სამშაბათი, 19.03.2024, 12:22
Мой сайт
 
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
ქართული ფილმები [66]
დუბლირებული [66]
თამაშები [27]
სპორტი [1]
პროგრამები [1]
სიყვარული [33]
მულტფილმები [15]
საქართველოს ისტორია [16]

ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 91

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

მთავარი » 2009 » ნოემბერი » 02

ფილმის შესახებ: 90იანი წლების დასაწყისის თბილისი. სამოქალაქო ომი, პიკეტები ქალაქის ქუჩებსა და გარეუბნებში. გიო, გოგლიკო, სანდრო და დუდა მეგობრები არიან. ცხოვრობენ 20 წლის ბიჭებისათვის შესაფერისი ინტერესებით - გოგონები, კარტები და კიდევ ერთი ცუდი გატაცება- ნარკოტიკები. ნარკოტიკების ძებნაში გიო და გოგლიკო ყარაბაღში, სომხურ აზერბაიჯანული კონფლიქტის ზონაში აღმოჩნდებიან.
დასახელება: გასეირნება ყარაბაღში
ჟანრი: დრამა, მძაფრსიუჟეტიანი
წელი: 2005
რეჟისორი: ლევან თუთბერიძე
როლებში: მიხეილ მესხი (გოგლიკო),დათო იაშვილი,ნუცა კუხიანიძე (იანა),გიორგი გაჩეჩილაძე,გოგი ხარაბაძე (თენგიზი),ნინო კასრაძე (ნანა).
გამომშვები: საქართველო
ხანგრძლივობა: 01:42.29
გახმოვანება: ქართული, რუსული

კატეგორია: ქართული ფილმები | ნანახია: 1158 | დაამატა: bachuki | თარიღი: 02.11.2009 | კომენტარი (0)

ფილმის შინაარსი: სვანეთში, მულახის თემში ჯაჭვლიანების საგვარეულო კოშკში მწვერვალ თეთნულდიდან თეთრი ალის სახით ანგელოზი გადმოდიოდა.კოშკში მყოფნი იწყებდნენ ლოცვას. თეთრი ანგელოზი კოშკის მაცხოვრებლებს მფარველობდა. ერთ დღეს ამ კოშკიდან სხვა გვარის კაცი მოკლეს. მას მერე თეთრი ანგელოზი აღარ გამოჩენილა.
ინფორმაცია ფილმზე:
დასახელება: სვანი
გამოშვების წელი:2007
ჟანრი: დრამა
რეჟისორები:სოსო ჯაჭვლიანი, ბადრი ჯაჭვლიანი
მონაწილეობენ: ბადრი ჯაჭვლიანი, დარეჯან ხარშილაძე, ელენა ველიკანოვა
სცენარის ავტორები: სოსო ჯაჭვლიანი, ბადრი ჯაჭვლიანი, ამირან ჭიჭინაძე,ამირან დოლიძე
ოპერატორი: ევგენი მუზრუკოვი
მხატვარი: თემურ არჯევანიძე
მუსიკა: ჭაბუკა ამირანაშვილი
მონტაჟი: თემურ ქოთოლაშვილი
ხმის რეჟისორი: პაატა გოძიაშვილი
პროდიუსერები: სოსო ჯაჭვლიანი,ბადრი ჯაჭვლიანი
გამოშვება: საქართველო,სტუდია ”თეთნულდი”
ხანგრძლივობა: 01:54:15
თარგმანი: ორიგინალური
ხარისხი: HDTVRip
სუბტიტრები: ინგლისური

კატეგორია: ქართული ფილმები | ნანახია: 1065 | დაამატა: bachuki | თარიღი: 02.11.2009 | კომენტარი (0)

ფილმის შინაარსი: ოცი წლის სებასტიანი, რომელიც სამშენებლო სამუშაოთი არჩენს მის ქართულ იმიგრანტ ოჯახს ჩრდ. საფრანგეთის ზღვისპირა დასახლებაში. მას სახლის სარემონტოდ ქირაობს მამაკაცი სახელად გოდონი, რომელიც კრიმინალურ საქმეებში გახვეული ნარკომანია. გოდონის დოზის გადამეტებით გარდაცვლის შემდეგ, მისი ქვრივი სებასტიანს ატყობინებს, რომ ნამუშევრის საფასურის გადახდას ვერ შეძლებს. სებასტიანი ყურმოკვრით იგებს გოდონის დავალებაზე, რომელიც მას სიკვდილის გამო შეუსრულებელი დარჩა, თუმცა ამ საქმის დეტალების არაფერი იცის. ის იპარავს კონვერტს საქმის ინსტრუქციებით. კონვერტში მატარებლის ბილეთია პარიზში, სასტუმროს ჯავშანი და ნიშანი 13. სასტუმროში ჩამოსულს უცნობი ურეკავს და დამატებით ინსტრუქციებს აძლევს...
დასახელება: TZAMETI / 13 / ცამეტი
წელი: 2005
ქვეყანა: საფრანგეთი / საქართველო
ჟანრი: თრილერი
რეჟისორი: გელა ბაბლუანი
როლებში: გიორგი ბაბლუანი, პასკალ ბონგარი, ორლენ რეკონი, ფრედ ულისი, ჟო პრესტია , ჟაკ გალო ...

კატეგორია: ქართული ფილმები | ნანახია: 1110 | დაამატა: bachuki | თარიღი: 02.11.2009 | კომენტარი (0)

ფილმის შინაარსი: ფრანგი ტურისტები საქართველოს დასათვალიერებლად ჩამოვლენ. ისინი წავლენ სვანეთსი. გზად მათ შემოხვდებათ ბაბუა და შვილიშვილი, რომლებსაც მიაქვთ სასაფლავე მესტიაში... ისინი მათთან ერთად წასვლას გადაწყვეტენ.
წელი: 2006
ჟანრი: დრამა
ენა: ქართული
რეჟისორი: გელა ბაბლუანი
როლებში: გიორგი ბაბლუანი; ლეო ჯაფარიძე; ბექა სიხარულიძე; გივი სიხარულიძე; ლევან უჩანეიშვილი;

კატეგორია: ქართული ფილმები | ნანახია: 1042 | დაამატა: bachuki | თარიღი: 02.11.2009 | კომენტარი (0)

ფილმის შინაარსი: მის სათაურშივეა გაცხადებული და კახეთის ერთ-ერთი სოფლის მცხოვრებთა მხიარულ, სასიყვარულო თავგადასავლებსა და ამასთან დაკავშირებულ კომედიურ სიტუაციებზე მოგვითხრობს. გმირთა მეტყველება იუმორისტული შეფერილობითა და კოლორიტული ლექსიკით გამოირჩევა.
გამოშვების წელი: 1980
დამდგმელი რეჟისორები: მიხეილ (უმც) ჭიაურელი, გიორგი შენგელაია
სცენარის ავტორი: ლეილა ბეროშვილი
ოპერატორები: ჯიმშერ ქრისტესაშვილი, ნიკოლოზ სუხიშვილი
მხატვარი: გიორგი მიქელაძე
კომპოზიტორი: იოსებ (სოსო) ბარდანაშვილი
მსახიობები: დარეჯან ხაჩიძე, ვახტანგ ფანჩულიძე, გივი ბერიკაშვილი (თავმჯდომარე), კახი კავსაძე (კოლა), ბერტა ხაფავა, ლაურა რეხვიაშვილი, ამირან ქადეიშვილი, ციალა გურგენიძე, იური ვასაძე, ამირან ამირანაშვილი, ტრისტან სარალიძე, გულნარა ცირიკაშვილი, ხათუნა სონღულაშვილი, ირა ირემაშვილი, გ. ფირიაშვილი, ჯიმი ლომიძე, სიმონ ბერიკაშვილი, მზექელა პაიჭაძე, ვასილ კახნიაშვილი, ბარბარე იანვარაშვილი, მერი ბალღიაშვილი, გოგლიკო გამილაღდიშვილი, გიორგი (გიო) ხუციშვილი
ხანგრძლივობა: 84 წთ.
წარმოებელი: კ/ს “ქართული ფილმი”

კატეგორია: ქართული ფილმები | ნანახია: 1113 | დაამატა: bachuki | თარიღი: 02.11.2009 | კომენტარი (0)

ფილმის შინაარსი: მოქმედება მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ვითარდება, უაღრესად გაჭირვებულ პერიოდში... ცნობილი ექიმი, გელა ბაბლუანი, ვირთხების კვლევით, კიბოს საწინააღმდეგო წამალს ეძებს. ხდება დივერსია, ექიმს ვიგაც თავის უძვირფასეს ნაშრომებს უნადგურებს და ყველა ვირთხას უშვებს... ეს მისივე ქალიშვილის ნამოქმედარია, რომელსაც საქმეზე ფანატიურად შეყვარებული მამის შველა სურდა...ციხიდან გამოსული დათო,ექიმის შვილი, ოჯახის დახმარებას ცდილობს და ფულის საშოვნელად ყაჩაღობს... გელა ბაბლუანს ბრმა ნაწლავი აწუხებს, და ღამით მისივე ვაჟის დახმარებით თვითომ გაიკეთებს ბრწყინვალედ ოპერაციას, მიუხედავად ამისა ექიმი იღუპება, ამის მიზეზი ინფექცირებული ხელსაწყოა... დათო იბარებს ოჯახის მართვას, მამის დაბარებული სიტყვებით: "არასოდეს არაფერი არ მოიპარო, შიმშილით რომ კვდებოდე მაინც და სხვისი არაფერი შეგშურდეს..." ერთ დღესაც დათო აღმოაჩენს იმ პაშვებული ვირთხებიდან ერთ-ერთს, პელეს, რომელიც კიბოს ვირუსით იყო დაავადებული და წესით მკვდარი უდნა ყოფილიყო... მან თავის მიაზანს მიაღწია, მაგრამ მისი ნამუშევრების განხილვა არც კი უცდია პროფესორთა საბჭოს....
წელი: 1992
ჟანრი: დრამა
ენა: ქართული
რეჟისორი: თემურ ბაბლუანი
როლებში: დავით კაზიშვილი (დათო), ელგუჯა ბურდულიელგუჯა ბურდული (გელა), ლია ბაბლუანი (დედა), ეკა საათაშვილი (აგნესა), გივი სიხარულიძეგივი სიხარულიძე (ვანიჩკა), ფლორა შედანია (თამარ კლდიაშვილი), ლეო (ლევან) ფილფანილეო (ლევან) ფილფანი

კატეგორია: ქართული ფილმები | ნანახია: 1014 | დაამატა: bachuki | თარიღი: 02.11.2009 | კომენტარი (1)

ფილმის აღწერა: ამ მოთხრობაში გაშუქებულია უბერებელი პრობლემა, პრობლემა ადამიანის დანიშნულებისა და მისი ადგილისა ცხოვრებაში... ადამიანს არა აქვს უფლება იყოს მხოლოდ ბიოლოგიური არსება, რადგან იგი შექმნილია უფრო მაღალი მიზნით აქტიურმა და მაღალი ზნეობის მქონემ სარგებლობა მოუტანოს საზოგადოებას... ეს შესანიშნავი ფილმი გახლავთ ბევრისთვის ნაცნობი მოთხრობის ეკრანიზაცია... ყველა ადამიანმა უნდა ნახოს ეს ფილმი და შეაფასოს ამ ფილმის მთავარი გმირების ზნეობა და თავის ზნეობასაც გადახედოს... მართლა მაგარი ფილმია და გადაწერეთ და ისიამოვნეთ ...
დასახელება: კაცია ადამიანი?!
ჟანრი: მხატვრული ფილმი, კომედია, ცხოვრებისეული
გამოშვების წელი: 1989
რეჟისორი: ა. ნინუა
ფილმის დირექტორი: ო. მელიქიძე
ოპერატორი: გ. თორაძე
მხატვარი: მ. კუხაშვილი
როლებში: თენგიზ ჩანტლაძე (ლუარსაბი), ია ხობუა (დარეჯანი), ზაირა ჩანტლაძე (ხორეშანი), მირიან ჯუღელი (მოსე), ოთარ სეთურიძე (დავითი)
მასობრივ სცენებში: იუმორის და სატირის სახელმწიფო თეატრის მსახიობები
ქვეყანა: საქართველო, (სსრკ სახტელერადიო "ქართული ტელეფილმი")
ენა: ქართული
ხანგრძლივობა: 01 : 14 : 03
ინფორმაცია ფაილზე:
ფორმატი: XviD (avi)
ხარისხი: TSRip
გამოსახულება: Width: 320px, Height: 240px, [4/3]
ვიდეო: FPS: 25.00, BitRate: 958Kbps, Quality: 0.51b/px, Codec: XviD MPEG-4
აუდიო: Channels: 2, Sample Rate: 24000Hz, BitRate; 64Kbps, Codec: Mpeg 1 or 2 [MP3]
ზომა: 541 მბ

კატეგორია: ქართული ფილმები | ნანახია: 1177 | დაამატა: bachuki | თარიღი: 02.11.2009 | კომენტარი (0)

ფილმის აღწერა: ბავშვებმა შარაზე მომაკვდავი სახედარი იპოვნეს... ქვრივი მაგდანას შვილებმა, მიხომ და კატომ სახედარი სათუთი მოვლით ფეხზე დააყენეს და "ლურჯა" შეარქვეს... ლურჯამ წვრილშვილიან ქვრივს შრომა შეუმსუბუქა... ამიერიდან მაგდანა მაწვნით სავსე ქილებს ქალაქში ლურჯას დახმარებით ეზიდებოდა... ხანმოკლე გამოდგა ოჯახის სიხარული - მენახშირე მიტუამ მიტოვებული სახედარი იცნო და მოსყიდული სასამართლოს მეშვეობით ქვრივის ოჯახს ლურჯა ჩამოართვეს...
დასახელება: მაგდანას ლურჯა
გამოშვების წელი: 1955
მწარმოებელი: სს "ქართული ფილმი"
დამდგმელი რეჟისორები: თენგიზ აბულაძე, რევაზ (რეზო) ჩხეიძე
სცენარის ავტორი: კარლო გოგოძე
დამდგმელი ოპერატორები: ლევ სუხოვი, ალექსანდრე დიღმელოვი
მხატვრები: იოსებ სუმბათაშვილი, ფარნაოზ ლაპიაშვილი, გივი გიგაური, კახი ხუციშვილი
კომპოზიტორი: არჩილ კერესელიძე
ხმის ოპერატორი: რაფიელ კეზელი
მემონტაჟე: ვასილ დოლენკო
მონაწილეობენ: დუდუხანა წეროძე (მაგდანა), ლიანა მოისწრაფიშვილი (სოფო), მიხო ბორაშვილი (მიხო), ნანი ჩიქვინიძე (კატო), აკაკი კვანტალიანი (მენახშირე მიტუა), კარლო საკანდელიძე (მოჯამაგირე ვანო), აკაკი ვასაძე (მამასახლისი), ალექსანდრე ომიაძე (პაპა გიგო), ალექსანდრე თაყაიშვილი (მოსამართლე), სტეფანე გრიქუროვი (გაბო), დოდო აბაშიძე, ცაცა (ეკატერინე) ამირეჯიბი (კეკე), ალექსანდრე ალაზნისპირელი, მარიამ გარიყული, შალვა გედევანიშვილი, ნუნუ მაჭავარიანი, ვასილ კახნიაშვილი, შოთა ნოზაძე, მავრ პიასეცკი, ირაკლი ქოქრაშვილი, ნინო ჩხეიძე, შალვა ხერხეულიძე, ბუხუტი ზაქარიაძე
პირველი ჩვენება: საკავშირო ეკრანზე შედგა 1956 წელს
ფესტივალები და პრიზები: პრიზი საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმისთვის. კანის საერთაშორისო კინოფესტივალი, საფრანგეთი (1966)

ფილმი გადაღებულია ეკატერინე გაბაშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით!!!

კატეგორია: ქართული ფილმები | ნანახია: 1399 | დაამატა: bachuki | თარიღი: 02.11.2009 | კომენტარი (0)

ფილმის შეასახებ: ფილმი 1937 წლის რეპრესიების ღრმად აქტუალურ,ადამიანის ზნეობრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობის პრობლემას. რაც უფრო მეტი ძალაუფლებაა თავმოყრილი ადამიანის ხელში, მით უფრო იზრდება მისი მორალური პასუხისმგებლობა, მნიშვნელობა მისი პოლიტიკური სიფხიზლისა და შორსმჭვრეტელობისა თანამედროვეობის და მომავალი თაობის მიმართ.
დასახელება: მონანიება
წელი: 1986
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: თენგიზ აბულაძე
როლებში: ავთანდილ მახარაძე (ვარლამ არაბიძე/აბელ არაბიძე), ია ნინიძე (გულიკო), მერაბ ნინიძე (თორნიკე), ზეინაბ ბოცვაძე (ქეთევან ბარათელი), ქეთევან აბულაძე (ნინო ბარათელი), ედიშერ გიორგობიანი (სანდრო ბარათელი), კახი კავსაძე (მიხეილ კორეშელი), ნინო ზაქარიაძე (ელენე კორიშელი), ნატო ოჩიგავა (ქეთევანი - ბავშვობაში), დათო ქემხაძე (აბელი - ბავშვობაში), ვერიკო ანჯაფარიძე (ბანოვანი), ბორის წიფურია და სხვ.
ხანგძლივობა: 02.18.00
ხარისხი: DVDRip
ფორმატი: Xvid (AVI)
ვიდეო: 640x480 (1.33:1) [=4:3] ბიტრეიტი: 1277 kb/s
აუდიო: x0055(MP3) ID'd as MPEG-1 Layer 3 ბიტრეიტი: 108 kb/s (54/ch, stereo)
Imdb: 7.4/10 528 votes

კატეგორია: ქართული ფილმები | ნანახია: 1041 | დაამატა: bachuki | თარიღი: 02.11.2009 | კომენტარი (0)

ფილმის აღწერა: ფილმი წარმოადგენს კინონოველების მოზაიკას, რომელშიც ძირითადად გამოყენებულია ანეგდოტური სიტუაციები, რომლის მეშვეობითაც მაყურებელი ეცნობა საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს და უსაყვარლეს კუთხე რაჭას და ამ კუთხის მცხოვრებლებს...
ინფორმაცია ფილმზე:
დასახელება: ყველაზე სწრაფები მსოფლიოში
ჟანრი: კომედია
წელი: 1985
დამდგმელი რეჟისორი: გია მატარაძე
სცენარის ავტორები: ამირან ჭიჭინაძე, გია მატარაძე
ოპერატორი: ლერი მაჩაიძე
ხმის ოპერატორი: გურამ გოგუა
მხატვარი: გიორგი მიქელაძე
კომპოზიტორი: გომარ სიხარულიძე
მონტაჟორი: გულნარა ომაძე
მონაწილეობენ: რამაზ გიორგობიანი (წამყვანი), ზურაბ ქაფიანიძე, გივი ბერიკაშვილი, ტრისტან სარალიძე, შოთა სხირტლაძე, ამირან ბუაძე, ზაზა ქაშიბაძე, ნესტან შარია, გურამ ფირცხალავა, მარინა კახიანი, ზაზა კოლელიშვილი, ვაჟა ფირცხალაიშვილი, ბერდია ინწკირველი, აკაკი ხიდაშელი, დ. გაგნიძე, ზურაბ სტურუა, ივანე საყვარელიძე, ვახტანგ თანდილაშვილი, ელდარ სახლთხუციშვილი, გურამ გოგუა, მალხაზ ალავიძე, ვახტანგ ჩელთისპირელი, ლაშა ცინცაძე ლერი სულაბერძე ...
ქვეყანა: საქართველო
ენა: ქართული
გახმოვანება: პროფესიონალური (ორიგინალი)
ხანგრძლივობა: 01:03:15

ფაილი:
ფორმატი: DivX (avi)
ხარისხი: DVDRip
ზომა: 727 MB

კატეგორია: ქართული ფილმები | ნანახია: 1001 | დაამატა: bachuki | თარიღი: 02.11.2009 | კომენტარი (3)

ფილმის შინაარსი: კუკარაჩა მარტოხელა თბილისის ერთ-ერთი უბნის მილიციის რწმუნებულია, რომელმაც ამ პირქუშ სამსახურში თავისი ხანმოკლე მოღვაწეობის მანძილზე სინათლის სხივი შეიტანა და ამაღლებული გრძნობების, ზნეობრივი პრინციპების დასაცავად საკუთარი სიცოცხლეც მსხვერპლად გაიღო
რეჟისორი: სიკო დოლიძე, ქეთი დოლიძე
წელი: 1979
ხანგრძლივობა: 89 წთ.
როლებში: ლევან უჩანეიშვილი (კუკარაჩა), ნინელი ჭანკვეტაძე (ინგა), ზაზა კოლელიშვილი (მუტრალო), მარინა ჯანაშია (დედა)

კატეგორია: ქართული ფილმები | ნანახია: 1012 | დაამატა: bachuki | თარიღი: 02.11.2009 | კომენტარი (0)

ფილმის შესახებ
დასახელება: ფეოლა
გამოშვების წელი: 1970
ჟანრი: კომედია
რეჟისორი: რევაზ გაბრიაძე
როლებში: იპოლიტე ხვიჩია, გიორგი ჟღენტი, ლევან ზალიკიანი..
გამომშვები: სტუდია: ”ქართული ფილმი”
გახმოვანება: ქართული (ორიგინალი)
ხანგრძლივობა: 00:36 :11
ფილმის აღწერა
ერთ-ერთი უბნის გამგებელი, ბონდო დოლაბერიძეს (იპოლიტე ხვიჩია) დაავალებს, რომ შეკრიბოს საფეხბურთო გუნდი და გამოიყვანოს ქალაქის პირველობაზე, თუმცა ამავდროულად ბონდო ფეხბურთს დასანახად ვერ იტანს და მის შესახებ მხოლოდ მცირედი თუ იცის..
ინფორმაცია ფაილზე
ფორმატი: AVI
ხარისხი: SATRip
ვიდეო: DivX 5 25.00fps 823Kbps
აუდიო: MPEG Audio Layer 3 44100Hz stereo 192Kbps
გაფართოება: 332x224
ზომა: 265 MB

კატეგორია: ქართული ფილმები | ნანახია: 1107 | დაამატა: bachuki | თარიღი: 02.11.2009 | კომენტარი (0)

დამდგმელი რეჟისორი: შოთა მანაგაძე
სცენარის ავტორი: გიორგი მდივანი
დამდგმელი ოპერატორი: გიორგი ჭელიძე
მხატვრები: ზურაბ მეძმარიაშვილი, ტატიანა კრიმკოვსკაია
კომპოზიტორი: რევაზ ლაღიძე
ხმის ოპერატორი: რაფიელ კეზელი
მონაწილეობენ: ბელა მირიანაშვილი (თებროლე), იმედა კახიანი (გოგიტა), გივი თოხაძე (უშანგი), სესილია თაყაიშვილი (ელპიტე), მერი კანდელაკი (ნინო), გრიგოლ ტყაბლაძე (საჩინო), იპოლიტე ხვიჩია (ალმასხანი), ზურაბ (კუკური) ლაფერაძე (გიორგი), აკაკი კვანტალიანი, კაპიტონ აბესაძე, იოსებ (სოსო) ლაღიძე (ვალიკო), მარიამ მდივანი, ნოდარ მგალობლიშვილი, ნოდარ ფირანიშვილი, ლია სარაჯიშვილი, ვალენტინ დონღუზაშვილი, ერასტი ბილანიშვილი, შალვა ხონელი (გოგოლაშვილი), კარლო საკანდელიძე
ფილმის შინაარსი: მთებში მიკარგული მოუსავლიანი სოფლის, საბუდარას მკვიდრნი სახლ-კარს ტოვებენ და ბარში, ახლადგაშენებულ სოფელში სახლდებიან. მშობლიურ კერას მხოლოდ მეთუნე საჩინო ვერ წყდება. საჩინოს ვაჟი, გოგიტა სახლს ფარულად დატოვებს და მონატრებული სატრფოს, თებროლეს და სამუშაოს საძებნელად ქუთაისს მიაშურებს. მუშაობას ავტოქარხანაში დაიწყებს. იგი შემთხვევით თებროლეს შეხვდება, მაგრამ ქალიშვილს დახლიდარი უშანგი გადაჰკიდებია. გოგიტა ქალიშვილს უშანგის ჩამოაშორებს და ცოლად შეირთავს. შვილის ქორწილის შემდეგ სოფელ საბუდარას უკანასკნელი მკვიდრი, მეთუნე საჩინოც გამოემშვიდობება.

კატეგორია: ქართული ფილმები | ნანახია: 1106 | დაამატა: bachuki | თარიღი: 02.11.2009 | კომენტარი (0)

ინფორმაცია ფილმზე:
დასახელება: "უდიპლომო სასიძო"
ჟანრი: ექსცენტრიული კომედია
სცენარის ავტორები: რ.ებრალიძე, ო.რაზმაძე, ლ.ხოტივარი ლ.სულაბერიძე
დამდგმელი რეჟისორი: ლევან ხოტივარი
ოპერატორი: ლევ სუხოვი
კომპოზიტორი: ბიძინა კვერნაძე
დირექტორი: ვ.გახოკიძე
მთავარ როლებში: კოტე მგალობლიშვილი, დუდუხანა წეროძე, ბელა მირიანაშვილი, აკაკი კვანტალიანი, ვახტანგ ნინუა, თენგიზ მაისურაძე, დოდო აბაშიძე, ზანდა იოსელიანი, აკაკი ვასაძე და სხვა.
ფაილის შესახებ:
ფორმატი: avi
ხარისხი: DVDRip
დრო: 1 : 11 : 27

კატეგორია: ქართული ფილმები | ნანახია: 1091 | დაამატა: bachuki | თარიღი: 02.11.2009 | კომენტარი (0)

ფილმის შინაარსი:
ეს არის ხალასი იუმორით შეფერადებული, ღრმა ჰუმანიზმით გამსჭვალული ფილმი, რომელიც ობოლი სოფლელი ბიჭის ზურიკელასა და მისი კეთილი მეზობლების კოლორიტულ პორტრეტებს გვიხიტავს. ამ ადამიანთათვის მოყვასის სიყვარული სიცოცხლის არსად ქცეულა. ამგვარ ატმოფეროში გაზრდილი, დავაჟკაცებული ზურიკელა უმაღლესის დამთავრების შემდეგ კვლავ სოფელს უბრუნდება და მზადაა სიკეთის მარცვალი ჩააგდოს ცხოვრების საკუთარ ხნულში...
ინფორმაცია ფილმზე:
დასახელება: ე ბებია ილიკო და ილარიონი
ჟანრი: კომედია
წელი: 1962
რეჟისორი: თენგიზ აბულაძე
სცენარის ავტორი: ნოდარ დუმბაძე, თენგიზ აბულაძე
მთავარი ოპერატორი: გიორგი კალატოზიშვილი
კომპოზიტორები: არჩილ კერესელიძე, ნუგზარ ვაწაძე
როლებში: ზურაბ ორჯონიკიძე, სესილია თაყაიშვილი, ალექსანდრე ჟორჟოლიანი, გრიგოლ ტყაბლაძე, მანანა აბაზაძე, კირა ანდრონიკაშვილი, თენგიზ დაუშვილი, სოსო გოგიჩაიშვილი ...

დამატებითი ინფო:
ქვეყანა: საქართველო (სტუდია: "ქართული ფილმი")
ხანგრძლივობა: 01 : 24 : 53
ენა: ქართული

კატეგორია: ქართული ფილმები | ნანახია: 995 | დაამატა: bachuki | თარიღი: 02.11.2009 | კომენტარი (0)

ფილმის შინაარსი:
მწყემსები სავახშმოდ სუფრას მიუსხდებიან და კარგ ღვინოს ინატრებენ... სანდალას სთხოვენ, ბიძამისს, ელიბოს ცოტაოდენი ღვინო სთხოვოს, მაგრამ იგი უარზეა, იცის - ბიძამისი ღვინოს არ გაიმეტებს... მწყემსები ელიბოს მარანში შეპარვას გადაწყვეტენ... შეძლებული გლეხის, ელიბოს სანაქებო ღვინო მწყემსებს ძლიერ მონატრებიათ, მის მარანში შეპარულან, ჭურის თავზე კარგი ქეიფი გაუმართავთ და ზედ სიმღერაც დაუყოლებიათ... განრისხებული მასპინძელი თავზე წამოდგომიათ, მაგრამ ქართულ სტუმართმოყვარეობას თავისი გაუტანია ელიბოს გული მოლბობია და მრავალჟამიერი მათთან ერთად დაუგუგუნებია... ჭურის თავზე ქეიფს გამართავენ და სიმღერასაც მიაყოლებენ... განრისხებული მასპინძელი თავზე წამოადგებათ, მაგრამ სტუმართმოყვარეობა თავისას გაიტანს...
ინფორმაცია ფილმზე:
დასახელება: ღვინის ქურდები
გამოშვების წელი: 1975
ჟანრი: კომედია
რეჟისორი: ვალერიან კვაჭაძე
როლებში: კარლო საკანდელიძე (ზაქრო), გივი ბერიკაშვილი (ფირუზა), კახი კავსაძე (ელიბო), გულჩინა დადიანი (მაკრინე), დავით ვაშაკიძე (სანდალა), ზურაბ (კუკური) ლაფერაძე (თედო)

დამატებითი ინფო:
ქვეყანა: Georgia
მწარმოებელი: კ/ს "ქართული ფილმი"
ენა: ქართული

კატეგორია: ქართული ფილმები | ნანახია: 1112 | დაამატა: bachuki | თარიღი: 02.11.2009 | კომენტარი (0)

ფილმის შინაარსი:
ყველასათვის საყვარელი და ძალზე სულისჩამწვდელი ფილმი... ფილმში კარგად არის აღწერილი თუ როგორ არჩივნა სამშობლო, სარწმუნოება და ენა თავის შვილს... ეს არის მონუმენტური, ისტორიული ტილო XVII ს-ის საქართველოს ყოფისა და ისტორიულ პირთა ურთიერთობათა შესახებ... თურქეთისა და ირანის სათარეშო ასპარეზად ქცეულ ქვეყანას მხსნელად გიორგი სააკაძე ევლინება... დიდგვაროვან თავადთა ხრიკები იძულებულს ხდიან მას დასტოვოს სამშობლო და მტრის ბუნაგს შეაფაროს თავი... შაჰ-აბასის კარზე აღზევებული სააკაძე გულით ფარულად სამშობლოს განთავისუფლების იდეას დაატარებს... იგი სამშობლოსაკენ მოუძღვის სპარსთა ჯარს, მაგრამ შაჰ-აბასი განზრახვას მიუხვდება... აწიოკებული და ტყვედ გარეკილი ქართველობა წყევლა-კრულვას უგზავნის სარდალს... მარტყოფის ველზე მტრის განადგურებით დიდი მოურავი ავტორიტეტს კვლავ აღიდგენს... ფილმის სიუჟეტში ერთმანეთს ერწყმის საქვეყნო დარდი და სააკაძის პირადი ცხოვრების ტრაგიზმი... ძალზე საინტერესო ფილმია და გადაწერეთ და უყურეთ, ვისაც არ გაქვთ ნაყურები, ბევრი დაგიკარგავთ...

ინფორმაცია ფილმზე:
დასახელება: გიორგი სააკაძე
გამოშვების წელი: 1942
ჟანრი: სათავგადასავლო, ისტორიული
რეჟისორი: მიხეილ ჭიაურელი
როლებში: აკაკი ხორავა (გიორგი სააკაძე), ვერიკო ანჯაფარიძე (რუსუდანი–სააკაძის ცოლი), ლიანა ასათიანი (თეკლე–სააკაძის და), მერაბ კოკოჩაშვილი (პაატა – სააკაძის შვილი ბავშვობაში), მ. შარაშიძე (ავთანდილი – სააკაძის შვილი ბავშვობაში), ყარამან (გუგული) მგელაძე (პაატა), ზურაბ ლეჟავა (ავთანდილი), სპარტაკ ბაღაშვილი (ლუარსაბ მეორე), მედეა ჯაფარიძე (თინათინი–ლუარსაბის და), სერგო ზაქარიაძე (შადიმან ბარათაშვილი), შალვა ღამბაშიძე (ანდუყაფარი), ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი (ორბელიანი), ალექსანდრე ომიაძე (ზურაბ ერისთავი), კირილე მაჭარაძე (ციციშვილი), ნიკოლოზ მამულაშვილი (სოლოღაშვილი), გიორგი შავგულიძე (ნოდარი), კოხტა ყარალაშვილი (ქვლივიძე), აკაკი ვასაძე (შაჰ–აბასი), მიხეილ ჩიხლაძე (ყორჩი ხანი), ა. ლუსინიანი (ვერდიბეგი–ყორჩი ხანის შვილი), გ. როსება (კოლოტაური–შადიმანის ციხის უფროსი), კოტე დაუშვილი (ბერი ტრიფილი), გიორგი ფრონისპირელი (მოხუცი ბადრი), ივან პერესტიანი (რუსეთის ელჩი), დიმ. სუხატაშვილი-გლდანელი (დათო), ვასილ ბალანჩივაძე (გლეხი)

დამატებითი ინფო:
ქვეყანა: СССР
ენა:
ხანგრძლივობა: 1 : 17 : 20
ფილმის პრემიერა: 1943 წლის 10 აგვისტო

კატეგორია: ქართული ფილმები | ნანახია: 1180 | დაამატა: bachuki | თარიღი: 02.11.2009 | კომენტარი (0)

ფილმის შინაარსი:
ხელოსან ბიჭს, გოგიას ბაზრობაზე სოფლიდან ჩამოსული გოგო, ტასია შეუყვარდება, გულის ნადებს გაუმხელს და დანიშნავს... ტასიას სოფელში მაყრიონის თანხლებით ჩასულ გოგიას პატარძალი აღარ დაუხვდება - თავადის ქალის ბრძანებით, გოგო ბატონის სახლში შინამოსამსახურედ წაუყვანიათ... ხანშიშესულ, უქნარა ბატონს ტასია მოეწონება და მასზე ჯვრისწერას გადაწყვეტს, მაგრამ ბატონყმობა უკვე გადავარდნილია - ბატონი წანანდებურად ვეღარ იპარპაშებს... გოგიას მეგობარი ყარაჩოღელები ბატონს პატარძალს წაართმევენ და გოგიას დაუბრუნებენ...
ინფორმაცია ფილმზე:
დასახელება: რაც გინახავს ვეღარ ნახავ
წელი: 1965
ჟანრი: სათავგადასავლო, კომედია
პროდიუსერი: მიხეილ ჭიაურელი
როლებში: სოფიკო ჭიაურელი, გიორგი შენგელაია, აკაკი ხორავა, ვერიკო ანჯაფარიძე, არჩილ გომიაშვილი, სერგეი ამრტინსონი
ქვეყანა: საქართველო
ენა: ქართული

კატეგორია: ქართული ფილმები | ნანახია: 1064 | დაამატა: bachuki | თარიღი: 02.11.2009 | კომენტარი (0)

ფილმის შინაარსი:
დათოს ინკასატორ იპოლიტეს ქალიშვილი, ეკა უყვარს. იპოლიტეს მუდამდღე თავდამსხმელი ელანდება, გაუგებრობის გამო დათოსაც ავაზაკად მიიჩნევს. სადაც დაინახავს, მის შეპყრობასა და მილიციისთვის ჩაბარებას ცდილობს, თუმცა დათოს მისი სიძეობა უფრო სწადია. იპოლიტეს წყალობით გაუგებრობაში არაერთგზის მოხვედრილი დათო და ეკა უკითხავად დაქორწინდებიან. დათოს სიძედ ხილვა იპოლიტეს წყობიდან გამოიყვანს, მაგრამ მალე ყველაფერი გაირკვევა და ბედნიერი წყვილი საქორწინო მოგზაურობაში გაემგზავრება.
ინფორმაცია ფილმზე:
დასახელება: მხიარული რომანი
გამოშვების წელი: 1972
ჟანრი: კომედია, რომანტიული
რეჟისორი: ლევან ხოტივარი
როლებში: იპოლიტე ხვიჩია, ხათუნა კოტრიკაძე, რამაზ გიორგობიანი, მერი წულუკიძე, ელენე ჩოხელი, მედეა ჩახავა

დამატებითი ინფო:
ქვეყანა: საქართველო
ხანგრძლივობა: 01 : 06 : 02
ენა: ქართული

კატეგორია: ქართული ფილმები | ნანახია: 1053 | დაამატა: bachuki | თარიღი: 02.11.2009 | კომენტარი (1)

ფილმის შინაარსი:
ფილმი სკოლის მერხიდან ახლადაფრენილ თბილისელ ბიჭებზეა, რომლებსაც საკუთარი, კონკრეტული მიზანი და ოცნებები აქვთ ცხოვრებაში და რომლებმაც II მსოფლიო ომის პირველსავე დღეებში ჩაიცვეს ჯარისკაცის ფარაჯა, დროებით გვერდზე გადადეს თავიანთი ოცნებები, გამოემშვიდობნენ ახლობლებს და ომის ქარცეცხლიან გზებზე მიმოიფანტნენ... აქედან დაიწყო მათი ცხოვრების ახალი ეტაპი, განცდებითა და უბედურებებით სავსე... მაყურებლის თვალწინ გუშინდელი ღიმილის ბიჭები მრავალჭირნახულ მებრძოლებად ყალიბდებიან... ბიჭები ფარაჯას გადაიცვამენ, ახლობლებს გამოემშვიდობებიან და ფრონტს მიაშურებენ... მათი სიცოცხლე დაზიანებული ტელეფონის ხაზის აღდგენას შეეწირება... ექვსი მეგობრიდან რაიხსტაგამდე მხოლოდ ერთი, "ბოლოკა" მიაღწევს...
ინფორმაცია ფილმზე:
დასახელება: ღიმილის ბიჭები
ჟანრი: დრამა
წელი: 1969
რეჟისორი: რეზო ჩხეიძე
როლებში: ლეილა ყიფიანი, კახა ქორიძე, გოჩა ლომია, თამაზ თოლორაია, ნუგზარ ბაგრატიონი, მიხო ბორაშვილი, თემურ ბაბლუანი, ბიძინა ჩხეიძე, ზურაბ ქაფიანიძე, თამარ თვალიაშვილი, შალვა გეჯაძე, ვიქტორ მიზინი, ვიქტორ პანჩენკო, შალვა ხერხეულიძე, გრიგოლ კოსტავა, ვახტანგ ნინუა, ნინო ახალაძე...

დამატებითი ინფო:
ქვეყანა: საქართველო
გამომშვები: კ/ს "ქართული ფილმი"
ენა: ქართული (ორიგინალი)
ხანგრძლივობა: 01 : 32 : 01

კატეგორია: ქართული ფილმები | ნანახია: 1190 | დაამატა: bachuki | თარიღი: 02.11.2009 | კომენტარი (0)

ფილმის შინაარსი:
ყველასათვის საყვარელი და სულში ჩამწვდომი ფილმი რომელიც მოგვითხრობეს ერთი ქართველი პატრიოტი გლეხის ცხოვრებაზე, შვილის სიყვარულსა და ზრუნვაზე და მის განვლილ გზაზე... კახელი გლეხი გიორგი მახარაშვილი, დაჭრილი შვილის მოსანახულებლად ფრონტზე გაემგზავრება, მაგრამ ჰოსპიტალში ჩასული შეიტყობს, რომ გამოჯანმრთელებული გოდერძი თავის ნაწილში დაბრუნებულა... გიორგი შვილის კვალს გაჰყვება და ფრონტის წინა ხაზზე აღმოჩნდება... ჯარისკაცის მამა სამხედრო ხელმძღვანელობას დაარწმუნებს, რომ ახალგაზრდებს არ ჩამოუვარდება, ნაწილში დარჩენას მოითხოვს და ბრძოლით გერმანიის საზღვრამდე მიაღწევს... ომის მიწურულს გიორგი შვილს იპოვნის, მაგრამ ცხარე ბრძოლაში გოდერძი მამას ხელში ჩააკვდება... ჯარისკაცის მამა ვალს ბოლომდე აღასრულებს და შვილის ნაბრძოლ ადგილებს თვალცრემლიანი სიამაყით გაივლის...
ინფორმაცია ფილმზე:
დასახელება: ჯარისკაცის მამა
გამოშვების წელი: 1964
ჟანრი: დრამა
გამოშვებულია: საქართველო
გამომშვები: სს "ქართული ფილმი"
ხანგრძლივობა: 92 წუთი
გახმოვანება: ქართულო, ორიგინალური, მშობლიური
რეჟისორი: რევაზ ჩხეიძე
როლებში: სერგო ზაქარიაძე, ვლადიმერ პრივალცევი, ალექსანდრე ნაზაროვი, ალექსანდრე ლებედევი, ალექსანდრე ლებედევი, ვლადიმერ კოლოკოლცევი, ი. დროზდოვი, ივანე კოსიხი, ვიქტორ კოსიხი, ვიქტორ ურალსკი, ქეთევან ბოჭორიშვილი, ვლადიმერ პიცეკი, პეტრე ლიუბეშკინ, ტატიანა საპოჟნიკოვა, ნიკოლაი ბარმინი, ინა ვიხოდცევა, ელენა მაქსიმოვა, რომუალდი ვილდანი, რადნერ მურატოვი, ბონდო გოგინავა, ვიქტორ მიზინი, ვლადიმერ ჟარიკოვი, ირაკლი ნიჟარაძე, ვალენტინა კულიკი, ლილი ზღვაური, გია კობახიძე, ა. სტარცევი, ირაკლი ქოქრაშვილი, ფელიქს სტეპუნი, ჟანა კვიტაიშვილი...
IMDB: 7.8/10 217 votes
ფესტივალები და პრიზები: პრიზი "კაპიტოლიუმის იუპიტერი", რომის საერთაშორისო კინოფესტივალი, იტალია (1966).

კატეგორია: ქართული ფილმები | ნანახია: 1006 | დაამატა: bachuki | თარიღი: 02.11.2009 | კომენტარი (0)

ფილმის შინაარსი:
მცირე ავიაციის მფრინავი, საქართველოს მაღალმთიამ რაიონებს ემსახურება... ის უყვართ და მოფერებით "მიმინოს" ეძახიან... მაგრამ ის დიდი ლაინერის საჭეზე ოცნებობს... ამ ოცნებას ის მოსკოვში მიჰყავს, კვალოფიკაციის ასამაღლებლად...
ინფორმაცია ფილმზე:.
დასახელება: მიმინო
გამოშვების წელი: 1977
ჟანრი: კომედია, დრამა
რეჟისორი: გიორგი დანელია
როლებში: ვახტანგ კიკაბიძე, ფრუნზიკ მკრტიჩიანი, ელენა პროკლოვა, იპოლიტე ხვიჩია

დამატებითი ინფო:
ქვეყანა: საქართველო / რუსეთი
ხარისხი: DVDRip
ენა: ქართული / რუსული (ორიგინალი)

კატეგორია: ქართული ფილმები | ნანახია: 1105 | დაამატა: bachuki | თარიღი: 02.11.2009 | კომენტარი (0)

ფილმის შინაარსი:
საუკეთესოდ აღიარებული ცხოვრებისეული ფილმი სადაც არის წარმოდგენილი დრამა, რომელიც საქართველოში ხდება და ამას მშველელი არავინ ყავს... ფილმი მოგვითხრობს საქართველოში არსებულ სოციალურ პრობლემებსა და გაჭირვებაზემ რაც ხალხში არსებობს... ობოლი ბიჭი ლაზარე მოხეტიალე ბრმას სოფლიდან სოფელში დაჰყვება ლუკმაპურის საშოვნელად... უკიდურესი გაჭირვების მიუხედავად, მათი ურთიერთობა ბავშვისთვის ერთგვარი ზნეობრივ საყრდენი ხდება... მაგრამ ბრმა სატუსაღოში მიჰყავთ და ბავშვი მარტო რჩება ცხოვრებისპირისპირ... სწორედ აქ უნდა გაიტანოს თავი მან და გააკეთოს ყველაფერი რათა ამ მტარვალ ცხოვრებას შეებრძოლოს...

ინფორმაცია ფილმზე:.
დასახელება: ლაზარეს თავგადასავალი
გამოშვების წელი: 1973
ჟანრი: დრამა, მელოდრამა
ქვეყანა: საქართველო
ხანგრძლივობა: 68 წუთი
ენა: ქართული, ორიგინალური - მშობლიურიდამდგმელი რეჟისორები: ქართლოს ხოტივარი, რამაზ (ბუბა) ხოტივარირამაზ (ბუბა) ხოტივარი
ფესტივალები და პრიზები: ტელეფილმების მე–5 საკავშირო ფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი. ქ. ტაშკენტი (1973)
სცენარის ავტორები: ლევან მალაზონია, ქართლოს ხოტივარიქართლოს ხოტივარი
დამდგმელი ოპერატორი: ირაკლი ონოფრიშვილიირაკლი ონოფრიშვილი
მხატვრები: ვახტანგ რურუავახტანგ რურუა, ჯუანშერ თუთბერიძე
კომპოზიტორი: ანზორ ერქომაიშვილიანზორ ერქომაიშვილი
ხმის ოპერატორი: მერაბ გვანცელაძემერაბ გვანცელაძე
მემონტაჟე: ლუდმილა (ლუსია) უნანიანი
მონაწილეობენ: გეგა კობახიძე (ლაზარე), აავთანდილ მახარაძე (უსინათლო), ზოზო (იაზონ) ბაქრაძე (მღვდელი), კახი კავსაძე (დიაკვანი), გურამ ნიკოლაიშვილი (ანარქისტი), ვასილ ჩხაიძე (აზნაური), ჯემალ ღაღანიძე (შახტიკოტე), ვალია ელიავა, ოთარ ზაუტაშვილი, ნოდარ ფირანიშვილი, გიორგი (გოგი) ქავთარაძე...

კატეგორია: ქართული ფილმები | ნანახია: 1091 | დაამატა: bachuki | თარიღი: 02.11.2009 | კომენტარი (0)

ფილმის შინაარსი:
მხცოვანი აკაკის საიუბილეო საღამოზე დარბაზში მოხუც ძიძას აკვანი შემოაქვს. მგოსანი აკვანს დასცქერის და ახსენდება ბავშვობისა და ყრმობის წლები. თავადის მიერ ღარიბი გლეხის ოჯახში გაძიძავებულმა მომავალმა პოეტმა აქ შეიცნო პატიოსანი შრომისა და ადამიანურობის ფასი. ქუთაისის გიმნაზიაში კი მეფის რეჟიმის დამახინჯებული აღმზრდელობითი მეთოდის მთელი სუსხი ბავშვურ მხრებზე გამოცადა. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ პოეტის წინაშე ფართო შემოქმედებითი გზა იშლება...
ინფორმაცია ფილმზე:
დასახელება: Akakis akvani / აკაკის აკვანი
ჟანრი: დრამა
წელი: 1947
რეჟისორი: კონსტანტინე პიპინაშვილი
როლებში: ომარ ჩიტაია (აკაკი წერეთელი–ბავშვობაში), შოთა ქოჩორაძეშოთა ქოჩორაძე (აკაკი წერეთელი–ჭაბუკი), მიხეილ ყვარელაშვილი (აკაკი წერეთელი–იუბილარი), სპარტაკ ბაღაშვილისპარტაკ ბაღაშვილი (ესტატე–მეწისქვილე, ვაჟა–ფშაველა, გამზრდელი), თამარ ციციშვილითამარ ციციშვილი (ეკატერინე–აკაკის დედა), ალექსანდრე აფხაიძე (როსტომი–აკაკის მამა), მედეა ჯაფარიძემედეა ჯაფარიძე...

დამატებითი ინფო:
ქვეყანა: საქართველო
მწარმოებელი: სს "ქართული ფილმი"
ენა: ქართული

კატეგორია: ქართული ფილმები | ნანახია: 1334 | დაამატა: bachuki | თარიღი: 02.11.2009 | კომენტარი (0)

ფილმის შინაარსი:
სამშენებლო ტრესტის მმართველის მხიარულ, მაგრამ ენამწარე მძღოლს, ლიას შემტევი ხასიათის გამო "აბეზარა" შეარქვეს. უფროსის ფუქსავატ ცოლს, რომელიც გაუთავებლად საყიდლებზე დაატარებს, აბეზარა ვეღარ შეეგუება და სამუშაოდ ახალგაზრდა არქიტექტორ გიორგისთან გადავა. გიორგის საცოლე მძღოლზე იეჭვიანებს და აითვალწუნებს. ლიას უფროსის სიყვარული გულში მართლაც შეჰპარვია, თუმცა მშენებელთა კრებაზე გიორგის მაინც მკაცრად გააკრიტიკებს. გიორგის მოხსნას უპირებენ. აბეზარა მინისტრთან შევა, მშენებლობის პრობლემებს აუხსნის და გიორგის უსიამოვნებისგან იხსნის. ლიას გულწრფელობა გიორგის მოხიბლავს და გადაწყვეტს ბედი მას დაუკავშიროს.
ინფორმაცია ფილმზე:
დასახელება: აბეზარა
გამოშვების წელი: 1956
ჟანრი: მხატვრული ფილმი, კომედია
რეჟისორი: ნიკოლოზ სანიშვილი
როლებში: ლეილა აბაშიძე (ლია), თენგიზ მუშკუდიანი (გიორგი), გიორგი გეგეჭკორი (ვახტანგი), მარინე თბილელი (ბუბუსია), აკაკი კვანტალიანი (ანდრო), ჟუჟუნა დუგლაძე (თამარი), ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი (სანდრო), სესილია თაყაიშვილი (სესილია), ივანე გვინჩიძე (მინისტრი), ვახტანგ ფირცხალავა (გია), გოჩა აბაშიძე (მილიციელი), ალექსანდრე ომიაძე, ჩიტოლია ჩხეიძე, ნინელი ცინცაძე, ნინო ლაფაჩი, ალექსანდრე კვალიაშვილი, ალეკო ნინუა, მიხეილ (მამუკა) ხერხეულიძე, მიხეილ მგელაძე, მიხეილ სულთანიშვილი, ფარსმან სონღულაშვილი...

დამატებითი ინფო:
ქვეყანა: საქართველო
მწარმოებელი: სს "ქართული ფილმი"
ენა: ქართული

კატეგორია: ქართული ფილმები | ნანახია: 1223 | დაამატა: bachuki | თარიღი: 02.11.2009 | კომენტარი (0)

ფილმის შინაარსი:
მსოფლიოში აღიარებული და მრავალი პრიზისა თუ ჯილდოს მფლობელი ფილმი, რომელიც ეხება ძალზე დიდ სოციალურ პრობლემებს და მათ ნათლად აგვისახავს... ფილმი რევოლუციამდელი სოფლის მოზაიკურ პანოს წარმოადგენს , რომელშიც სინამდვილე ორგანულადაა შერწყმული პირობითობასთან... ამ იდეალისტთა , მეოცნებეთა , ამპარტავანთა და პატივმოყვარეთა სამყაროში მთავარი სიუჟეტური ხაზი მარიტასა და გედიას ტრაგიკული სიყვარულით არის წარმოდგენილი , რომელთანაც გადაჯაჭვულია სოციალური წყალგამყოფი ხაზის ორთავე მხარეს მოქცეულ სხვა პერსონაჟთა ბედი... ადამიანები ლუკმა-პურისათვის წელზე ფეხს იდგამენ , იტანჯებიან და ოცნებობენ ნათელ მომავალზე , ყველა საკუთარი "ნატვრის თვალს" დაეძებს , სასწაულების ასრულებას შესთხოვს თავის ნატვრის ხეს...
ინფორმაცია ფილმზე:
დასახელება: ნატვრის ხე
ჟანრი: დრამა
წელი: 1976
რეჟისორი: თენგიზ აბულაძე
სცენარის ავტორები: რევაზ ინანიშვილი, თენგიზ აბულაძე
დამდგმელი ოპერატორი: ლომერ ახვლედიანი
მხატვარი: რევაზ მირზაშვილი
კომპოზიტორები: ბიძინა (ალექსანდრე) კვერნაძე, იაკობ ბობოხიძე
ხმის ოპერატორი: თენგიზ ნანობაშვილი
მემონტაჟე: გულნარა ომაძე
როლებში: ლიკა ქავჟარაძე (მარიტა), იოსებ (სოსო) ჯაჭვლიანი (გედია), ზაზა კოლელიშვილი (შეტე), კოტე დაუშვილი (ციციკორე), სოფიკო ჭიაურელი (ფუფალა), კახი კავსაძე (იორამი), ეროსი მანჯგალაძე (მუმბულა), ოთარ მეღვინეთუხუცესი (ელიოზი), რამაზ ჩხიკვაძე (მამაო ოხროხინე), გიორგი გეგეჭკორი (ჭიჭიკორე), სესილია თაყაიშვილი (მარადია), გიორგი ხობუა (ბატულა), გივი ბერიკაშვილი (პადღულა), ჯემალ ღაღანიძე (ტაგრია), ჯემალ გაგნიძე, ბორის წიფურია (ქორია), ია ხობუა (გედიას დედა), მზია მახვილაძე, თემინა ტუაევა (ნარგიზა), დათო აბაშიძე (გაულაწუნე), თინათინ ბურბუთაშვილი (შეტეს დედა), შოთა სხირტლაძე, ბერტა ხაფავა, ლეილა ძიგრაშვილი, ა. დოლენჯაშვილი, ზაზა ხალვაში, ნათელა მახალდიანი, მ. ჭაბაშვილი, გ. მეჭურჭლიშვილი, ასმათ ტყაბლაძე, დავით უფლისაშვილი, გივი ჭიჭინაძე (იპრო), დავით კვარაცხელია

დამატებითი ინფო:
ქვეყანა: საქართველო
მწარმოებელი: სს "ქართული ფილმი"
ენა: ქართული
ფესტივალები და პრიზები:
>>> ჟიურის სპეციალური პრიზი "ოქროს ჯიხვი" თეირანის (ირანი) საერთაშორისო კინოფესტივალი (1977)...
>>> პრიზი "დავიდ დი დონატელო", საერთაშორისო კონკურსი (იტალია) (1978)...
>>> "ფიპრუსის" პრიზი რომანტიკული ფილმების კინოფესტივალზე, კობური, საფრანგეთი (1983)...
გადაღებულია გიორგი ლეონიძის მოთხრობების მიხედვით...

კატეგორია: ქართული ფილმები | ნანახია: 1044 | დაამატა: bachuki | თარიღი: 02.11.2009 | კომენტარი (0)

ფილმის შინაარსი:
მრავალსახოვანი ჩანახატების, ესკიზების, ნოველებისა და მინიატურებისაგან შემდგარი ფილმის ერთი ცენტრალური გმირი ქალი აერთიანებს და ომის წინა და შემდგომი ქართული სოფლის ყოფას ასახავს. ფილმში უხვადაა ადამიანური სიკეთის, კომუნიკაბელობის გამოვლინებანი, რომლებიც ასე აკლია თანამედროვე ადამიანს.
ინფორმაცია ფილმზე:
დასახელება: იმერული ესკიზები
ჟანრი: კომედია
წელი: 1979
რეჟისორი: ნანა მჭედლიძე
სცენარის ავტორები: ნანა მჭედლიძე
დამდგმელი ოპერატორი: გიორგი ჭელიძე
მხატვარი: ბორის ცხაკაია
კომპოზიტორი: მერაბ ფარცხალაძე
ხმის ოპერატორი: ეთერ ჯებაშვილი, თამარ ბურდული
მემონტაჟე: ჯულიეტა ბეზუაშვილი
როლებში: ნანა მჭედლიძე, ნანა ქვათელაძე, მაგდანა მჭედლიძე, სოსო ჭეიშვილი, ბადრი კაკაბაძე (ბარნაბა), მარინე გიორგაძე, გრიგოლ წიტაიშვილი, ჯუმბერ ძიძავა, რიმა ჭუმბურიძე, ლია სულაქველიძე, გოჩა ყურაშვილი, შალვა მშველიძე, კახა ჭკადუა, ლელა გოფოძე, ნინო ჩუტიშვილი, თამილა ქვათელაძე, ფრიდონ ყურაშვილი, ნინო ლორია, ავთანდილ კუბლაშვილი, მარინა ლორია, ბორის მაკარიძე, ნუნუ კირკიტაძე, ნ. ბუსტივაძე, ნ. კუპატაძე, დ. რობაქიძე, თ. კუპრაძე, ეკატერინე მჭედლიძე, მ. მიქელაძე, ვაჟა ბრეგვაძე, თ. ჯობაძე, თეიმურაზ ჩიხლაძე, გ. სილაგაძე, მ. ტაბიძე, ვ. ქვათელაძე, გ. კაკაბაძე...

დამატებითი ინფო:
ქვეყანა: საქართველო
მწარმოებელი: სს ”ქართული ფილმი”
ხანგძლივობა: 77 წუთი
ენა: ქართული

კატეგორია: ქართული ფილმები | ნანახია: 1085 | დაამატა: bachuki | თარიღი: 02.11.2009 | კომენტარი (0)

ფილმის შინაარსი:
მამის გარდაცვალების შემდეგ ღარიბ ერთაოზს სოფელში აღარაფერი დარჩენია და ბედის საძიებლად ქალაქს მიაშურებს. შემთხვევით მემანქანე ტრიფონის მშვენიერ მეუღლეს, მარაგალიტას გაიცნობს, რომელიც ქმრის არყოფნის დროს თაყვანისმცემლებს მასპინძლობს. მარგალიტაზე შეყვარებული ერთაოზი ქალს ციხის უფროსის თავიდან მოშორებაში დაეხმარება. განრისხებული ხუტა-უფროსი ერთაოზს სატუსაღოში გამოამწყვდევს. ციხეში უცნაურ პატიმარს, ქრისტეფორეს გაიცნობს, რომელიც ცათმფრენის გამოგონების იდეას გაუზიარებს. "შერეკილებად" მონათლული ქრისტეფორე და ერთაოზი ცათმფრენს მართლაც ააგებენ, გაქცევას მოახერხებენ და ყველას გასაკვირად, ცაში აიჭრებიან.
ინფორმაცია ფილმზე:
დასახელება: შერეკილები
ჟანრი: კომედია
წელი: 1973
რეჟისორი: ელდარ შენგელაია
სცენარის ავტორები: რევაზ გაბრიაძე
დამდგმელი ოპერატორი: გენო ჩირაძე
მხატვარი: რევაზ მირზაშვილი, თენგიზ მირზაშვილი
ხმის ოპერატორი: ვლადიმერ დოლიძე
მემონტაჟე: ნელი ფარცვანია
როლებში: ვასილ ჩხაიძე (ქრისტეფორე), დათო ჟღენტი (ერთაოზი), არიადნა შენგელაია (მარგალიტა), ბორის წიფურია (ხუტა), აბრეკ ფხალაძე (ნოშრევანი), მერაბ ელიოზიშვილი (ტრიფონი), არკადი ბაქრაძე (მიზანა), გრიგოლ ტყაბლაძე (მღვდელი), იოსებ (სოსო) ხაინდრავა (ექიმის თანაშემწე)...

დამატებითი ინფო:
ქვეყანა: საქართველო
მწარმოებელი: სს ”ქართული ფილმი”
ხანგძლივობა: 80 წუთი
ენა: ქართული

კატეგორია: ქართული ფილმები | ნანახია: 996 | დაამატა: bachuki | თარიღი: 02.11.2009 | კომენტარი (0)

ფილმის შინაარსი:
ბიზანტიის წინააღმედგ წარმოებული ომები, აჯანყებული ფეოდალები, გაუთავებელი პოლიტიკური ინტრიგები მოსვენებას არ აძლევს ერთმმართველობისთვის მებრძოლ მეფე გიორგი პირველს... მას - ძლიერს, ჭკვიანს, მდიდარს, აღმშენებელს ურჩი ფეოდალის, კოლონკელიძის ასული, შორენა შეჰყვარებია... მეფე ჭიაბერ ერისთავს მოაწამლვინებს და ამ მკვლელობით ერთბაშად პოლიტიკურ მეტოქესა და შორენას საქმროს ჩამოიშორებს... იგი ხუროთმოძღვარ არსაკიძეს სვეტიცხოვლის ტაძრის აგებას დაავალებს... კათოლიკოსი მეფე გიორგის შორენასადმი გამიჯნურებისთვის შერისხავს და ქალის მონაზვნად აღკვეთას მოითხოვს... მეფე გიორგი შორენას დამარტოხელებას ცდილობს... შორენას სძულს მეფე, რომელმაც მამამისს თვალები დასთხარა... მას ბავშვობის მეგობარი, ხუროთმოძღვარი არსაკიძე უყვარს... დედოფალს გადაწყვეტილი აქვს კოლონკელიძის ასული ყველისციხის პატრონს, გირშელს მიათხოვოს, მაგრამ მეფის ლაშქართან ბრძოლაში გირშელი იღუპება... ფარსმან სპარსისგან არაერთგზის დასმენის შემდეგ, მეფის ბრძანებით, სვეტიცხოვლის ამშენებელ არსაკიძეს მარჯვენას წარკვეთენ, კოლონკელიძის ასულს მონასტერში გამოამწყვდევენ, სასოწარკვეთილი შორენა კლდიდან გადაეშვება...
ინფორმაცია ფილმზე:
დასახელება: დიდოსტატის მარჯვენა
ჟანრი: ისტორიული
წელი: 1970
რეჟისორი: ვახტანგ ტაბლიაშვილი, დევი აბაშიძე
სცენარის ავტორები: კონსტანტინე გამსახურდია, ვახტანგ ტაბლიაშვილი
დამდგმელი ოპერატორი: გიორგი ჭელიძე
მხატვარი: შოთა გოგოლაშვილი, კახი ხუციშვილი
კომპოზიტორი: არჩილ კერესელიძე
ხმის ოპერატორი: რაფიელ კეზელი
მემონტაჟე: ვასილ დოლენკო, ლარისა დიღმელოვა, ქეთევან თაღნიაშვილი
როლებში: ოთარ მეღვინეთუხუცესი (მეფე გიორგი), სოფიკო მაღალაშვილი (დედოფალი მარიამი), ვასო გოძიაშვილი (კათალიკოსი მელქისედეკი), ჯუანშერ ჯურხაძე (ზვიად სპასალარი), აკაკი ვასაძე (ფარსმან სპარსი), გიორგი გელოვანი (გირშელ ერისთავი), დიმიტრი მჭედლიძე (თალაგვა კოლონკელიძე), ლალი ბადურაშვილი (შორენა), ლიანა ასათიანი (გურანდუხტი), თენგიზ არჩვაძე (კონსტანტინე არსაკიძე), ვერიკო ანჯაფარიძე (არსაკიძის დედა), დოდო აბაშიძე (მამამზე ერისთავი), თენგიზ მუშკუდიანი (ჭიაბერი), სესილია თაყაიშვილი (ბორდოხანი), ლეილა აბაშიძე (ვარდისახარი), ამირან ტაკიძე (შავლეგ ტოხაისძე), სპარტაკ ბაღაშვილი (ქალუნდაური), მიხეილ სულთანიშვილი (განმგეთუხუცესი), კოტე დაუშვილი (ბოდოკია), გივი თოხაძე (რაჟდენი), ზურაბ ქაფიანიძე (პიპა), ცაცა (ეკატერინე) ამირეჯიბი, თამარ ციციშვილი, ტარიელ საყვარელიძე, მიხეილ ვაშაძე, მიხეილ ჩიხლაძე, შალვა ბეჟუაშვილი, ანდრო კობალაძე, ირაკლი ქოქრაშვილი, ალექსანდრე კუპრაშვილი, გივი ტორონჯაძე, ვლადიმერ ცხვარიაშვილი (ესტატე), დიმიტრი ყიფიანი (მონადირეთუხუცესი), არჩილ მაჩაბელი, ელენე საყვარელიძე, თათია ხაინდრავა, თამარ თუშიშვილი, ლიკა ჭავჭავაძე, ქართლოს მარადიშვილი (ფხოველი)
დამატებითი ინფო:
ქვეყანა: საქართველო
მწარმოებელი: სს ”ქართული ფილმი”
ხანგძლივობა: 160 წუთი
ენა: ქართული
კონსტანტინე გამსახურდიას "დიდოსტატის მარჯვენა"-ს მიხედვით...

კატეგორია: ქართული ფილმები | ნანახია: 1139 | დაამატა: bachuki | თარიღი: 02.11.2009 | კომენტარი (0)

ფილმის შინაარსი:
ყველასათვის საყვარელი ფილმი, რომელმაც შემოიტანა სიხალისე და იუმორი ჩვენს ოჯახებში... კახი კავსაძე და გივი ბერიკაშვილი, მხოლოდ ამ ორი საუკეთესო მსახიობით ყველაფერია ნათქვამი...
ინფორმაცია ფილმზე:
დასახელება: სამოთხის გვრიტები
ჟანრი: კომედია
წელი: 1977
რეჟისორი: გოდერძი ჩოხელი
სცენარის ავტორები: გოდერძი ჩოხელი
დამდგმელი ოპერატორი: ჯიმშერ ქრისტესაშვილი
მხატვარი: დავით საჯაია
ხმის ოპერატორი: გურამ გოგუა
როლებში: კახი კავსაძე (ბრიგადირი), გივი ბერიკაშვილი (მასწავლებელი), გოვენ ჭეიშვილი (ეფრემა), ნანული სარაჯიშვილი (მხატვარი), ბერტა ხაფავა (სიჯანაანთ ქალი), ნინო ჩხეიძე (ქალთამზე), მიხეილ (მამუკა) ხერხეულიძე (ხეჩო), კოტე თოლორაია (ჯღუნა), აბესალომ ლორია (ლაბრო), ნათელა მიქელაძე (ნათელა), აბრეკ ფხალაძე (აბრეკი), ეთერ გელოვანი (მაყვალა), ნატო ჭელიძე (კუნტრუშაანთ ქალი), ზიზო ქურხული (მთვარისა), გიგუშა წიკლაური (თავმჯდომარე)

დამატებითი ინფო:
ქვეყანა: საქართველო
მწარმოებელი: სტუდია "სამება"
ხანგძლივობა: 55 წუთი
ენა: ქართული

კატეგორია: ქართული ფილმები | ნანახია: 1127 | დაამატა: bachuki | თარიღი: 02.11.2009 | კომენტარი (0)

ფილმის შინაარსი:
თანასოფლელ ბიჭუნებს, გოჩას და ხვიჩას მოიტაცებენ და სტამბულის ტყვეთა ბაზარზე გაჰყიდიან... გოჩას ვენეციელი ვაჭარი იყიდის, ხვიჩას - ეგვიპტელი მამლუქი... მას მაჰმუდს შეარქმევენ და უებრო მეომრად აღზრდიან... წლების შემდეგ მაჰმუდი ჰარამხანაში გამომწყვდეულ ქართველ ტყვე ქალთან ერთად სამშობლოში გაქცევას გადაწყვეტს, მაგრამ ცირას მოკლავენ... გადის დრო... სიმამაცით განთქმული მაჰმუდი ერთ-ერთ ბრძოლაში სასიკვდილოდ დაჭრის ვენეციელ მეომარს, რომელიც ქართულად დაიკვნესებს... ხვიჩა - მაჰმუდის თვალწინ სამშობლოში გატარებული ბავშვობის ეპიზოდები აღდგება... იგი ვენეციელში თანასოფლელ გოჩას ამოიცნობს. მტრის ცხედართან მწარედ ჩაფიქრებას მამლუქები ღალატად ჩაუთვლიან და იქვე მოკლავენ...
ინფორმაცია ფილმზე:
დასახელება: სამოთხის გვრიტები
ჟანრი: მამლუქი
წელი: 1958
რეჟისორი: დავით რონდელი
სცენარის ავტორები: დავით რონდელი
დამდგმელი ოპერატორი: ლევ სუხოვი
კომპოზიტორი: ანდრია ბალანჩივაძე
მხატვარი: რევაზ მირზაშვილი
ხმის ოპერატორი: დავით ლომიძე
როლებში: დათო დანელია (ხვიჩა), ვ. ჯოჯუა (გოჩა), მანანა ლონდარიძე (ცირა), ოთარ კობერიძე (მაჰმუდი), აკაკი ხორავა (ალიბეი), ლია ელიავა (ცირა–ზეინაბი), გიორგი შავგულიძე (ასლან-ბეი), დუდუხანა წეროძე (მზეხა), მიხეილ ვაშაძე (ტაგუია, ვენეციელი მხედარი), ედიშერ მაღალაშვილი (რევია), ბუხუტი ზაქარიაძე (მარკოზი), ვერიკო ანჯაფარიძე (მზეხა), ზურაბ (კუკური) ლაფერაძე (ალი-ჰუსეინი), ალექსანდრე გომელაური (ალი-იუსუფი), ტარიელ საყვარელიძე (ნაპოლეონ ბონაპარტე), გურამ საღარაძე (იბრაჰიმი), მიხეილ მგელაძე (ვეზირი), ვლადისლავ ვაშაძე, ეთერ ჟორდანია, რიურიკ ჩხეიძე, მერი კანდელაკი, ირაკლი ნიჟარაძე

დამატებითი ინფო:
ქვეყანა: საქართველო
მწარმოებელი: სს "ქართული ფილმი"
ხანგძლივობა: 97 წუთი
ენა: ქართული

კატეგორია: ქართული ფილმები | ნანახია: 1037 | დაამატა: bachuki | თარიღი: 02.11.2009 | კომენტარი (0)


ფილმის შინაარსი:
ერთ სოფელში ორი მარინე ფერაძე ცხოვრობს. ერთისთვის უდარდელი ხასიათის გამო "ჭრიჭინა" შეურქმევიათ. ჭრიჭინა უმაღლესის მისაღებ გამოცდებზე ჩაჭრას დიდად არ ნაღვლობს, რადგან სოფლის ახალგაზრდა არქიტექტორმა შოთამ, რომელიც დანახვისთანავე შეუყვარდა, ცოლობა შესთავაზა. გამოცდიდან დაბრუნებულ ჭრიჭინას ახლობლები მთავრობის ჯილდოს მინიჭებას ულოცავენ, რის შესახებაც რადიოთი შეუტყვიათ. ჭრიჭინა ცდილობს აუხსნას, რომ თანასოფლელ მეჩაიე მარინე ფერაძეში ეშლებათ, მაგრამ არავინ უსმენს. იგი ბებიის გარდაცვალებას მოიმიზეზებს და სოფელში გაიპარება. სამძიმარზე ჩასული შოთა და ნათესავები ჭრიჭინას ტყუილებით აღშფოთდებიან. ქალიშვილი გამოსწორებას გადაწყვეტს და ცნობილი მეფრინველე გახდება. შოთა ჭრიჭინას დაუბრუნდება და ცოლობას კვლავ შესთავაზებს.
ინფორმაცია ფილმზე:
დასახელება: ჭრიჭინა
ჟანრი: მხატვრული ფილმი
წელი: 1954
რეჟისორი: სიკო დოლიძე, ლევან ხოტივარი
სცენარის ავტორები: მარიამ (მარიკა) ბარათაშვილი, ლევან ხოტივარი
დამდგმელი ოპერატორი: დიმიტრი ფელდმანი, თამარ ლობოვა
კომპოზიტორი: სულხან ცინცაძე
მხატვარი: ლევან შენგელია
ხმის ოპერატორი: ვლადიმერ დოლიძე
მემონტაჟე: ვასილ დოლენკო
როლებში: ლეილა აბაშიძე (ჭრიჭინა), ცეცილია წუწუნავა (ეფროსინე), თამარ აბაშიძე (ელპიტე), ალექსანდრე ომიაძე (გიორგი), ლიანა ასათიანი (მარინე), მედეა ჩახავა (ცქრიალა), რამაზ ჩხიკვაძე (შოთა), დოდო აბაშიძე (ბიჭიკო), ალექსანდრე (სანდრო) ჟორჟოლიანი (კირილე), გიორგი შავგულიძე (არჩილი), შალვა ღამბაშიძე (ირაკლი), ალექსანდრა თოიძე (ნატო), დოდო ჭიჭინაძე (თინა), თამარ ციციშვილი (შოთას დედა), გიორგი გეგეჭკორი (ლევანი), ბიძინა წულაძე (პროფესორი), თამარ თუშიშვილი (ჩიტოლია), ჩიტოლია ჩხეიძე (აგრაფინა), ემანუილ აფხაიძე, მიხეილ სულთანიშვილი, იაკობ ტრიპოლსკი (პროფესორი), მურად ხინიკაძე, ლეო ბაქრაძე, ირინე მაღალაშვილი

დამატებითი ინფო:
ქვეყანა: საქართველო
მწარმოებელი: სს "ქართული ფილმი"
ხანგძლივობა: 97 წუთი
ენა: ქართული
გადაღებულია მარიამ ბარათაშვილის პიესა "მარინეს" მიხედვით

კატეგორია: ქართული ფილმები | ნანახია: 1024 | დაამატა: bachuki | თარიღი: 02.11.2009 | კომენტარი (0)

ფილმის შინაარსი:
გუგუა თავის ქორწილში ხელისმომკიდედ ძმადნაფიც ონისეს აირჩევს, მაგრამ ონისეს და პატარძალს, ძიძიას ერთმანეთი დანახვისთანავე შეუყვარდებათ. ხევი დამპყრობელი ფეოდალის, ნუგზარ ერისთავის წინააღმდეგ საბრძოლველად ემზადება. ონისეს დავალებული აქვს მოძმეებს მტრის გამოჩენა ამცნოს, მაგრამ ძიძიასთან ალერსი გაიტაცებს და მტრის შემოსევას ვერ შენიშნავს. ბრძოლის დამთავრების შემდეგ, ხალხი მოღალატის დასჯას მოითხოვს. გუგუა ოჯახის შერცხვენის გამხელას, სიკვდილს არჩევს, ონისე მზად არის დანაშაულისთვის პასუხი აგოს. შვილის უპასუხისმგებლობით გამწარებული ხევისბერი გოჩა ონისეს ხანჯლით განგმირავს. თავსდამტყდარი უბედურება ხევისბერს ჭკუიდან შეშლის.
ინფორმაცია ფილმზე:
დასახელება: ხევისბერი გოჩა
ჟანრი: მხატვრული ფილმი
წელი: 1964
რეჟისორი: ნიკოლოზ სანიშვილი
სცენარის ავტორები: ნიკოლოზ სანიშვილი, არჩილ სულაკაური
დამდგმელი ოპერატორი: ფელიქს ვისოცკი
კომპოზიტორი: რევაზ ლაღიძე
ხმის ოპერატორი: ვლადიმერ დოლიძე
როლებში: სპარტაკ ბაღაშვილი (ხევისბერი), ლეილა აბაშიძე (ძიძია), თენგიზ არჩვაძე (გუგუა), ნუგზარ შარია (ონისე), ვ. ჩუბინიძე (ნუგზარ ერისთავი), იაკობ ტრიპოლსკი (თორღვაი), ცაცა (ეკატერინე) ამირეჯიბი (ძიძიას დედა), შოთა სხირტლაძე (დათო)

დამატებითი ინფო:
ქვეყანა: საქართველო
მწარმოებელი: სს "ქართული ფილმი"
ხანგძლივობა: 88 წუთი
ენა: ქართული
გადაღებულია ალექსანდრე ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა"-ს მიხედვით

კატეგორია: ქართული ფილმები | ნანახია: 1141 | დაამატა: bachuki | თარიღი: 02.11.2009 | კომენტარი (0)

ინფორმაცია ფილმზე
დასახელება: ქვევრი
გამოშვების თარიღი: 1970
ჟანრი: კომედია
სცენარის ავტორი: რეზო გაბრიაძე, ლუიჯი პირანდელო (მოთხრობა)
რეჟისორი: ირაკლი კვირიკაძე
ოპერატორი: ლომერ ახვლედიანი
მხატვარი: ქრისტესია ლებანიძე
კომპოზიტორი: გია ყანჩელი
სტუდია: ქართული ტელეფილმი
ხანგრძლივობა: 28 წუთი
როლებში: ბუხუტი ზაქარიაძე, ვახტანგ სულაქველიძე, ჰენრიეტა ლეჟავა, ეროსი მანჯგალაძე, ოთარ ზაუტაშვილი (პავლე)

აღწერა: გოგია, არაფრით გამორცეული კახელია, რომელმაც მომჭირნეობის გამო, ქვევრი იმერეთში იყიდა. წვალებით ჩამოტანილი ქვევრი, ქალიშვილს შემთხვევით გაუტყდა. გოგია თავზარდაცემულია; მეუღლის (მარო) რჩევით, ხელოსან აბესალომს მოიყვანს, რომელიც თავისი „არა აქაური“ წებოთი კი გაამთელებს ქვევრს, მაგრამ თავად ქვევრში გაიჭედება. გულმოსულმა გოგიამ, რაკი აბესალომს გამოსვლა „არ უნდოდა“, მილიციის უფროსი მოიყვანა. რა აღარ სცადეს, მაგრამ ქვევრის ვიწრო ყელში აბესალომის თავის გარდა არაფერი ეტეოდა. საბოლოოდ ქვევრი მაინც გასატეხი შეიქმნა.

კატეგორია: ქართული ფილმები | ნანახია: 1082 | დაამატა: bachuki | თარიღი: 02.11.2009 | კომენტარი (0)

ფილმის შინაარსი:
ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების, ჰელადოსის კინო ვერსია
ინფორმაცია ფილმზე:
დასახელება: ჰელადოსი
გამოშვების წელი: 1979
რეჟისორი: გუგული მგელაძე
როლებში: ს.თაყაიშვილი, ვ.წულაძე, ვ.პაპაიანიდი, გ.მაჩაიძე, ლ.კაპანაძე, ბ.ინწკირველი, ს.ჭიაურელი

დამატებითი ინფო:
ქვეყანა: საქართველო
ხანგრძლივობა: 44 წთ
ენა: ორიგინალი (ქართული)
ძალიან მაგარი ფილმია

კატეგორია: ქართული ფილმები | ნანახია: 1695 | დაამატა: bachuki | თარიღი: 02.11.2009 | კომენტარი (0)

ფილმის შინაარსი:
გადასახლებიდან დაბრუნებული ანა ნაკაშიძე, რომელსაც მისი შვილი 8 წლის ასაკში დაატოვებინეს, 12 წლის განმავლობაში ზაზა დედის გარეშე იზრდებოდა.
იგი უკვე 20 წლისაა და სწავლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ზაზას თანაჯგუფელები ატყობინებენ,რომ დედამისი გადასახლებიდან დაბრუნდა... თენდება მეორე დილა, ზაზაშ და მისი დიდი ხნის უნახავი მეგობარი როსტომ ამილახვარი დაპატიჟებს რესტორანში სადაც მათ უბედურება შეემთხვევათ...
ინფორმაცია ფილმზე:
დასახელება: თეთრი ბაირაღები
გამოშვების წელი: 1990
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: გიგა ლორთქიფანიძე
როლებში: ზაზა—გიორგი ხობუა, ზაზას დედა—ქეთევან კიკნაძე, სალარიძე—ოთარ მეღვინეთუხუცესი, ლიმონა—გია ბურჯანაძე, შოშია—რამაზ ჩხიკვაძე, ტიგრანა—გივი ბერიკაშვილი, ჭეიშვილი—ლეო ანთაძე, გოგოლი—გურამ ფირცხალავა, მოშიაშვილი—ბადრი ბეგალიშვილი, გამცემლიძე—თენგიზ მაისურაძე, მებურიშვილი—იური ვასაძე, ნუნუ—ნინო ლორთქიფანიძე

დამატებითი ინფო:
ქვეყანა: საქართველო
ხანგრძლივობა: 2.48 წთ
ენა: ორიგინალი (ქართული)

კატეგორია: ქართული ფილმები | ნანახია: 1222 | დაამატა: bachuki | თარიღი: 02.11.2009 | კომენტარი (1)

ფილმის შინაარსი: იასონი ენთუზიასტებს შეკრებს და საქართველოში ფეხბურთის პირველ გუნდს, "მერცხალს" ჩამოაყალიბებს. სენაკელებთან და თურქული გემის მეზღვაურებთან გამარჯვების შემდეგ "მერცხალი" ინგლისელ მეზღვაურებთან გამართულ მატჩში სასტიკად დამარცხდება. თანამოქალაქეთა მხრიდან დაცინვის, ოჯახის წევრების უკმაყოფილებისა და უსახსრობის მიუხედავად, გუნდის წევრები თავგამოდებით აგრძელებენ ვარჯიშს და ზრუნვას ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის.
დასახელება: პირველი მერცხალი
წელი: 1975
ჟანრი: კომედია
დამდგმელი რეჟისორი: ნანა მჭედლიძე
სცენარის ავტორები: ლევან ჭელიძე, ნანა მჭედლიძე
დამდგმელი ოპერატორი: გიორგი ჭელიძე
მხატვარი: დიმიტრი თაყაიშვილი
კომპოზიტორი: ჯანსუღ კახიძე
ხმის ოპერატორი: მადონა თევზაძე
მემონტაჟე: ვასილ დოლენკო
მონაწილეობენ: დოდო აბაშიძე (იასონი), ვახტანგ ნადარაია (ხვიჩა), იპოლიტე ხვიჩია (ვარლამი), ანზორ ხერხაძე (ვახტანგი), გურამ ლორთქიფანიძე (ბეჟანი), დიმიტრი ჯაიანი (ნური), ამირან ქადეიშვილი (ჭოლა), თემურ თავაძე (ივანე), გოჩა მჭედლიძე (იოსები), ზ. შილაკაძე (ჯემალი), იესე მეგრელიძე (ჭიჭიკო), მიხეილ კინწურაშვილი (ღუტუ), ჯუმბერ ჟვანია (ბარდღა), გურამ ფირცხალავა (ორდე), გულჩინა დადიანი (ფაცია), ვასილ ჩხაიძე (ელიზბარი), ბორის პაიჭაძე (ბორისი), ტარას ხორავა (ბიკენტი), ია ნინიძე (ელენე), ლაურა ვართანიანი (ესმერალდა), ბაადურ წულაძე (კვანტრე), დუდუხანა წეროძე, ვ. კუცია, გიგლა ფირცხალავა, ა. ელიავა, ო. ხარჩილავა, გ. ხოფერია, კ. ეფრემიძე, ნ. პალაიდიდი, ანზორ ურდია, ქართლოს მარადიშვილი (ბერძენი), ლ. მურადელი, მაგდანა მჭედლიძე, ბონდო გაგნიძე, გ. ჟღენტი, პ. შურღაია, ა. ჯანელიძე, ვ. შაბანოვი, გურამ ხარებაშვილი, მარინა ახვლედიანი, ა. ჯოჯუა, ა. ავდალოვი, ო. კანკია, ა. კობახიძე, ვ. ბახტაძე, ხ. შელეგია, დ. კვესელავა

კატეგორია: ქართული ფილმები | ნანახია: 1068 | დაამატა: bachuki | თარიღი: 02.11.2009 | კომენტარი (0)

ძებნა

კალენდარი
«  ნოემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz