საქართველოს ისტორია XII -XIII საუკუნეებში - 21 ნოემბერში 2009 - bachi
შაბათი, 03.12.2016, 03:28
Мой сайт
 
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
ქართული ფილმები [66]
დუბლირებული [66]
თამაშები [27]
სპორტი [1]
პროგრამები [1]
სიყვარული [33]
მულტფილმები [15]
საქართველოს ისტორია [16]

ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 88

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

მთავარი » 2009 » ნოემბერი » 21 » საქართველოს ისტორია XII -XIII საუკუნეებში
20:29
საქართველოს ისტორია XII -XIII საუკუნეებში

დავით IV აღმაშენებელი (1089-1125)


საქართველო დავით აღმაშენებლის დროს.


დიდგორის ველი.



დავით აღმაშენებლის საფლავი.
 


დავითის გამეფების ჟამს ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაში იყო. სამეფოს ხელისუფლება მხოლოდ დასავლეთ საქართველოში ვრცელდებოდა. კახეთი და ჰერეთი კვლავ დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა. თბილისი მაჰმადიან ამირას ემორჩილებოდა. ქართლი და სამხრეთი საქართველო თურქ-სელჯუკებისაგან იყო აოხრებული. მოსახლეობა ტოვებდა მამაპაპურ სახლებს და მთებში იხიზნებოდა.

დავითმა აზნაურებისაგან შექმნა სამხედრო რაზმები, რომლებიც თავს ესხმოდნენ თურქებს და ანადგურებდნენ. მეფემ აღადგინა დისციპლინა და წესრიგი ჯარში. დავით აღმაშენებელზე ისტორიკოსი გვაუწყებს « საეშმაკონი სიმღერანი, სახიომანი და განცხრომანი და გინება ღმრთისა სიძულვცილი და ყველა უწესობა მოსპობილ იყო ლაშქართა შინა მისთა»

. დავითმა შესანიშნავად იცოდა რომ ქვეყნიდან თურქ-სელჯუკების განდევნა, ქვეყნის გაერთიანება, სამეფო ხელისუფლების განმტკიცება შეუძლებელი იქნებოდა ვიდრე ქვეყანაში ურჩი აზნაურები იყვნენ. სამეფო ხელისუფლებასთან მტრობაში და ქვეყნის მოღალატეურ საქმიანობაში გამორჩეული იყო ბაღვაშთა საგვერეული ლიპარიტ V-ის ხელმძღვანელობით. დავითმა დაატყვევა ლიპარიტი, მან მოინანია დანაშაული და დავითმა გაათავისუფლა. მეფე მალე მიხვდა რომ ლიპარიტი არ გამოსწორებულა. როგორც «კუდი ძაღლისა არ განემართების, არცა კირჩხიბი მართლად ვალს»

. დავითმა კვლავ შეიპყრო ლიპარიტი. ორწლიანი პატიმრობის შემდეგ ის ბიზანტიაში გააძევა. კლდეკარი კი მის ერთგულ მოხელეებს ჩააბარა. ცოტა ხნის შემდეგ მეფემ მეორე ფეოდალიც, ზედაზნის ციხის პატრონი ძაგანი დასაჯა ურჩობისთვის. დიდებულებმა დაინახეს რომ დავითი მამამისივით აჯანყებულებს კი არ ასაჩუქრებდა , არამედ უმკაცრესად სჯიდა.

თურქ-სელჯუკების წინააღმდეგ ბრძოლას ხელს უწყობდა მახლობელ აღოსავლეთში შექმნილი ვითარება. 1092 წელს გარდაიცვალა მელიქ-შაჰი, მისი ტახტისთვის საშინელი ბრძოლა დაიწყო. თურქ-სელჯუკთა სახელმწიფო მანამდეც ერთიანი არ ყოფილა XI საუკუნის 70-იან წლებში ქვეყანას გამოეყო ეუმის სასულთნო. მელიქ-შაჰის გარდაცვალების შემდეგ კი თურქ-სელჯუკთა სახელმწიფოს დაშლა კიდევ უფრო დაჩქარდა.თურქ-სელჯუკების მთავარი ყურადღება ჯვაროსნების წინააღმდეგ იქნა გადატანილი.

1095 წელს საფრანგეთის ქალაქ კლემონში. რომის პაპმა ურბან II-მ მოუწოდა ხალხს გაელაშქრათ აღოსავლეთით და ურჯულოთაგან გაეთავისუფლებინათ ქრისტეს საფლავი. პაპის განცხადებით ევროპაში არსებული ყველა უბედურება მხოლოდ ერთი რამის გამო არის რადგან ურჯულოები აკონტროლებენ ქრისტეს საფლავს. 1096 წელს ევროპის სხვადასხვა კუთხიდან რაინდები დაიძრნენ ქრისტეს საფლავის გასათავისუფლებლად. დაიწყო ჯვაროსნული ლაშქრობები. რაინდებზე ადრე იერუსალიმისაკენ დაიძრნენ ღატაკები და უსინათლოები. ცხადია ისინი თურქებთან პირველივე შეტაკებისას დამარცხდნენ.

დავითმა ისარგებლა ჯვაროსნების ლაშქრობით და თურქ-სელჯუკებს 1099 წელს შეუწყვიტა ხარკის მიწოდება. საერთაშორისო ვითარება საქართველოსთვის სასარგებლოდ იცვლებოდა. ქვეყანაში აუცილებელი იყო რეფორმების გატარება. ქვეყანაში შექმნილმა მძიმე მდგომარებამ თავისი დაღი დაასვა ეკლესიასაც. სასულიერო პირთა ნაწილი უღირსი იყო ნაწილი კი მეფის მტრებს უჭერდა მხარს. საეკლესიო რეფორმის გატარება ბაგრატ IV-მ სცადა მაგრამ მაშინ შესაფერისი ვითარება არ იყო ქვეყანაში. დავით IV-მ გადაწყვიტა წესრიგი დაემყარებინა ეკლესიაში. 1104 წელს გაიმართა საქართველოს საეკლესიო კრება. რომელიც ჩატარდა რუისსა და ურბნისში , ამიტომ ამ კრებას რუის ურბნისის საეკლესიო კრება ეწოდა. კრებას ესწრებოდა მეფე, კათალიკოსი იოანე VI, ეპისკოპოსები და სხვა საეკლესიო პირები. კრებამ უღირსი საეკლსიო პირები თანამდებობებიდან გადააყენა და მათ ნაცვლად ღირსეული მღვდლები დანიშნა. ამავე დროს მიიღეს საეკლესიო ცხოვრების მოსაწესრიგებელი დადგენილებები.

რუს ურბნისის კრებიდან ცოტა ხნის შემდეგ დავითმა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო. მან შექმნა მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის თანამდებობა. მწიგნობართუხუცესი - მეფის კანცელარიის უფროსი იყო. ხოლო ჭყონდიდელი - ერთ ერთი ყველაზე გავლენიანი ეპისკოპოსი იყო. მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის თანამდებობაზე მყოფ ადამინას შეეძლო როგორც საერო ასევე სასულიერო საქმეებში ჩარევა. მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდის თანამდებობას ზრდიდა კიდევ ის ფაქტი რომ მეფემ უმაღლესი სასამართლო სააჯო კარი აგრეთვე დაუქვემდებარა მას. პირველი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდი გახდა დავით მეფის აღმზრდელი გიორგი მწიგნობართუხუცესი.

დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მსტოვართა ინსტიტუტის შექმნას, რაც საშუალებას აძლევდა მეფეს ცოდნოდა ყველაფერი რაც ხდებოდა ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ. თურქ-სელჯუკთა წინააღმდეგ ომი შეუძლებელი იქნებოდა ძლიერი ჯარის გარეში, დავითმა პირადად დაიწყო ჯარში რეფორმების გატარება. მან შექმნა მეფის პირადი გვარდია მონასპა. დავითის დროს ქართული ჯარი სამ ნაწილად იყოფოდა. ესენი იყო მონასპა, ქალაქებსა და ციხეებში მდგარი გარნიზონები და ლაშქრის ძირითადი ნაწილი. სამხედრო რეფორმები დასრულდა 1118 წელს როდესაც მეფემ საქართველოში გადმოასახლა 40 000 ყოვჩაღის ოჯახი. მათ ევალებოდათ თითო ოჯახციდან ერთი კაცი უნდა გამოსულიყო საომრად. სავარაუდოა რომ დავითმა პოლიტიკური ნიშნით შეირთო ცოლად ,ყივჩაღთა ერთ-ერთი მთავრის ათარქა შაღანის ძის ასული გურანდუხტი.ყივჩაღთა გადმოსახლებით დავითმა გაზარდა ქართული ჯარის რაოდენობა, მათი გამოყენება შეიძლებოდა როგორც საგარეო მტრის ასევე ურჩი ფეოდალების წინააღმდეგაც. ამ გადაწყვეტილებით სამხედრო ვალდებულება ბევრ ქართევლს აღარ დაეკისრა. ისინი მხოლოდ სამეურნეო ცხოვრებით იყვნენ დაკავებული. რამაც ხელი შეუწყო ქართული ეკონომიკის განვითარებას.

დავითმა ილაშქრა ჩრდილოეთ კავკასიაში და ოვსები ყმადნაფიცობით დაიმორჩილა. დავით აღმაშენებლის დროს კიდევ უფრო ძლიერდებოდა ქართველთა გავლენა ჩრდილოეთ კავკასიაში. იქ გავრცელდა : ქართული დამწერლობა, კუტურა, ქართული ენა, ქრისტიანობა. ყოველივე ამან ჩრდილო კავკასიელი ხალხი კიდევ უფრო დააკავშირა საქართველოსთან.

1104 წელს მეფის მომხრე კახელმა აზნაურებმა შეიპყრეს კახეთის მეფე აღსართანი და დავითს მიჰგვარეს. ამის შემდეგ დავითი კახეთ-ჰერეთში გადავიდა და ეს ორი მხარე დაიმორჩილა. განძის ათაბაგმა იგრძნო თუ რამხელა საფრთხე დაემუქრებოდა მის გვერდით ძლიერი საქართველოს არსებობისას ამიტომ მან საქართველოში დიდძალი ლაშქარი გამოგზავნა. 1104 წელს ერწუხთან ბრძოლისას დავითმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. 1110 წელს ქართველებმა აიღეს სამშვილდე , შეშინებულმა თურქებმა უკან დაიხიეს. 1115 წელს დავითმა გაათავისუფლა რუსთავი. 1117 წელს დავით IV-მ საქართველოს უკიდურე აღმოსავლეთით მდებარე ციხე-ქალაქი გიში დაიკავა. 1118 წელს მეფემ სელჯუკების წაართვა ლორე . ცხადი იყო, რომ მალე დადგებოდა თბილისის ჯერიც.

საქართველოს გაძლიერებით სერიოზულად შეშფოთდა სელჯუკები. მათ გადაწყვიტეს ერთხელ და სამუდამოდ წელში გადაეტეხად საქართველო. მით უმეტეს, რომ თურქებმა რამდენჯერმე მოახერხეს ჯვაროსნების დამარცხებაც. სელჯუკების სარდალმა იღ-ღაზამ დაამარცხა ანტიოქიის მთავარი როჟერი . სავარაუდოა რომ სწორედ ამ ბრძოლის შემდეგ მოხდა საიდუმლო შეხვედრა დავით აღმაშენებლის და იერუსალიმის მეფე ბოლდუინ II-ს შორის. სულთან მაჰმუდ მუჰამედის ძის ბრძანებით შეიკრიბა 300 000-იანი (სომხურ წყაროებში 600 000) არმია, რომელიც იღ ღაზის მეთაურობით საქართველოსკენ დაიძრა. ამ უზარმაზარ სამხედრო ძალას დავითმა დაუპირისპირა 40 000 ქარრთველი, 15 000 ყივჩაღი, 5 000 ოვსი და 1 000 ჯვაროსანი. ბრძოლა დიდგორში გაიმართა ანტიოქიის კანცლერის გოტიეს გადმოცემით დავითმა შემდეგი სიტყვებით მიმართა ჯარს. «ეჰა, მეომარნო ქრისტესანო! თუ ღვთის სჯულის დასაცავად წესიერად ვიბრძოლოდ, არამცთუ ეშმაკის ურიცხ მეომართა , არამედ თვით ეშმაკსაც ადვილად დავამარცხებთ, და ერთს რამესაც გირჩევთ, რაც ჩვენი პატიოსნებისთვის და სარგებლობისთვის კარგი იქნება, ესაა, რომ ჩვენ ყველამ, ხელთა ცისადმი აღპყრობით ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ, რომ მისი სიყვარულისთვის ამ ბრძოლის ველზე უფრო მოვკვდებით , ვიდრე გავიქცევით და რომ არ შეგვეძლოს გაქცევა, რომც მოვინდომოთ , ამ ხეობის შესავალი, რომლითაც შემოვსულვართ, ხეთა ხშირ ხორგებით შევკრათ და მტკიცე გულით მტერს, როცა მოგვიახლოვდება, სასტიკად შევულიოთ”.»

1121 წლის 12 აგვისტოს დავით აღმაშენებელის წინამძღოლობით ქართველებმა დიდგორის ველზე უდიდესი გამარჯვება მოიპოვეს. დავითმა მტერი აიძულა ბრძოლა გაემართა ვიწრო ხეობაში, სადაც მტერი ვერ გამოიყენებდა მის რიცხობრივ უპირატესობას. უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა იმ ორასი მეომრის გმირობას , რომლებმაც თავი შესწირეს , მაგრამ მეფის ჩანაფიქრი შეასრულეს. მათ მოახერხეს არეულობის შეტანა თურქთა უზარმაზარი ლაშქრის შუაგულში. სწორედ ამ დროს ქართველთა ლაშქარმა დავითის და დემეტრეს მეთაურობით შეუტიეს სელჯუკებს. მტერმა ვერ გაუძლო ქართველთა შეტევებს და უკან დაიხიეს. ქართველები სამი დღე-ღამის განმავლობაში მისდევდა მტერს და დიდი ალაფი ჩაიგდე ხელთ.

დიდგორში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ გადაწყდა თბილისის ბედიც 1122 წელს დავითმა თბილისი გაათავისუფლა. თბილისის აღების შემდეგ დედაქალაქი ქუთაისისდან თბილისში გადმოიტანეს. წესრიგი და სიმშვიდე აღადგინა ქალაში. დავითმა მფარველობა აღუთქვა თბილისის ყველა მცხოვრებს, ეროვნულ და რელიგიურ აღმსრულებლობის მიუხედავას. მუსლიმებს დაუწესა ყველაზე დაბალი გადასახადი 3 დინარი, ებრაელები იხდიდნენ 4 დინარს, ხოლო ქართველები 5 დინარს. დემეტრე I-ის დროს, 1153-1154 წლებში, თბილისში მყოფი არაბი ისტორიკოსი ალფ-ფარიკი წერს, რომ ბაღდადშიც ვერ იხილავთ მუსლიმებისადმი ისეთ კარგ მოპყრობას, როგორც ეს თბილისში არის.

1123 წელს დავით აღმაშენებელმა გაათავისუფლა დმანისი. 1123 წელს შირვანშაჰმა მუჰამედმა და დავითს შემოუთვალა. «შენ ტყეთა მეფე ხარ და ვეროდეს მოხვალ ველთა... თუ გენებოს, ძღვენი ჯეროვანი გამოგზავნე. და თუ გინდა, სამალავთათ გამოდი და მნახე»

.

მეფე სასწრაფოდ დაიძრა მტრის წინააღმდეგ 50 000-იანი მხედრობით. და სასტიკად დაამარცხა. 1124 წელს დავითმა დაიკავა შირვანი. ამავე წელს დავითს მიმართეს ანისელებმა და ქალაქის განთავისუფლება სთხოვეს. ანისი სამოცი წლის განმავლობაში მაჰმადიანთა ხელში იყო. 1124 წელს დავითმა გაათავისუფლა ანისი და ჩრდილოეთ სომხეთი საქართველოს შემოუერთა.

საქართველოს უდიდესი მეფე დავით IV აღმაშენებელი 1125 წლის 25 იანვარს გარდაიცვალა. მან თავის მემკვიდრეებს დაუტოვა ქვეყეყანა ნიკოფსიიდან დარუბანდამდე. და ოვსეთიდან არეგაწამდე. მეფე დაკრძალეს მის მიერ 1106 წელს აგებულ გელათის ტაძარში. ქართულმა ეკლესიამ დავით აღმაშენებელი წმინდანად შერაცხა.


...............................................................................................................................................................................




საქართველო დემეტრე I-ის და გიორგი III-ის დროს

დემეტრე I-ის მეფედ კურთხევა , მარცხვარიშის ფრესკა.



გიორგი III .


გიორგი III , თამარ მეფე და ლაშა-გიორგი

ბეთანიის მონასტრის ფრესკაზე


დავით აღმაშენებლის გარდაცვალების შემდეგ სამეფო ტახტი დაიკავა მისმა უფროსმა ვაჟამ დემეტრე I-მა (1125-1156).დემეტრეს ერგო გაძლიერებული სახელმწიფო. ამ პერიოდში ერთიანი სელჯუკთა სახელმწიფო აღარ არსებობდა , მაგრამ საქართველოს სამხრეთით წარმოიქმნა რამდენიმე მაჰმადიანური სახელმწიფო. დემეტრეს მმართველობის დროს საქართველო აქტიურ საგარეო პოლიტიკას არ აწარმოებდა, ის დავითის შექმნილი სახელმწიფოს შენარჩუნებით იყო დაკავებული. მაგრამ დემეტრე იძულებული გახდა ანისის და შირვანის აღმოსავლეთი მხარეები ყმადნაფიცობით დაებრუნებია მისი ძველი მმართველებისთვის.

საკმაოდ დაიძაბა ქვეყნის შიგნით მდგომარეობა. 1130 წელს მეფეს აუჯანყდა მისი ძმა ვახტანგი . დემეტრემ აჯანყებულები სასტიკად დასაჯა. საქართველოს გაძლიერებას ვერ ურიგდებოდა მაჰმადიანები, ურჩობის გზას დაადგა განძის ამირა. 1138 წელს დემეტრემ განძა აიღო. მეფემ გამარჯვების ნიშნათ ქალაქი მთავარი კარები ჩამოხსნა და გელათის მონასტერს შესწირა. დემეტრე I-ს ორი ვაჟი ჰყავდა უფროსი დავითი და უმცროსი გიორგი. არსებული კანონების და წესების თანახმად ტახტი დავითს ეკუთვნოდა მაგრამ თავად მეფე ” მარჩეველი ძისა უმცროსისა”, რა იყო ამის მიზეზი უცნობია. დავითი ძალზედ შიშობდა რომ მამა ტახტს მას არ დაუტოვებდა . ამიტომ მან რამდენჯერმე აჯანყება მოაწყო. 1155 წელს დავითმა ტახტი დაიკავა. დემეტრე ტახტიდან გადადგა და მონასტერში ბერად აღიკვეცა. დავით V-მ ენერგიულად დაიწყო მეფობა. დავითმა თანამდებობებზე მისი მომხრეები დანიშნა , მან მეტის გაკეთება ვერ შესძლო. დავით V გამფებიდან ექვსი თვის შემდეგ გარდაიცვალა. დავითის გარდაცვალების შემდეგ კვლავ დემეტერ გამეფდა. 1156 წელს დემეტრე I გარდაიცვალა. ის გელათის მონასტერში დაკრძალეს.

დემეტრე I-ის გარდაცვალების შემდეგ გამეფდა მისი უმცროსი ძე გიორგი III ( 1156-1184). ამ დროისთვის დავით V-ის შვილი უფლისწული დემეტრე მცირეწლოვანი იყო. გიორგის მეფობის დროს განახლდა ბრძოლები სომხეთის დაუფლებისთვის. 1161 წელს ქართველებმა კვლავ აიღეს ანისი. მეფემ ქალაქის გამგებლად ქართველთა ჯარის მთავარსარდალი ივანე ორბელი დატოვა 2 000 ქართველი მეომრით. 1162 წელს ქართველებმა დაიკავეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სომხური ქალაქი დვინი. მიღწეულმა წარმატებებმა შეაშინა მაჰმადიანი მმართველები. მათ რამდენჯერმე სცადეს საქართველოზე გამოლაშქრება. გიორგი III ახერხებდა მტრის დამარცხებას. თუმცა სომხეთის საბოლოოდ შემოერთება მაინც ვერ ხერეხდებოდა.

ამასობაში დაიძაბა ქვეყნის შიგნით ვითარება . 1177 წეელს მეფეს აუჯანყდა დავით V-ის შვილი დემეტრე( დემნა) , მან სამეფო ტახტის დაკავება მოინდომა. დემნას მხარს უჭერდა მისი სიმამრმი , საქართველოს ამირსპასალარი ივანე ათაბაგმი და სხვა მრავალმი დიდებული.აჯანყებულები შეეცადნენ ქალაქგარეთ მყოფი მეფე შეეპყროთ , მაგრამ ეს გეგმა ვერ განხორციელდა. გიორგიმ მოახერხა თბილისში დაბრუნება და გამაგრება. მეფემ დაიწყო მისი მომხრების შკრება. აჯანყებულებს 30 000-იანი ჯარი ჰყავდა. მაგრამ მათ მერყეობა დაიწყეს და დრო დაკარგეს. ამით ისარგებლა მეფემ და დემნას და მის მომხრეებს შეუტია. პირველი მარცხის შემდეგ აჯანყებულთა შორის განხეთქილება გაჩნდა. ბევრმა მიატოვა დემნა და მეფეს შეურიგდა. აჯანყებულთა ძალები დღითი დღე მცირდებოდა. დემნა და ივანე ათაბაგი ლორეს ციხეში გამაგრდა. გიორგი III-მ ციხეს ალყა შემოარტყა, აჯანყებულები დანებდნენ.

გიორგი III-მ გადაწყვიტა სამაგალითოდ დაესაჯა აჯანყებულები, რათა სხვას აღარასოდეს გასჩენოდა განდგომის სურვილი. დემან უფლისწული სასჯელს გადაჰყვა, ხოლო ორბელთა გვარი განადგურებული იქნა. აჯანყების ჩახშობის შემდეგ მეფემ დააწინაურა ერდგული პირები. რომელთა შორის ზოგი დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენელიც იყო. ამირსპასალარად ნაყივჩაღარი-ყუბასარი, ხოლო მსახურთუხუცესი -აფრიდონი გახდა. 1178 წელს გიორგი III-მ ეკლესიას შეუალობა მიანიჭა ანუ ეკლესიის მიწები გათავისუფლდა სახელმწიფო გადასახადებისაგან.

გიორგი III-ს ვაჟი არ ჰყავდა. ტახტის მემკვიდრე მისი ქალიშვილი თამარი იყო. ქალის გამეფება საქართველოსთვის უცხო მოვლენა იყო. გიორგი შიშობდა რომ მისი გარდაცვალების შემდეგ თამარის გამეფებას ხელი შეეშლებოდა. ამიტომ 1179 წელს გიორგი III-მ თამარი თავის თანამოსაყდრედ აკურთხა. მამა-შვილი ერთად მაერთავდა ქვეყანას. 1184 წელს გარდაიცვალა გიორგი III მეფე გელათში დაკრძალეს.


...................................................................................................................................................................................



საქართველო თამარის მეფობის დროს

თამარი გამოსახული ვარძიის მონასტრის ერთ-ერთ ფრესკაზე .



საქართველოს რუქა თამარის მეფობის პერიოდში


თამარ მეფის დროს აგებული ვარძიის სამონასტრო კომპლექსი
 

1184 წიდან გიორგი III-ის გარდაცვალების შემდეგ , თამარმა დაწყო ერთპიროვნული მმართველობა (1184-1213). საქართვეოს ისტორიაში ქვეყნის მმართველი პირველად გახად ქალი. დავით აღმაშენებლის და გიორგი III-ის დროს ძალაუფლება დაკარგულმა დიდებულებმა სცადეს აღედგინათ თავისი დაკარგული ძალაუფლება. დიდებულებმა თამარი ხელმეორედ აკურთეს მეფეთ, რათა ამით ხაზი გაესვათ თავიანთი გავლენისათვის. მათ გიორგი III-ის დროს დაწინაურებულ დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლები ამირსპასალარ ყუბასარი და მსახურთუხუცესი აფრიდონი გადააყენებინეს.

ამ მოვლენიდან ცოტ ხნის შემდეგ მეჭურჭლეთუხუცესმა ყუთლუ არსლანმა სამეფო ხელიდუფლების შეზღუდვის და სახელმწიფო მმართველობის რეფორმის გეგმა წამოაყენა.ისანში, სამეფო სასახლის გვერდით , უნდა დაეარებინათ ე.წ ”კარავი”.კარავში შეკრებილი დიდებულებს უნდა გადაეწყვიტა ქვეყანაში არსებული ყველა მნიშვნელოვანი საკითხი და ამის შემდეგ ამცნობებდნენ მეფეს.მეფეს მხოლოდ გადაწყვეტილების აღსრულების უფლება ექნებოდა. ამ გეგმის განხორციელების შემთხვევში მეფის ხელიუფლება ძალზედ შეიზღუდებოდა. ბუნებრივია თამარს არ შეეძლო ყუთლუ არსლანის წინადადების მიღება. ყუთლუ არსლანი დააპატიმრეს. მეჭურჭეთუხუცესს მრავალი მომხრე ჰყავდა. მათ თავიანთი მეთაურის გათავისუფლება მოითხოვეს წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი შეიარაღებული გამოსვლებით იმუქრებოდნენ. თამარმა ყუთლუ არსლანი გაათავისუფლა. მასთან მოსალაპარაკებლად გაიგზავნა ორი ქალი , კრავაი ჯაყელი და ხვაშაქ ცოლქალი. მოლაპარაკებამ შედეგები გამოიღო კარავის იდეა ჩაიშალა, სამაგეროდ გაუფართოვდა უფლებები სამეფო დარბაზს. ამიერიდან მეფე ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებდა დარბაზის ერთიანობითა და თანადგომით . ამგვარად სამეფოში მოხდა მშვიდობის დამყარება.

უაღრესად მნიშნელოვანი აღმოჩნდა თამარის გათხოვების საკითხი, მისი მეუღლე მეფის შემდეგ ყველაზე გავლენიანი პირი იქნებოდა. XII საუკუნის ბოლოს რუსეთში რამდენიმე სამთავრო არსებობდა მათ შორის ერთ-ერთი იყო ვლადიმირ-სუზდალის სამთავრო, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერდა ანდრეი ბოგოლუბსკის დროს. სწორედ ანდრია შვილზე , იური ბოგოლუბსკიზე შეჩერდა არჩევანი. ანდრია შეთქმულებმა მოკლეს, ტახტი დაიკავა მისმა ძმამ ვსევოლოდმა. ბიძისაგან დევნილმა იურიმ თავი ყიჩაღეთს შეაფარა. იურის ჩამოსაყვანად გაიგზავნა თბილისიდან დიდვაჭარი ზანქან ზორაბაბელი. 1185 წელს იური, რომელსაც საქართველოში გიორგი რუსი უწოდეს, საქართველოში ჩამოიყვანეს და თამარზე დააქორწიეს. თამარი წინააღმდეგი იყო ასეთი სწრაფი ქორწილის, მას მიაჩნდა რომ ჯერ გიორგი რუსის პიროვნება უნდა გაეცნო. თამარი ბოლოს მაინც დაჰყვა დიდებულების გადაწყვეტილებას. დიდებულთა ნაწილი წინააღმდეგი იყო ასეთი ქორწინების, მათ მიაჩნდათ რომ თამარი უნდა დაქორწინებულიყო ბიზანტიის იმპერატორის დრონიკე I კომნენის ძეზე ალექსზე. მალე გიორგი რუსამ მისი უარყოფითი თვისებები გამოამჟღავნა და მისი სამეფო კარზე გაჩერება შეუძლებელი გახდა. 1187 წელს გიორგი რუსი საქართველოდან გააძევეს. ერთი წლის შემდეგ 1188 წელს , თამარმა ხელმეორედ იქორწინა, დავით სოსლანზე . დავითი თამარის მამიდის რუსუდანის აღზრდილი იყო. გიორგი რუსისაგან განსხვავებით ქართველებით დავით სოსლანს კარგად მოიხსენიებენ. ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით , დავითი იყო გიორგი I-ის ძის დემეტრეს შთამომავალი ე.ი ბაგრატიონი.

ბიზანტიაში გაძევებული გიორგი რუსი არ აპირებდა შეგუებოდა მის ბედს ამიტო 1191 წელს ის საქართველოში დაბრუნდა. როგორც ჩანს მას საკმაოდ ბევრი მომხრე ჰყავდა. დიდებულების ნაწილმა მხარი დაუჭირა რუს და თამარის წინააღმდეგ აჯანყდნენ. დიდებულების ნაწილმა გიორგი რუსი გეგუთში მეფედ აკურთხეს და თამარის წინააღმდეგ დაიძრნენ. ამ მძიმე ვითარებაში თამარმა მოახერხა თავისი მომხრეების შეკრება და აჯანყებულების დამარცხება. გიორგი რუსის თანამზრახველები თანამდებობებიდან გადააყენეს და მამულები ჩამოართვეს. 1193 წელს გიორგი რუსიმა კიდევ სცადა საქართველოში შემოჭრა . ამჯერად ის ჰერეთის მხრიდან გამოჩნდა. გიორგი რუსს მხარი აღარავინ დაუჭირა და იგი ადვილად დამარცხდა.

ქვეყანაში მშიშვიდობის დამყარების შემდეგ, თამარმა აქტიური საგარეო პოლიტიკის გატარება დაიწყო. ამ დროისთვის საკმაოდ გაძლიერდა აზერბაიჯანის ათაბაგი აბუ-ბექრი. 1195 წელს შამქორში ქართველებმა სასტიკად დაამარცხეს აბუ ბექრი. ბრძოლაში განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ძმებმ შალვამ და ივანე ახალციხელებმა. შალვამ ხალიფას გამოგზავნილი დროშა იგდო ხელთ რომელიც შემდგომ გელათი მონასტერს შესწირეს. ამ გამარჯვებამ კიდევ ერთხელ დაანახა ყველას საქართველოს ძლიერება. ქართველებმა შემოიერთეს სომხეთის მნიშვნელოვანი ქალაქები ანისი და დვინი.

სქართველოს სიძლიერე ძალზედ არ მოსწონდათ მაჰმადიან სახელმწიფოებს. მათ შორის იყო რუმის სასულთნიც რუქნ ადინიც. ეს უკანასკნელი ხანგრძლივად ემზადებოდა საქართველოს წინააღმდეგ საბრძოლველად. საომარი სამზადისის დასრულების შემდეგ რუქნ ადინამა წერილი გამოუგზავნა თამარს «ყოველი დიცი რეგვენია . და შენ გიბრძანებია ქართველთათვის აღებად ხრმალი მუსლიმანთა ხოცად ...აწ წარმომივლენაი ყოველი მხედრობა ჩემი, რათა აღვხოცო ყოველი მამაკაცი მაგ ქვეყანასა. და ცოცხალი იგი ოდენ დარჩეს, რომელი წინამომეგებოს , თავიანი სცეს ჩათრსა ჩემსა, სასოება იგი თქვენი ჯვარი წინაშე ჩემსა დალეწოს და მოჰამედი აღიაროს”. კიდევ უფრო თავხედური იყო ელჩის ზეპირი დანაბარები. ” უკეთუ მეფემან თქუენმა დაუტეოს სჯული იპყრას სულტანმა ცოლად. და უკეთუ არა დაუტეოს სჯული იყოს ხარაჭად სულტნის»

.

ამ სიტყვებით აღშფოთებულმა ამირსპასალარმა ზაქარია მხარგრძელმა სილა გააწნა ელჩს. ეს უკანასკნელი უგონოდ დაეცა და ძვლივს მოასულიერეს. რუქნ ად-დინ მიწერეს « წავიკითხე ღმერთისა განმარისხებელი წიგნი შენი, ნუქრადინო, და ვცან სიცრუენი შენნი. რომელთა ბჭე ღმერთი იყოს ! შენ ოქროსა მივირეთა სიმრავლისად მინდობილ ხარ , ხოლო მე - არცა სიმდიდრესა და არცა სპათა ჩემთასა , არამედ ძალსა ღმერთისა ყოვლისა მპყრობელისასა და ჯვარისა წმინდისა, რომელი შენ ჰგმე . აწ წარმომივლენია ყოველი მხედრობა ჩემი წინამოგებებად . იყვან ნება ღმრთისა »

.

ქართველთა ჯარი დავით სოსლანი მეთაურობით დაიძრა მტრის წინააღმდეგ. მეფემ ჯარი პირადად გააცილა ვარძიამდე. 1202 წელს ბასიანში გაიმართა გადამწყვეტი ბრძოლა . თავდაპირველად მტერს ქართველთა მეწინავე რაზმა შეუტია. მეწინავე ნაწილში იმყოფებოდა ცნობილი ქართველი სარდლები: შალვა და ივანე ახალციხელები, ზაქარია გაგელი, ივანე მხარგრძელი. თურქები თავდაპირველად აირივნენ , მაგრამ რუქნ ად-ინამ მოახერხა საპასუხო დარტყმის განხორციელება. ქართველთა მეწინავე ნაწილს გაუჭირდა. მტერმა ქართველ სარდლებს ცხენები დაუხოცა. მაგრამ ისინი ქვეითად განაგრძობდნენ ბრძოლას. ბრძოლის ბედი მტრების მხარეს გადაიხარა , მაგრამ ამ დროს მტერს ორი მხრიდან შეუტია ქართველთა მთავარმა ნაწილებმა. მარჯვნიდან ზაქარია მხარგრძელის და მარცხნიდან დავით სოსლანის მეთაურობით. მტერმა ვერ გაუძლო ქართველთა შეტევას და სასტიკად დამარცხდა.ქართველებმა დიდი ნადავლი იგო ხელთ. ტყვეთა შორის იყო რუქნ ად-ინის ძმაც რომელიც ქართველებმა ჯორის ერთ ნალში გაყიდეს. ბასიანის ბრძოლის შემდეგ ქართველებმა მაინც განაგრძეს შეტევები 1204 წელს ქართველებმა აიღეს უმნიშვნელოვანესი ქალაქი კარი.

პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ ევროპელი რაინდების მიერ შექმნილი სახელმწიფოს საკმაოდ დიდი ბრძოლების გადახდა უწევდა მაჰმადიანებთან 1187 წელს ეგვიპტის სულთანმა სალაჰ-ად-დინმა ( სალადინმა) იერუსალიმი დაიკავა. დაკარგული პოზიციების აღსადგენად მოწყობილმა ჯვაროსნულმა ლაშქრობებმა შედეგი ვერ გამოიღეს. XII საუკუნის ბოლოს გართულდა ვითარება ბიზანტიის იმპერიაშიც. სადაც მიდიოდა ბრძოლა ტახტისათვის.ამ დროს ვენეციაში იკრიბებოდა მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის მონაწილეები. ვენეცია კონსტანტინოპოლის უპირველესი მეტოქე იყო ვაჭრობაში. ვენეციამ გადაწყვიტა რაინდები ბიზანტიის წინააღმდეგ გამოეყენებია. 1204 წელს ჯვაროსნებმა იერიშით აიღეს კონსტანტინოპოლი. მათ გაძარცვეს და დაარბიეს ქალაქი ბიზანტიის იმპერია რამდენიმე ნაწილად დაიშალა.

ბიზანტიაში შექმნილი ვითარებით ისარგებლეს ქართველებმა და 1204 წელს დალაშქრეს შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთი ტერიტორია. რომელზეც ძირითადად ქართული წარმოშობის მოსახლეობა სახლობდა. ქართულმა ლაშქარმა აიღო : ტრაპიზონი, ლიმნია, სამსუნი, სინოპი და სხვა ქალაქები. ამ ტერიტორიებზე შეიქმან ტრაპიზონის იმპერია, რომელსაც სათავეში საქართველოში აღზრდილი , ბიზანტიის იმპერიაში დამხობილი კომნენოსთა კანონიერი დინასტიის წარმომადგენელი ალექსი ჩაუდგა. ტრაპიზონის იმპერია საქართველოს გავლენის სფეროში მოექცა.

1206 წელს გარდაიცვალა დავით სოსლანი,თამარმა იმავე წელს თანამოსაყდრედ დასვა ლაშა-გიორგი. 1210 წელს ზაქარია მხარგრძელმა თამარს ირანში ლაშქრობა შესთავაზა. ლაშქრობა წარმატებული გამოდგა ქართველებმა აიღეს თავრიზი, ყაზვინი და სხვა ქალაქები. და ირანის შუაგულამდე მიაღწიეს. ალაფით და ნადავლით დამძიმებულმა ჯარმა წინსვლა ვეღარ შესძლო და უკან გამობრუნდა. ეს იყო ფეოდალური სამყაროსთვის ჩვეულებრივი მარბიელი ლაშქრობა. ლაშქრობის მიზანი იყო საქართველოს სიძლიერის დემონსტრირება და ალაფის მოპოვება. 1213 წელს გარადაიცვალა თამარი . მეფის მემატიანის ცნობით თამარი გელათში არის დაკრძალული. არსებობს ცნობები იმის შესახებ რომ თამარი იერუსალიმის ჯვრის მონასტერში არის დაკრძალული. ქართულმა ეკლესიამ თამარ მეფე წმინდანად შერაცხა.

კატეგორია: საქართველოს ისტორია | ნანახია: 1992 | დაამატა: bachuki | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა

კალენდარი
«  ნოემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

Copyright MyCorp © 2016Free web hosting - uCoz