შაბათი, 21.12.2024, 17:15
Мой сайт
 
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
ქართული ფილმები [66]
დუბლირებული [66]
თამაშები [27]
სპორტი [1]
პროგრამები [1]
სიყვარული [33]
მულტფილმები [15]
საქართველოს ისტორია [16]

ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 91

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 10
სტუმარი: 10
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

მთავარი » 2009 » ნოემბერი » 21 » ქრისტიანობის გავრცელება საქართველოში (lV საუკუნე)
14:06
ქრისტიანობის გავრცელება საქართველოში (lV საუკუნე)

მირიან მეფე


საქართველოში ქრისტიანობის გავრცელება I საუკუნიდან იწყება. ქრისტიანობა აქ იქადაგეს ქრისტეს მოციქულებმა ანდრია პირველწოდებულმა და სვიმონ კანანელამა. ქართლის გაქრისტიანებაწმინდა ნინოს სახელთან არის დაკავშირებული. წმინდა ნინო წარმოშობით კაბადოკიიდან იყო . ნინოს აღზრდა ერთმა ქრისტიანობის კარგად მცოდნე ქალმა ითავა. სწორედ ამ ქალისაგან შეიტყო ნინომ რომ ქართლის დედაქალაქ მცხეთში ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული. ეს კვართი მცხეთაში ჩამოიტანა ქრისტეს ჯვარცმის დროს იერუსალიმში მყოფმა მცხეთელამ ებრაელმა ელიოზმა . დაბრუნებულ ელიოზს პირველი მისი და სიდონია დახვდა. მან გამოართვა კვართი ძმას გულში ჩაიკრა და მაშინათვე მიიცვალა. სიდონია კვართთან ერთად დაკრძალეს.

ნინომ გადაწყვიტა ქართლში მოსულიყო . ხანგრძლივი და რთული გზა გაიარა ნინომ სანამ ჯავახეთში ფარავნის ტბამდე მოაღწევდა.აქ ის მეთევზეებმა დააპურეს და მცხეთის გზა ასწავლეს. ქალაქ ურბნისში მოსული ნინო არმაზის დღესასწაულზე მიმავალ ხალხს შეუერთდა და ისე მოვიდა მცხეთაში. მეფე მირიანი არმაზის კერპისკენ მიემართებოდა რათა თაყვანი ეცა კერპისთვის. როდესაც ნინომ იხილა თუ როგორ ემსახურებოდა ხალხი კერპს საშინლად აღშფოთდა. ნინო ღმერთს შეევედრა რომ კერპი დაემსხვრია. მოულოდნელად ამოვარდა საშინელი ქარიშხალი ჭექ-ქუხილი, წამოვიდა საშინელი წვიმა და სეტყვა. ხალხი სასწრაფოდ დაიფანტა , კერპი კი დაიმსხვრა.

ნინო საცხოვრებლად მცხეთაში დარჩა. ვაზის ნასხლავები საკუთარი თმით შეკრა, ნინომ ქრისტიანობის ქადაგება დაიწყო. ამავე დროს ნინომ იმითაც გაითქვა სახელი რომ ავადმყოფებს კურნავდა. ხმამ ნინოს შესახებ მეფის კარამდეც მიაღწია. დედოფალი ნანა უკიურნებელი სენით იყო დაავადებული, მისი შველა არავის შეეძლო . ნინომ შეძლო დედოფალ ნანას განკურნება, ამის შემდგომ ნანამ იწამა ქრისტიანობა. მხოლოდ მეფე მირიანი არ აღიარებდა ქრისტიანობას. ერთხელ მეფე თავის ამალასთან ერთად მუხრანისკენ გაემართა სანადიროდ. მთაზე ასულ მეფეს უეცრად თვალთ დაუბნელდა. საშინელი ბურუსი ჩამოწვა. ირგვლივ არაფერი ჩანდა. მეფემ თავის ღმერთებს მიმართა თხოვნით მაგრამ უშედეგოდ, ამის შემდეგ მირიანს ნინოს ღმერთი გაახსენდა მეფემ ლოცვა წარმოთქვა. მოხდა სასწაული და მაშინათვე განათდა. მირიანმა მიიღო ქრისტიანობა. ქართლის მეფემ რომის იმპერატორს თხოვნა გაუგზავნა რათა გამოეგზავნა მღვდლები ხალხის მოსანთლად. საქართველოს ეკლესია თვლის რომ ეს მოხდა 326 წელს. ქართლის ეკლესიის პირველი მმართველი გახდა იოანე.

რაც შეეხება ეგრისის გაქრისტიანებას, აქ მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება. 325 წლისათვის აქ ქრისტიანობა ფართოდ იყო გავრცელებული , რადგან ბიჭვინთაში არსებობდა საეპისკოპოსო . ბიჭვინთის ეპისკოპოსი სტრატოფილე დაესწრო ნიკეს პირველ მსოფლიოს საეკლესიო კრებას.

კატეგორია: საქართველოს ისტორია | ნანახია: 3012 | დაამატა: bachuki | რეიტინგი: 5.0/5
სულ კომენტარები: 1
1 gogona  
0
:))

სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა

კალენდარი
«  ნოემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz