა კლდეკარის ერისთავი რატი ბაღვაში, რომელიც მეფის ძალაუფლებას არ ცნობდა. ბაგრატ III კლდეკარის ერისთავის წინააღმდეგ დაიძრა. რატი მიხვდა რომ ბაგრატს ვერ დაუპირისპირდებოდა , ამიტომ მან ეშმაკობას მიმართა. მან დავით კურაპალატს შეატყობინა. ბაგრატი ჩემს წინააღმდეგ კი არა, შენს წინააღმდეგ მოდისო. დავითმა დაიჯერა და ჯარის შეკრება დაიწყო. ვითარება უკიდურესად დაიძაბა. დავითის და ბაგრატის შერკინება საქართველოს დამარცხებას ნიშნავდა. დავითი და ბაგრატი მიუხვდა შექმნილ ვითარებას. 1001 წელს გარდაიცვალა დავით III კუტაპალატი. სავარაუდოა რომ ის ბიზანტიელებმა მოწამლეს. ბასილ II-მ სასწრაფოდ დაიკავა დავითის ტერიტორიები. როდესაც მასთან ბაგრტ III გამოცხადდა იმპერატორთან, ბასილმა მას მხოლოდ კურაპალატის ტიტული უბოძა. ბაგრატმა დავითისგან მიიღო ტიტული მეფე ქართველთა. ამიერიდან ბაგრატ III იწოდებოდა ” მეფე აფხაზთა და ქართველთა”. 1008 წელს გარდაიცვალა ბაგრატის მამა გურგენი. და მისი სამფლობელოებიც ბაგრატს დარჩა. ამის შემდეგ ბაგრატმა კახეთის და ჰერეთის შემოერთება განიზრახა. ბაგრატმა კახეთის ქორეპისკოპოსს დამორჩილება შესთავაზა, მან უარი განაცხადა და ბაგრატს შეუთვალა, ჩვენს შორის ყველაფერი ომმა გადაწყვიტოსო. ბაგრატი შევიდა კახეთის სამთავროში და მალევე დაიმორჩილა. ამის შემდეგ მან ჰერეთის დამორჩილებაც შესძო. თუმცა კახეთ-ჰერეთის შემოერთება მან საბოლოოდ მხოლოდ 1010 წელს შესძლო. ბაგრატ III უკვე იწოდებოდა ”მეფე აფხათა , ქართველთა,რანთა და კახთა”

საქართველოს გაძლიერება არ სურდათ საქართველოს მეზობლებს. საქართველოს გაერთიანებას ხელს უშლიდა განძის ამირა. ამირამ კახეთ-ჰერეთზე რამდენჯერმე მარბიელი ლაშქრობა მოაწყო.ქვეყანა ააწიოკა და მოსახლეობა გაძარცვა. ბაგრატ III საპასუხო ლაშქრობა მოაწყო და დასაჯა გათამამებული ამირა. ბაგრატ III-მ შესძლო მთელი საქართველოს გაერთიანება. მხოლოდ თბილისის საამირო და ქვემო ქართლი არ იყო საქართველოს შემადგენლობაში. 1014 წელს გარდაიცვალა გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ III. მეფე მის მიერ აგებულ ბედიის ტაძარში არის დაკრძალული.

კატეგორია: საქართველოს ისტორია | ნანახია: 822 | დაამატა: bachuki | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა

კალენდარი
«  ნოემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

Copyright MyCorp © 2016Free web hosting - uCoz