შაბათი, 21.12.2024, 17:24
Мой сайт
 
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
ქართული ფილმები [66]
დუბლირებული [66]
თამაშები [27]
სპორტი [1]
პროგრამები [1]
სიყვარული [33]
მულტფილმები [15]
საქართველოს ისტორია [16]

ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 91

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 12
სტუმარი: 12
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

მთავარი » 2009 » ნოემბერი » 21 » კოლხეთის სამეფო
13:42
კოლხეთის სამეფო


   კიმერიელების და სკვირთების გამანადგურებელმა შემოსევებმა , შეაფერხა ქართული ტომების შემდგომი განვითარება.თუმცა ეს დროებითი მოვლენა იყო. ხელახლა აღმავლობა დაკავშირებულია ერთ-ერთ ყველაზე უფრო ცნობილი ქართული ტომის კოლხეთის სახელთან. კოლხეთის შესახებ საინტერესო თხზულებები მოიპოვება ძველბერძენი ისტორიკოსების და გეოგრაფების თხზუზებებში. ჰეროდოტე კოლხებს მიდიელების და სპარსელების , გვერდით მოიხსენიებს. რაც ქართული ტომის სიძლიერეზე მიუთითებს.

კოლხეთი როგორც ჩანს ეწოდებოდა ტერიტორიას, პიტიუნტიდან (ბიჭვინთა) აფსარომდე( ქალაქი მდინარე ჭოროხის შესართავთან) და აღმოსავლეთით სარაპანისამდე (შორაპანი). კოლხეთში სხვა ტომებიც სახლობდნენ , მაგრამ გაბატინებული მდგომარეობა კოლხებს ეკავათ. ძველი წელთაღრიცხვის VI-IV საუკუნეებში კოლხეთი კარგათ განვითარებული ქვეყანაა. ძალიან მაღალ დონეს მიაღწია რკინის მეტალურგიამ. რკინის გამოყენებამ კიდევ უფრო განავითარა მიწათმოქმედება. დიდიად განვითარებული იყო მარცვლეულის მოყვანა. მრავლადაა აღმოჩენილი ქვევრები, რაც მიუთითებს მევენახეობა - მეღვინეობის დაწინაურებაზე. განვითრების უაღრესად მაღალ საფეხურზე იყო ოქრომჭედლობა.

კოლხეთს ურთიერთობები ჰქონდა საბერძნეთთან. სწორედ ამ პერიოდში იწყება ბერძნული კოლონიზაციის პერიოდი. ბერძნული ახალშენების (კოლონიების) დაარსებას, ეკონომიკური და პოლიტიკური საფუძველი ჰქონდა. კოლხეთი ისეთივე დამოუკიდებლი იყო როგორც მეტროპოლიები. მათ ჰქონდათ თავიანთი სახელმწიფო წყობა, ჭრიდნენ ფულს. შავ ზღვაზე ბერძნების კოლონიზაცია VII-VI საუკუნეებში იწყება. პირველობა მცირე აზიის ქალაქებს შორის მილეთს ეკუთვნოდა. დას საქართველოს კოლონიებიდან აღსანიშნავია პიტიუნტი (ბიჭვინთა) დიოსკურია (სოხუმი) გიენოსი (ოჩამჩირე), ფაზისი (ფოთი), ქობულეთ-ფიჭვინია (ქობულეთ). ყველაზე მნიშვნელოვანი ბერძნული კოლონია იყო ფაზისი . მის დაწინაურებას ხელს უწყობდა ის დიდი სავაჭრო გზა , რომელიც ინდოეთიდან მოდიოდა. ეს გზა მიუყვებოდა მდინარე ამურდარიას, კასპიის ზღვის და მდინარე მტკვრით ლიხის ქედამდე აღწევდა,შემდეგ მდინარე ფაზისით (რიონი) შავ ზღვამდე , აქედან კი ბერძნულ სამყაროსკენ მიემართებოდა. ამ პერიოდში ფაზში გაჩნდა ვერცხლის მომპოვებელი საბადოები. ბერძნული ახალშენები აღმოცენდა იმ ტერიტორიებზე სადაც ადრე არსებობდა ადგილობრივი მოსახლეობისაგნა, დასახლებული პუნქტები. კოლხური მოსახლეობის ეთნიკურ შემადგენლობა რომ შერეული იყო ამაზე მეტყველებს არქეოლოგიური მასალები. ამიტომ დაპირისპირება კოლონისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის არ იყო ისეთი მწვავე , როგორც ჩრდილოეთში.აღმოსავლეთის კოლონიებმა ბერძნებს ვერ მოუპოვა კოლხებზე გავლენა.

კოლხეთიდან ბერძნებს გაჰქონდათ : მარცვლეული, ხე ტყე, ლითონი, გაჰყავდათ მონები. ბერძნებს კოლონიებში შემოჰქონდათ : კერამიკული ნაწარმი,სამკაული, ზეთი, ღვინო. ღვინო ბერძნებს ალბათ თავისთვის ესაჭიროებოდათ, რადგან საქართველო ღვინის უძველესი სამშობლოა და აქ მის სავაჭროდ შემოტანა ნაკლებადაა სავარაუდო. ბერძნული კულტურა დიდ გავლენას ახდენდა კოლხურ კულტურაზე და სოციალ ეკონომიურ ცხოვრებაზე.მათ საშუალებით კოლხეთი უშუალოდ უკავშირდებოდა ბერძნულ სამყეროს რომელიც ამ პერიოდში მოწინავე იყო მთელს მსოფლიოში. კოლხეთს ურთიერთობები ჰქონდა ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთთანაც , ყირიმში აღმოჩენილია კოლხური თეთრი. აგრეთვე ურთიერთობები ჰქონდა სამხრეთ შავიზღვისპირეთთან და ისეთ შორეულ ქვეყნებთან როგორებიცაა სირია და ეგვიპტე. კოლხეთში არსებობდა ადგილობრივი მოსახლეობისაგან დაარსებული ქალაქები. ამას ცხადყოფს არქეოლოგიური გათხრები საირხეში, ვანში და დაბალაგომში, სადაც ნაპოვნია ძველი ქალაქის ნაშთები . საინტერსოა IV საუკუნის ისტორიკოსის ცნობა , რომ მდინარე ფაზისის ზევით აყოლებაზე 180 სტადიონის მანძილზე, დიდი ბარბაროსული ქალაქია საიდანაც იყო მედეა. ეს ქალაქი დღეისთვი მიკვლეული არ არის მაგრამ მისი მოხსენიება ბარბაროსულ ქალაქად იმის მანიშნებელი უნდა იყოს რომ ეს ქალაქი მკვიდრ მოსახლეობას ეკუთვნოდა.

კოლხეთის მაღალგანვითარებაზე მიუთითებს ადგილობრივი ფულის არსებობა. ძველი წელთარიცხვის VI-III საუკუნეებში კოლხეთში იჭრებოდა ფული რომელიც , კოლხური თეთრის სახელითაა ცნობილი. კოლხური თეთრი აღმოჩენილია (ტრაპიზონში, ყირიმში, შუა აზიაში - ფერგანის ველზე), რაც იმას მიუთითებს რომ ის ფართოდ გამოიყენებოდა საერთაშორისო ვაჭრობაში.

კოლხელებს ურთიერთობები ჰქონდა სპარსელებთან . აქემენიანთა იმპერიამ დაიპყრო მრაველი სახელმწიფო მათ შორის ქართული ტომებისგან დასახლებული ტერიტორიებიც. კოლხეთი აქემენიანთა იმპერიაში არ შედიოდა მაგრამ კოლხეთი ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ სპარსეთში აგზავნიდა 100 ბიჭს და 100 გოგოს. სამხრეთ-აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთსი არსებულ ქართლ ტომებზე . დაცულია საინტერესო ცნობები ქსენოფორტისთან. ქსენოფორტის ნათქვამს დიდი მნიშვნელობა აქვს რადგან ის ყველაფრის თვითმხზილველია რასაც ამბობს. ის წერს რომ კოლხეთში მეფობდა აიეტის შთამომავლობა.

კატეგორია: საქართველოს ისტორია | ნანახია: 1705 | დაამატა: bachuki | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა

კალენდარი
«  ნოემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz