ხუთშაბათი, 28.03.2024, 14:06
Мой сайт
 
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
ქართული ფილმები [66]
დუბლირებული [66]
თამაშები [27]
სპორტი [1]
პროგრამები [1]
სიყვარული [33]
მულტფილმები [15]
საქართველოს ისტორია [16]

ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 91

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

მთავარი » 2009 » ნოემბერი » 23 » საქართველო XIII საუკუნის მეორე ნახევარში
13:01
საქართველო XIII საუკუნის მეორე ნახევარში

საქართველო XIII საუკუნის მეორე ნახევარში


ილხანთა საყაენო


კორტასთავის შეთქმულებამ მონღოლები საგონებელში ჩააგდო. ისინი მიხვდნენ რომ საქართველოში მეფობის გაუქმებას ვერ შესძლებდნენ , რადგან მეფობის გაუქმება საქართველოში დიდი აჯანყებას გამოიწვევდა. მონღოლები განაპირა რეგიონებში ლმობიელად იქცეოდნენ რადგან , სხვა ხალხს არ შეშინებოდათ თათრებისადმი დამორჩილება. მონღოლები დაყვნენ ქართველი დიდებულების ნებას. საქართველოდან გააგზავნეს მეფედ დასამტკიცებელი კანდიდატი. ეს იყო ლაშა-გიორგის უკანონო შვილი დავითი. მონღოლთა მთავარ ურდოში საქართველოს მეფობის ახალ პრეტენდენტის ჩასვლისას გაირკვა, რომ დავით რუსუდანის ძე ცოცხალი იყო. მისი მეფედ დამტკიცება იმიტომ შეფერხდა , რომ დიდი ყაენის გარდაცვალების შემდეგ ახალი ყაენი ჯერ არ აერჩიათ.

1246 წელს აირჩიეს ახალი ყაენი გუიქი, რომელმაც მონღოლური წესისამებრ ორივე დავითი მეფედ დაამტკიცა. მხოლოდ დავით გიორგის ძე უფროსად განაწესეს, ხოლო დავით რუსუდანის ძე მას დაუქვემდებარეს. დავით გიორგის ძეს ულუ უწოდეს რაც მონღოლურად უფროსს ნიშნავს, დავით რუსუდანის ძეს კი ნარინი რაც უმცროსს ნიშნავს. დავით ულუმ საყაენოში ყოფნისას ცოლად შეირთო მონღოლი ბატონიშვილი ჯიგდა-ხათუნი. ამით მას სურდა მეტი ნდობა მოეპოვებინა მონღოლ ბატონიშვილებში. ორივე დავითი საქართველოში 1247 წელს დაბრუნდა. თავდაპირველად ისინი ერთად მართავდნენ ქვეყანას , ეს ყველაფერი 1249 წელამდე გაგრძელდა.

ორი მეფის მმართველობა საქართველოში არანორმალურ ვითარებას ქმნიდა. ნაწილი ქართველი დიდებულები დავით ულუს მიემხნენ, ნაწილი კი დავით ნარინს. დავით ნარინი ვერაფრით ვერ ეგუებოდა იმას რომ მონღოლებმა ის უკანონო ბიძაშვილს დაუქვემდებარეს. ამასთანავე დავით ნარინი ძალზედ განიცდიდა ქვეყნის ასეთ მძიმე მდგომარეობას რომელიც სულ ცოტა ხნის წინ აყვავებული და უძლიერესი იყო მახლობელ აღმოსავლეთში. მან ფარულად დაიწყო მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყება. მონღოლებმა ეჭვია აიღეს დადავით ნარინი დააპატიმრეს, მაგრამ მან გაქცევა მოახერხა და დასავლეთ საქართველოში გადავიდა. მონღოლებმა ვერც ამჯერად მოახერხეს იმერეთში შესვლა. ამიგად 1249 წლიდან დასავლეთ საქართველო გამოვიდა მონღოლთა ბატონობისგან და იქ დამოუკიდებელი ხელისუფლება შეიქმნა დავით ნარინის ხელმძღვანელობით . მონღოლები იძულებული გახდნენ ამ მდგომარეობას შეგუებოდნენ.

დავით ულუს ხშირად უწევდა მონღოლთა ლაშქრობებში მონაწილეობა. ასევე მას ხშირად უწევდა ყაენის კარზე ყოფნა . მეფის ქვეყანაში არყოფნის დროს ქეყნის მმართველი იყო დავით ნარინი , მას შემდეგ რაც დავით ნარინი განუდგა მონღოლებს ქვეყნის მმართველი ხდებოდა დედოფალი ჯიგდა-ხათუნი. მონღოლი ბატონიშვილი საქართველოში მოინათლა ქრისტიანად და მას თამარი ეწოდა. ის ნაკლებად ერკვეოდა საქართველოს საქმეებში ამიტომ ის ეყრდნობოდა მის ნდობით აღჭურვილ პირს მესტუმრე ჯიქურს. მესტუმრეობა საქართველოში მეოთხე ხარისხოვანი თანამდებობა იყო. იგი მანდატურთუხუესის ხელქვეით მოხელედ ითვლბოდა. ჯიგდა-ხათუნმა კი ეს უმნიშვნელო მოხელე , ქვეყნის პირველ კაცად აქცია. ჯიქური მარჯვ ედ ენერგიული პირი აღმოჩნდა. მან მკაცრი ზომებით ქვეყანაში ალაგმა ქურდობა, ავაზაკობა და ქვეყანაში შედარენბით სიმშვიდე დამყარდა. ჯიქური მზრუნველობას იჩენდა ღარიბ-ღატაკ და ქვირივ-ობლების მიმართ. მესტუმრე ჯიქურის ასეთი აღზევება არ მოსწონდა დიდაზნაურებს. 1251 წელს გარაიცვალა ჯიგდა-ხათუნი დავით ულუმ ,სხვა ცოლი რაჭის ერისთავის კახაბერის ასული გვანცა შეირთო. მფარველის გარეშე დარჩენილი მესტუმრე ჯიქურ დიდებულებმა ადვილად მოიშორეს. მას ცილი დასწამეს თითქოს ის მონღოლებს აწვდიდა ინფორმაციას მეფის სიმდიდრის შესახებ, დავით ულუმ გამოძიების გარეშე გასცა ბრძანება რომ ჯიქური ისნის სასახლის მაღალი კლდიდან გადაეგდოთ. მეორე დღეს თბილისელებმა მტკვრის ნაპირებზე იპოვეს ჯიქურის გვამი. მას მემკვიდრე და პატრონი არ დარჩა. ამიტომ თბილისის ღარიბ-ღატაკებს მეფისგან გამოუთხოვიათ ნებართვა, რომ იგი დაესაფლავებიათ. როგორ ჩანს ხალხს არ დავიწყიათ ჯიქურის მზრუნველობა რასაც ის ხანმოკლე მოღვაწეობის პერიოდში ასრულებდა.

მონღოლთა მიერ დაპყრობითი ომებით შექმნილ უზარმაზარ სახელმწიფოს დიდძალი ხარჯები სჭირდებოდა. დაპყრობითი ომები 50-იანიწლებიდან წარუმატებლად მიდიოდა ამიტომ იკლო ქვეყნების ძარცვით მიღბულმა შემოსავალმა . მონღოლები დაპყრობილი ხალხებისაგან სულ-უფრო მეტ გადასხადებს ადებდნენ. ამ პერიოდისთვი მონღოლთა სამხედრო ძალაც არ იყო საკმარისი დაპყრობითი ომების საწარმოებლად. ამიტომ უკვე დიდი მნიშვნელობა მიენიჭა დაპყრობილი ქვეყნებიდან გამოყვანილ სამხედრო ძალასაც.

1254-1256 წლებში მონღოლებმა მთელი საყაენო აღწერეს. ამ აღწერის მიზანი იყო გაერკვიათ თუ რა რაოდენობის ჯარის გამოყვანა შეეძლო სხვადასხვა ქვეყანას და განესაზღვრათ სხვადასხვა ქვეყნის გადასახადებიც. აღწერეს საქართველოც საქართველოს ყოველწლიურად მონღოლთა მხარეს 90 000 -მეომარი უნდა გამოეყვანა.ამავდროულად დაბეგრეს მეურნეობის ყველა დარგი რომელიც შემოსავალს იძლეოდა. გადასახადებით დაბეგრეს როგორც სოფლის მეურნეობა ისე ვაჭრობა, მეთევზეობა, ხელოსნობა და სხვა. სასოფლო სამეურნეო გადასახადს მალი ეწოდა . მისი რაოდენობა განისაზღვრებოდა მოწეული მოსავლით. და შეადგენდა მოსავლის 60 %-ს. გლეხი იხდიდა პირუტყვის საბალახო გადასახადსაც-ყაფჩარს. ყოველ 100 პირუტყვზე ერთი უნდა მიეცა მონღოლისთვის გლეხს. მონღოლი მოხელის შესანახად გლეხს ევალებოდა ულუფის გაღება. მასვე უნდა გადაეხადა სოფელში მოსული მონღოლისთვის მაზდი ანუ ცხენის ქირა. დამღა სავაჭრო გადასახადი იყო გაყიდული საქონლის 3 % მონღოლს უნდა მიეღო.

საქართველოდან გამოყვანილი ჯარი სისტემატიურად მონაწილეობდა მონღოლთა დამპყრობლით ომებში. მართალია იმდენი რამდენიც საქართველოს ევალებოდა არასოდეს გამოუყვანია მაგრამ 10-15 ათასი ქართველი მეომარი ყოველთვის იყო დაკავებული შორეულ ბრძოლებში. მონღოლები მძიმე დამპყრობლურ ომებს აწარმოებდნენ , რომლებიც ხშირად მარცხით სრულდებოდა . ამ ომებში ათასობით ქართველი იღუპებოდა. ქართველი მეომრები ამ ბრძოლებში გამოირჩეოდა მამაცობით და ბრძოლის მაღალი ხელოვნებით. მიუხედავადა ამისა ქართველები მონღოლებთან კეთილი ურთიერთობების დამყარებას მაინც ვერ ამყარებდნენ. ქართველებს მონღოლებთან ერთად უწევდა მულჰიდების წინააღმდეგ ბრძოლა , მულჰიდები იყვნენ ფანატიკურად განწყობილი მაჰმადიანები რომლებიც საკუთარი სიოცხლის გაწირვით საჯაროდ უსწორდებოდნენ მტერს. მულჰიდებთან ბრძლა მონღოლებს ძალიან გაუჭირდათ და მხოლოდ 1256 წელს შესძლეს მათი საბოლოოდ დამარხება. ამ ბრძოლაში ბევრი ქართველი დაიღუპა. ქართველებმა გამოიჩინეს თავი ბაღდადის აღებაშიც , ამ ბრძოლის შემდეგ მონღოლებმა დიდი სიმდიდრე იგდეს ხელთ ქართველებს კი სულ მცირევე ერგოთ.

მონღოლებში მოუწესრიგებელი იყო გადასახადების აკრეფვა. გადასახადების ამკრეფასთა უმრავლესობა წერა-კითხვის და ანგარიშის არმცოდნე იყო. ამიტომ ისინი გადასახადების აკრეფვას სხვებს მედროვეებს ანდობდნენ. მედროვეები ამით კარგად სარგებლობდნენ და მოსახლეობას პირწმოინდად ძარცვავდნენ. ისინი მონღოლ რაზმთან ერთად მოდიოდნენ და რაც გლეხს ებადა ყველაფერი მიჰქონდათ. თუ ვინმე გადასახადს ვერ გადაიხდიდაან ცემით სულს ამოხდიდნენ ან ცოლ-შვილს წაართმევდნენ. გაქცეულებს იჭერდნენ და შეუბრალებლად ხოცავდნენ. ასეთი ორმაგი ექსპულატაცია გლეხიშთვის ძალიან მძიმე იყო. გლეხისთვის მოსავლის მოყვანა აზრს კარგავდა ამიტომ ისინი ტოვებდნენ მამაპაპურ სახლს და გარბოდნენ. ამით მწარმოებელი მოსახლეობა იკლებდა და ეს ყველაფერი ქვეყნის ეკონომიკას განადგურებით ემუქრებოდა. გლეხებისაგან დაცლით დიდი საფრთხე ფეოდალებსაც ემუქრებოდა , რდგან მათ სამფლობელოებს დაწესებული ჰქონდა გადასახადები რომელიც გლეხს უნდა გადაეხადა. ქართველი აზნაურობა ყიდდა მამულებს რომლებიც მედროვეთ ხელში ვარდებოდა. შედარებით კარგ მდგომარეობაში აღმოჩნდა ეკლესია რომელიც მონღოლებმა არ დაბეგრეს. გაქცეული მოსახლეობის დიდი ნაწილი თავს საეკლესიო მამულებს აფარება.

მონღოლები არ აქტიურობდნენ დასავლეთ საქართველოს დასამორჩილებლად, რადგან დაზავების პირობით საქართველო ერთიანად იხდიდა ხარკს. მონღოლებს ამ პერიოდში დასვლეთ საქართველოსთვის არც ეცალათ რადგან მთელი ყურადღება მულჰიდების და ბაღდადის ასაღებად იყო გადატანილი. მონღოლებს ადგილობრივი ძალები აღარ ყოფნიდა ამიტომ დიდმა ყაენმა 70 000-იანი არმია გამოგზავნა მისი ძმის ჰულუგუს სარდლობით . ჰულუგო ირანისკენ გამოემართა . მონღოლები ირანში შევიდა 1256 წელს მათ აიღეს მუსლიმების მთავარი ციხე ალამუტი. 1258 წელს აღებული იქნა ბაღდადიც. ჰულუგო ირანის ტერიტორიაზე დარჩა და შექმნა ახალი სახელმწიფო. დიდი ყაენისგან მან მიიღო ამ ახალი მონღოლური სახელწიფოს ყაენის ანუ ილხანის წოდება. ამიტომ ამ ახალ სახელმწიფოს ირანის საილხანოს უწოდებდნენ. საქართველო საილხანოს მფლობელობაში შევიდა.

საილხანოს საქმეების მოგვარების შემდეგ . ჰულუგო ყაენმა არღუნ ნოინს დაავალა გადასახადების აკრეფვის მოწესრიგება, იგეგმებოდა გადასახადების გაზრდაც. ჰულუგო ყაენმა დასავლეთ საქართველოსაც მიაქცია ყურადღება და მის დასამორჩილებლად დიდძალი ლაშქრით 1259 წელს გამოემართა არღუნ ნოინის მეთაურობით. მონღოლებს საზღვართან დავით ნარინი დახვდა და ბრძოლა გაუმართა. ორივე მხარემ დიდი ზარალი ნახა. საბოლოოდ არღუნმა ვერ შესძლო დასავლეთ საქართველოში გადასვლა და უკან გამობრუნდა. ჰულუგომ ახალი ჯარის შეკრება ბრძანა, მონღოლთა მხარეს უნდა გამოსულიყო დავით ულუც.

აღმოსავლეთ საქართველო ყოვლად აუტანელ მდგომარეობაში იყო. დამამცირებელ მდგომარეობაში იყო სამეფო კარი, მონღოლები ერეოდნენ საქართველოს შიდა საქმეებში და მეფეს ნებას არ აძლევდნენ დაესაჯათ ურჩი დიდებულები. დავით ნარინთან წარუმატებელი ბრძოლის შემდეგ მონღოლებისაგან განდგომა დავით ულუმაც განიზრახა. 1260 წელს დავით ულუ არ დაემორჩილა ყაენის ბრძანებას და აჯანყებისთვის მზადება დაიწყო. მან ჯავახეთში შეკრიბა დიდებულები და მისი გადაწყვეტილება ამცნობა. მეფემ დიდებულებს თავისუფლად მოქმედების უფლება მისცა, სხვანაირად მას არ შეეძლო რადგან საქართველოს დიდებულთა დიდი ნაწილი მეფეს აღარ ემორჩილებოდა და მონღოლთა სამსახურში იყვნენ ჩამდგარნი. მეფეს მხოლოდ სამცხის მთავარმა სარგის ჯაყელმა დაუჭირა მხარი. არღუნ ნოინმა დამატებითი ძალების მიღების შემდეგ თავისთან ქართველი დიდებულები იხმო . ამის შემდეგ ის სამცხისკენ დაიძრა. აქ საქართველოს მეფე და სარგის ჯაყელი იყო გამაგრებული. პირველი შებრძოლება სოფელ ახალდაბასთან მოხდა. ქარეთველთა 1500-იანმა მხედრობამ სარგის ჯაყელის ხელმძღვანელობით სასტიკად დაამარცხა მონღოლთა მეწინავე 6000-იანი ჯარი. დამფრთხალი არღუნი გაქცევას აპირებდა , მაგრამ ის ბანაკში ქართველმა დიდებულებმა შეაჩერეს და ბრძოლის გაგრძელება ურჩიეს.

გამარჯვებით გახარებულმა ქართველობამ მტკვრის ვიწრო ხეობა დატოვეს და შინდასთან შედარებით გაშლილ ველზე შეებნენ მტერს. ეს შეცდომა იყო რადგან ქართველები მტერის ურიცხვ ჯარს , ვიწრო ხეობებში უფრო ადვილად გაუსწორდებოდნენ ვიდრე გაშლილ ველზე. მონღოლებმა ბრძოლის ჩვეული ხერხი გამოიყენეს. მათ ჯარის ნაწილი ჩაასაფრე ხოლო როდესაც შეტევაზე გადავიდა ქართული ჯარი და უკუაქცია მონღოლთა ჯარის ნაწილი, ამ დროს გამოვიდა მონღოლთა მთავარი ჯარი საბრძოლველად. ქართული ჯარიდან მცირე ნაწილი გადარჩა . დავით ულუ და სარგის ჯაყელი სამცხეში გადავიდნენ.

გამარჯვების მიუხედავად არღუნ ნოინმა დიდი ზარალი ნახა და სამცრეში შესვლა ვეღარ გაბედა. მხოლოდ მომდევნო წელს როდესაც დამატებით ჯარი მიიღო მაშინ შეესია სამცხეს.სამცხის დარბევა 20 დღე გაგრძელდა , მიუხედავად ამისა მთავარი ციხესიმაგრის ცხისისჯვრის აღება მაინც ვერ შესძლეს. დავით ულუ და სარგის ჯაყელი დარწმუნდნენ რომ შემდეგ ბროლის გაგრძელება უიმედო იყო დასავლეთ საქართველოში გადავიდნენ. დავით ნარინი სათანადო პატივით შეხვდა ბიძაშვილს, მაგრამ ორი მეფის ერთდროული ყოფნა მაინც არანორმალურ ვითარებას ქმნიდა. ქართველი დიდებულები კვლავ ამ ორი მეფის ირგვლივ დაჯგუფდნენ , დაპირისპირება ღრმავდებოდა. ბოლოს დავით ულუმ გადაწყვიტა ილხანებს შერიგებოდა. ჰულუგო ყაენი ამას დათანხმდა რადგან მოსალოდნელი იყო ჩრდილოეთიდან ოქროს ურდოს მონღოლების შემოსევა. როდესაც დავით ულუ ყაენთან გამოცხადდა და მართელბა დაიწყო. ყაენმა შეწყვიტა სასამართლო და დავით ულუს დაავალა ჯარის შეკრება.ამის შემდეგ იწყება გაუთავებლი ბრძოლები ოქროს ურდოს და ილხანთა სახელმწიფოს შორის, რომელშიც ძალაუნებურად საქართველოც იყო ჩართული. ეს ბრძოლები საქართველოს დიდ ზიანს აყენებდა. 1265 წელს ოქროს ურდოს ბრძანებელი ბერქა ყაენი 300 000-იანი არმიით ამიერკავკასიაში შემოიჭრა. მათ ისე მოავერანეს მდინარე მტკვრის და იორს შორის არსებული ტერიტორია რომ აქ დიდი ხანი უკაცრიელი უდაბნო იყო.

ოქროს ურდოს მონღოლების მოსაგერიებლად ილხანელებმა შექმნეს საზღვრებზე სამაგრეების მთელი სისტემა. აქ დგომა და სამსახური ქართველებს ევალებოდა. მონღოლებში ხშირად იფეთქებდა ეპიდემიები, რომელიც ქართველ მოლაშქრეებსა და მოსახლეობაშიც ვრცელდებოდა. 1270 წელს ასეთი სენით გარდაიცვალა დაივით ულუ.


..................................................................................................................................................................................




დემეტრე II თავდადებული

დემეტრე II ემშვიდობება ქართველებს.



დავით ულუს გარადცვალების შემდეგ მონღოლებმა მეფედ , მისი 11 წლის ვაჟი დემეტრე II დაამტკიცეს (1270-1289). მას აღმზრდელად ყაენის ნდობით აღჭურვილი პირი სადუნ მანკაბერდელი დაუნიშნეს. სადუნი ტიპიური მედროვე იყო, მან გაიძვერობით მლიქვნელობით მიაღწია იმას რომ საქართველოს მეფის ათაბაგად დანიშნეს. დემეტრეს მცირეწლოვნების დროს სწორედ სადუნი გახდა ქვეყნის მმართველი, მან პირადი ქონება განუზომლად გაზარდა. მან დემეტრესთან დანათესავებაც მოახერხა. მეფის და ცოლად ჰყავდა, მაგრამ მეფის დას არ მოსწონდა წარმართი მონღოლის ცოლობა გამოექცა სადუმს და თავი მთიულეთს შეაფარა. სადუნის ასეთი გაძლიერება არ მოსწონდათ ქართველ დიდებულებს მაგრამ მასთან ბრძოლა ძალზედ რთული იყო რადგან სადუნს ზურგს მონღოლები უმაგრებდნენ. სადუნს სურდა მისდამი ასეთი უარყოფითი განწყობა შეენელებინა, ამიტომ ის მონღოლ გადასახადების ამკრეფავებს უსამართლობის ნებას არ აძლევდა. ეკლესიებსაც ბევრ შესაწირავს აძლევდა. ეს ყველაფერი ქვეყნის მძიმე ვითარებას არ ამსუბუქებდა.

70-იანი წლებში მონღოლებმა ახალი აღწერა ჩაატარეს , გაირკვა რომ დაპყრობილი ქვეყნების უმრავლესობა მათ შორის საქართველოც მოოხრებული და გავერანებული იყო. ქალაქის და სოფლების ქუჩები სავსე იყო დავრდომილებით და მათხოვრებით. მეფე დემეტრეს ძალზედ აწუხებდა ხალხის ასეთი რთული მდგომარეობა. იგი ხშირად ღამით გარეთ გამოდიოდა და მოწყალებას იძლეოდა. ამას ოდნავადაც არ შეეძლო ხალხის უმძიმესი მდგომარეობიდან გამოყვანა. ამ ყველაფერს ზედ კატასროფული მიწისძვრა დაერთო 1275 წელს აღდგომის წინ .

სრულწლოვანმა დემეტრემ მმართველობა თანდათანობით მის ხელში აიღო, ხოლო როდესაც სადუნ მანკაბერდელი გარდაიცვალა, ათაბაგობა მის შვილ ყოთლუ ბუღას აღარ მისცა. ამ ყველაფერმა სადუნის შვილი განაწყენა რადგან მასაც მამასავით ქვეყანაში პირველკაცობა სურდა. მართალია ყუთლუ-ბუღამ ამირსპასალარობა მიიღო, მაგრამ ამით მისი წყენა არ განელებულა და მოგვიანებით სამაგერო გადაუხად მეფეს. დემეტრე II-ს მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველო ემორჩილებოდა. მონღოლებმა ჯერ კიდევ დავით ულუს მეფობის ბოლო წლებში ისარგებლეს , დავით მეფესა და სარგის ჯაყელს შორის ჩამოვარდნილი უთანხმოებით და 1266 წელს სამცხე ულუსიანად აქციეს, ანუ სამცხე უშუალოდ დაემორჩილა ყაენს.

ახალგაზრდა მეფე ყველა ხერხს ხმარობდა რათა ქვეყანა უმძიმესი მდგომარეობიდან გამოეყვანა. ერთ-ერთი ასეთი გზა იყო მონღოლებისათვის თავი ერთგულად ეჩვენებინა.მეფე დემეტრე უსიტყვოდ ემორჩილებოდა მონღოლებს და მონაწილეობდა გაუთავებელ ლაშქრობებში. XIII საუკუნის 80-იანი წლებიდან ილხანთა სახელმწიფო შინაომებმა მოიცვა, ამ ომებში საქართველოც ძალაუნებურად იქნა ჩართული. ყაენების წინააღმდეგ შეთქმულებები ეწყობოდა რასაც გაუთავებეი რეპრესიები და ხოცვა-ჟლეტვა მოჰყვებოდა. მეფე დიმიტრის კარგი ურთიერთობები ჰქონდა არღუნ ყაენის პირველ ვეზირთან ბუღასთან. რომლის ვაჟზე დააქორწინა მისი შვილი რუსუდანი. არღუნ ყაენმა ბუღას შეგონებით მეფე დემეტრეს დაუბრუნა საქართველოს ტერიტორიები რომლებიც მონღოლებს ჰქონდათ სამფლობელოებად გადაქცეული. დემეტრემ გამოაკეთა ურთიერთობები სამცხის მმართველ ბექასთანაც. რომელსაც მანდატურთუხუცესის თანამდებობაც უბოძა . საილხანოსთან ასეთი კარგი ურთიერთოიბების გამო მონღოლი მოხელეები საქართველოში უწესობას და ძალმომრეობას ვეღარ ბედავდნენ და ცდილობდნენ გადასახადები წესივრად აეკრიფათ. ამან საქართველოს მდგომარება შედარებით გამოასწორა. ამას მოწმობს დემეტრეს დროს აგებული მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი.

1288 წელს საილხანოში გამომჟღავნდა არღუნ ყაენის წინააღმდეგ შეთქმულება. შეთქმულთა ხელმძღვანელობა ბუღას ბრალდებოდა. ბუღა და მისი მომხრეები შეიპყრეს და სიკვდილით დასაჯეს. ასეთივე დღე ელოდა ბუღას ყველა ახლობელს. დემეტრე II როგორც ბუღას მეგობარი ყაენის კარზე დაიბარეს. მეფემ მოიწვია დარბაზის სხდომა და დარბაზის წევრებს ამცნო რომ ყაენი მას იბარებდა და სიკვდილი არ ასცდებოდა. თუ არ წავიდოდა მონღოლები ქვეყანას ააოხრებდნენ. დარბაზის წევრებმა ერთხმად ურჩიეს რომ არ წასულიყო და თავი მთიულეთისთვის ან დასავლეთ საქართველოსთვის შეეფარებინა .მაგრამ დემეტრემ მტკიცედ განაცხადა « მე დავდებ სულსა ჩემსა ერისთვის ჩემისა და არა დავიშლი ურდოსა წასვლას»

.

დემეტრე ჩავიდა საილხანოში და შეეცადა დაერწმუნებინა არღუნ ყაენი მის უდანაშაულობაში. არღუნი შიშობდა რომ დემეტრეს დასჯით საქართველოში არეულობა დაიწყებოდა, მაგრამ ამ დროს საქმეში ჩაერია განაწყენებული ყუთლუ ბუღა. რომელმაც ყაენს მომხიბლავი გეგმა შესთავაზა: თუ დემეტრეს სიკვდილით დასჯიდნენ, აღმოსავლეთ საქართველოს ტახტზე დავით ნარინის ვაჟს ვახტანგს დასვამდნენ. ამით მონღოლებს დასავლეთ საქართველოც დაექვემდებარებოდა. ეს გეგმა არღუნს მოეწონა და დემეტრეს ბედიც გადაწყდა. 1289 წლსი 12 მარტს დემეტრე II სიკვდილით დასაჯეს. ქართველებმა მას თავდადებული უწოდა. ქართულმა ეკლესიამ კი წმინდანად შერაცხა.


................................................................................................................................................................................

საქართველო XIII საუკუნის ბოლოს


ჯაყელების ფრესკა საფარის მონასტერში

(სარგის I, ბექა I, სარგის II).



დავით ნარინის ვაჟის ვახტინგის აღმოსავლეთ საქართველოში გამეფებით ისახებოდა პერსპექტივა, რომ მომავალში , მისი მამის გარდაცვალების შემდეგ, ის მემკვიდრეობით დასავლეთ საქართველოს ტახტსაც მიიღებდა. ამით მისი ხელისუფლების ქვეშ ორივე ტახტი ანუ ლიხთ-იქითა და ლითხ-აქეთა გაერთიანდებოდა. და ამის შემდეგ მონღოლები თავის ბატონობას დასავლეთ საქართველოშიც გაავრცელებდნენ. მაგრამ უკვე ვითარება შეცვლილი იყო და მათი ბატონობა დღეებს ითვლიდა. ქვეყნის გაერთიანებით, მონღოლთა საწინააღმდეგო ძალები გაერთიანდებოდნენ, მედროვე ყუთლუ-ბუღას კი სულ სხვა რამ სურდა, მას ათაბაგობა სურდა და მისცეს კიდეც. მაგრამ ვახტანგ II სულაც არ აღმოჩნდა ისეთი პიროვნება როგორიც ყუთლუ-ბუღას ეგონა.

ვახტანგს მემატიანე ახასიათებს , როგორც თავმდაბალს, მოწყალეს, პირუთვნელს, სამართლიანს და რაც მთავარია საკმაო ნებისყოფის მქონეს, რომ მედროვეთა ხელში სათამაშოდ არ ქცეულიყო. ვახტანგს არ დასცალდა დიდხანს მეფობა ის 1292 წელს გარადიცვალა. შვილის დაღუპვა დავით ნარინმა მძიმედ გამნიცადა და 1293 წელს ისიც გარაიცვალა. დასავლეთ საქართველოში ნარინის მეორე ვაჟი კონსტანტინე გამეფდა. კონსტანტინეს მისი უმცროსი ძმა მიქელი აუჯანყდა და აქამდე მშივიდად მყოფი დასავლეთ საქართველო შიდა ომებმა მოიცვა.

შინაბრძოლები სულ უფრო გაიშალა საილხანოშიც. მონღოლთა ძველი სახელმწიფოებრივი სისტემა წარსულს ჩაბარდა. ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ბრძოლები ყაენის მემკვიდრე ბატონიშვილებს შორის. დაიწყო ქვეყნების განდგომა მონღოლებისაგან. ქართულ სამხედრო ძალას ესა თუ ის აჯანყებული მხარე უხმობდა . ქართველები იძულებული იყვნენ მიეღოთ მონაწილეობა მონღოლთა ბრძოლებში. თუ მონღოლთა ის მხარე დამარცხდებოდა რომელსაც ქართველები ემხრობოდნენ , გამარჯვებული მეორე მხარე საქართველოზე იყრიდა ჯავრს. ვახტანგ II-ის გარდაცვალების შემდეგ საქართველოში მეფობის ყველაზე შესაფერისი კანდიდატი დემეტრე II-ის უფროსი ვაჟი დავითი იყო. მაგრამ მონღოლები ამ ბატონიშვილს არ ენდობოდნენ. მხოლოდ მას შემდეგ რაც დავითმა თავი გამოიჩინა მიცირე აზიაში აჯანყების ჩახშობაში , ის მეფედ დაამტკიცეს.

დავით VIII-ის საქართველოში ჩამოსვლისას გამწვავებული იყო ოსთა საკითხი. ოქროს ურდოს მონღოლებმა ოსების მიწები საძოვრებად აქციეს, ამიტომ ოსები იძულებული გახდნენ მთებს შეხიზნებუდნენ, მაგრამ მთის მწირი ბუნება საკმარისი არ აღმოჩნდა. ოსებმა დაიწყეს კავკასიონის სამხრეთ გადმოსვლა. ისინი ხან მშვიდობიანად ხანაც ძალით იკავებდნენ ქართველი მთიელების მიწებს. დასუსტებული საქართველო წინააღმდეგობას ვერ უწევდა იმიერკავკასიელი მთიელების ჩამოსახლებას. ოსებმა თანდათანობით შიდა ქართლის მთებიც დაიკავეს. უფრო მეტიც მათ თვით გორიც აიღეს და იქ გამაგრდნენ. ჩამოსახლებული ოსები ყაჩაღურად ესხმოდნენ თავს ქართლის მშვიდობიან სოფლებს, არბევდნენ და ატყვევებდნენ მოსახლეობას. ოსთა ასეთ საქციელს მხარს უჭერდა ილხანთა სახელმწიფო და ქართველებს მათთაან ბრძოლის საშუალებას არ აძლევდა. მაგალითად ქართლის ერისთავ-ერისთავმა ოსების მიერ დაკავებულ გორს ალყა შემოარტყა. და ის იყო ქალაქი უნდა აეღოთ მოვიდა მონღოლ ნოინთა ბრძანება, ქართველებს გორში გამაგრებული ოსებთან ბრძოლა უნდა შეეწყვიტა. ილხანთა მხარდაჭერით გათამამებული ოსები კიდევ უფრო აძლიერებდნენ ქართველთა რბევას.

დავით VIII-ს სხვა მხრივადაც გაურთულდა მდგომარეობა. 1295 წელს ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ საილხანოს ტახტზე ავიდა არღუნ ყაენის ახალგაზრდა შვილი ყაზანი. დავითი ამ ბრძოლაში ყაზანის მოწინააღმდეგეს უჭერდა მხარს, ამიტომ თავიდანვე ქართველ მეფესა და ილხანთა ყაენს შორის უნდობლობა და მტრობა დამყარდა. ყაზან ყაენის მმართველობის დროს მონღოლთა სახელმწიფოს კრიზისმა მთელი ძალით იჩინა თავი. ყაენმა რეფორმების გატარება სცადა მაგრამ უშედეგოდ. სულ უფრო ძლიერდებოდა მონღოლებზე სპარსული სოციალ-ეკონომიური და კულტურული გავლენა. მაჰმადიანობა რომელსაც მონღოლები შეურიგებლად ებრძოდნენ , თანდათანობით მონღოლებშიც დაიწყო გავრცელება. ახალი ყაენი ყაზანი ისლამის მიმდევარი იყო, ამან საქართველოს მდგომარეობა გააუარესა. აქამდე მონღოლები ქრისტიანობას არ ებრძოდნენ და ქართულ ეკლესიებს არ ავიწროებდნენ. ამის შემდეგ რაც საილხანოში სახელმწიფო რელიგიად მაჰმადიანობა გამოცხადდა, ისინი საქართველოს სარწმუნეობითაც უპირისპირდებოდნენ. მონღოლები შეუდგნენ ეკლესია-მონასტრების ძარცვა რბევას. მათ თვით ვარძიის სიმდიდრის ხელში ჩაგდებაც გადაწყვიტეს, მაგრამ მემატიანეს მტკიცებით მოხდა სასწაული და ამ საქმისთვის გაგზავნილი მონღოლთა არმია მეხდარტყმით ” დაიწვა ძვალითურთ”.

1297 წელს ყაზან ყაენმა თავისთან დაიბარა დავითი. მეფე ყაენს არ ეახლა და მთიულეთში გამაგრდა. ეს უკვე მონღოლთ წინაღმდეგ აჯანყებას ნიშნავდა. უფრო მეტიც დავითმა ილხანთა შეურიგებელ მოწინააღმდეგესთან , ოქროს ურდოს ყაენთან მისი ძმა ვახტანგი გაგზავნა და სამხრეთის მონღოლებთან ერთობლივი ბრძოლა შესთავაზა. ამ ამბით ძალზე შეშინდა ყაზან ყაენი და საქართველოში დიდძალი ლაშქარი გამოგზავნა , პირველი ვაზირის ყუთლუშაჰ-ნოინის მეთაურობით. ყუთლუშაჰმა ოქროს ურდოს მონღოლებისაგან უკან მომავალი ვახტანგი შეიპყრო და ყაენს მიჰგვარა. ყაზან ყაენმა ადვილად დაითანხმა ვახტანგი, ყაენმა ვახტანგს საქართველოს მეფდ დანიშნა. ამ გზით ყაენამ საქართველოს მეფის ხელისუფლება დაქუცმაცება გადაწყვიტა. ყაენის წინააღმდეგ აჯანყებული საქართველო ორად გაიყო. მოსახლეობის დიდი ნაწილი აჯანყებულ დავითს უჭერდა მხარ, დავითმა შეიპყრო ვახტანგი და ჟინვალის ციხეში გამოკეტა. საქართველოს მეფემ ოქროს ურდოში მისი მეორე ძმა ბაიდუ მიავლინა. ყაზანი ყველა საშუალებით ცდილობდა დავითის დამორჩილებას ან შემორიგებას. მისი დავალებით ყუთლუშაჰ-ნოინი დიპლომატიური მოლაპარაკებებით ცდილობდა დავითის დათანხმებას ყაენთან გამოცხადებაზე, მაგრამ უშედეგოდ. მონღოლები განსაკუთრებით ცდილობდნენ ქართველი დიდებულების გადაბირებას და დავითის წინააღმდეგ ომში ჩაბმას. 1299 წელს მონღოლებმა დავითის მეტოქედ ახალი მეფე , დემეტრე II-ის უმცროსი ვაჟი გიორგი V დანიშნეს. ამით დავითის წინააღმდეგ სამცხის მთავარი ბექა ჯაყელიც ჩაერთო.

ბექა ჯაყელი მცირეწლოვანი გიორგი V-ის ბაბუა იყო. მან დემეტრეს სიკვდილით დასჯის შემდეგ გიორგი თავისთან წაიყვანა და იქ ზრდიდა. სამცხე ამ პერიოდში სხვა კუთხეებთან შედარებით უკეთეს პირობებში იმყოფებოდა. სამცხე ძველებურად ულუსიანად აღარ ითვლებოდა მას მხოლოდ ხარკის გადახდა ევალებოდა. სამცხეში მონღოლი გადასახადების ამკრეფნი ვერ შედიოდნენ , რაც ამ მხარეს აცილებდა იმ ძალმომრეობას რასაც ისინი ჩადიოდნენ საყაენოს სხვა მხარეებში. ამის გამო სამცხე ეკონომიურად დაწინაურდა. დამშეული და შევიწროებული გლეხობა საქართველოს სხვა კუთხეებიდან თავს სამცხეში აფარებდნენ. სამცხემ წარმატებით შესძლო მოეგერიებინა მცირეაზიელი თურქმანთა შემოსევებიც. ბექა ჯაყელმა დაიწყო ” წიგნი სამართლისა კაცთა შეცოდებისა ყოველთავე” შედგენა , რომელიც შემდგომში მისმა შვილიშვილმა აღბუღამ დაასრულა. ეს ბექა-აღბუღას სასამართლოს სახელწოდებითაა ცნობილი და მთელს საქართველოში მოქმედ წიგნად იქცა. სამცხეში ამ პერიოდში არაერთი ეკლესია განახლდა და აღდგა აშენდა მიწისძვრისგან განადგურებული ზარზმის, საფარის და ჭულეს ეკლესიები.

კატეგორია: საქართველოს ისტორია | ნანახია: 2105 | დაამატა: bachuki | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
1 vaso  
0
sagol saintereso ragaceebi devs saitze ! kargia ase gaagrzele ;)

2 vaso  
0
samwuxarod ar devs bevr saitze istoriuli ragaceebi (aset saitebs vgulisxmob e.w gasartobebs )

სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა

კალენდარი
«  ნოემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz