პარასკევი, 19.04.2024, 10:45
Мой сайт
 
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
ქართული ფილმები [66]
დუბლირებული [66]
თამაშები [27]
სპორტი [1]
პროგრამები [1]
სიყვარული [33]
მულტფილმები [15]
საქართველოს ისტორია [16]

ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 91

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

მთავარი » 2009 » ნოემბერი » 21 » საქართველოს ისტორია VI საუკუნეში
14:35
საქართველოს ისტორია VI საუკუნეში
საქართველო VI საუკუნის პირველ ნახევარში



ბიზანტიის იმპერია იუსტინიანე I-ის დროს.



სასანიანების ირანი ხოსრო II-ის დროს.


ბიზანტიასა და სასანიების ირანის დაპირისპირებისას , დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა საქართველოს. ის ვინც საქართველოში გაბატონდებოდა მოიპოვებდა დიდ წარმატებებს მოწინააღმდეგესთან შედარებით. საქართველოს ხელში ჩაგდებით ისინი გააკონტროლებდნენ ჩრდილო კავკასიიდან გადმოსასვლელ გზებს . და მომთაბარეების სამხედრო ძალის გამოყენება იქნებოდა შესაძლებელი.

VI საუკუნე კავკასიაში ირანის აქტიურობით დაიწყო. 510 წელს გააუქმეს მეფობა ალბანეთში. ქართლი ერთადერთი ქვეყანა იყო სადაც მეფობა კიდევ იყო. ცხადი იყო რომ ირანის შაჰი ქართლშიც გააუქმებდა მეფობას. ირანის შაჰმა ქართლის მეფეს გურგენს ქრისტიანობის უარყოფა და მაზდიანობის მიღება მოსთხოვა. გურგენის აჯანყება 523 წელს დამარცხებით დასრულდა, გურგენმა თავი ბიზანტიას შეაფარა. თუ ქართლისთვის ირანი სასტიკი დამპყრობელი იყო, მას სხვანაირად უყურებდნენ ლაზიკაში. ლაზები ირანელებს ბიზანტიის მოწინააღმდეგედ და მათ მოკავშირედ აღიქვამდნენ. სწორედ ამ მოსაზრებით ლაზიკის მეფის შვილმა წათემ მაზდიანობა მიიღო. როდესაც მეფე გარდაიცვალა , სამეფო ტახტი წათეს დარჩა. წათე მიხვდა რომ ქრისტიანული ქვეყანა წარმართ მეფეს ვერ აიტანდა , ამიტომ ის კვლავ ქრისტიანობას დაუბრუნდა. წათე I ქრისტიანად ავიდა სამეფო ტახტზე. წათეს პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლამ , ირანის შაჰის აღშფოთება გამოიწვია და ლაზიკის დასასჯელად სამხედრო ძალა გამოგზავნა.წათემ დახმარებისთვის ბიზანტიას მიმართა.ლაზებმა და ბიზანტიელებმა ირანელები დაამარცხეს. ბიზანტიის იმპერატორმა კარგად იცოდა რომ თუ ირანი ლაზეთს დაიპყრობდა იმპერია ძალზედ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. იმპერატორმა იუსტინიანემ გადაწყვიტა დასავლეთ საქართველოს ციხეებში სკანდასა და შორაპანში ბიზანტიური გარნიზონები ჩაეყენებინა.

531 წელს ირანის შაჰი გახდა ხოსრო I ანუშირვანი. იუსტინიანეს და ხოსროს მმართველობის დროს მათნმა ქვეყნებმა სიძლიერეს ზენიტს მიაღწიეს. იუსტინიანე რომის იმპერიის აღდგენაზე ოცნებობდა. მაგრამ ეს ორი ქვეყანა გადამწყვეტი ბრძოლისათვის მზად მაინც ვერ აღმოჩნდნენ. ამიტომ 532 წელს დაიდო უვადო ზავი . იუსტინიანე ხვდებოდა რომ ზავი დროებითი იყო ამიტომ მან დასავლეთ საქართველოს გამაგრება დაიწყო. ლაზიკაში შეიქმნა ახალი სამხედრო ძალა . ააგეს ძლიერი ციხესიმაგრე პეტრა ( ციხისძირი ). ლაზებისთვის ეს ყველაფერი აუტანელი იყო . ამიტომ მათ ხოსროსთან ელჩობა გააგზავნეს და დახმარება სთხოვეს.

სულ სხვა ვითარებაში აღმოჩნდა ქართლი უვადო ზავის შემდგომ, ქვეყანა კვლავ ირანელთა მმართველობის ქვეშ აღმოჩნდა. საინტერესო ცნობები აქვთ დაცულკი ბიზანტიელ იმპერატორებს . VI საუკუნის 30-იან წლებში ”იბერიელთა მეფე ძამანარსე კონსტანტინოპოლში კეთილსათნო იუსტინანე მეფესთან თავის მეუღლითა და დარბაისლებითურთ მოვიდა”. სავარაუდოა რომ ქართლის ნაწილი ირანელთა ბატონობას გადაურჩა და იქ ვახტანგ გორგასლის შთამომავლები მეფობდნენ. VI საუკუნის 40-იან წლებში ქართლში მეფობა გაუქმებულია ამ დროს ქართლის მმართველია ირანელი მოხელე მარზპანი.

VI საუკუნის 30-იან წლებში ქართლში მოვიდნენ სირიელი სასულიერო პირები. მათ ასურელი მამები ეწოდათ. ესენი იყვნენ : იოანე ზედაზნელი, დავით გარეჯელი, აბიბოს ნეკრესელი, შიო მღვიმელი, იოსებ ალავერდელი, ანტონ მარტყოფელი, თადეოზ სტეფანწმინდელი, პიროს ბრეთელი, ისე წილკნელი, სტეფანე ხირსელი, ზენონ იყალთოელი, მიქაელ ულუმბოელი, ისიდორე სამთავნელი და ელია დიაკონი. ზოგი მათგანი ადრე მოვიდა ზოგი ცოტა მოგვიანებით. ასურელი მამების მიზანი იყო ქართლში ქრისტიანობის განმტკიცება , იმ მძიმე ვითარებაში რომელშიც ქართლი იმყოფებოდა. სწორედ ასურელმა მამებმა ჩაუყარეს სამონასტრო ცხოვრებას საფუძველი საქართველოში. ასურელი მამების მიერ დაარსებული სამონასტრო კერები , მოგვიანებით ქართული მწიგნობრობის და კულტურის მძლავრ კერებად იქცნენ.


...................................................................................................................................................................................


დიდი ომიანობა ეგისში



ბიზანტიის იმპერატორი იუსტინიანე I



ხოსრო II-ის გამოსახულება მონეტაზე.



ლაზიკის გერბი

 
ბიზანტიასა და ირანს შორის დაპირისპირება ხანგრძლივ ომში გადაიზარდა , რამაც ლაზიკას ნგრევის და უბედურების მეტი არ მოუტანა. ბიზანტიელთა ბატონობისგან შეწუხებულმა ლაზმა ხალხმა ომის დაწყება განიზრახეს, ამ ომში მათ დახმარება ირანის შაჰს ხოსრო I-ს სთხოვეს. ირანსი შაჰი ხვდებოდა თუ რა დიდ მოგებას ნახავდა ლაზეთში გაბატონებით. ერთის მხრის ის ზურგს მოუშლიდა ქართლს რომელიც ბიზანტიას იმედებით უყურებდა და მოიპოვებდა შავ ზღვაზე გასასვლელს. ლაზეთში გაბატონებით ირანი უფრო აქტიურად შეუტევდა ბიზანტიას. ამიტომ ის ლაზების თხოვნას სიამოვნებით დათანხმდა. 542 წელს ხოსრო I ქართლში დიდი ჯარით შემოვიდა. შაჰი ხმას ავრცელებდა ჰუნების წინააღმდეგ მივდივარ საომრადო. ირანულმა ჯარმა სწრაფად გაიარა ქართლი. საზღვარზე ირანელებს ლაზები დახვდნენ და ლაზიკაში გადაიყვანეს. როსროსთან ლაზიკის მეფე გუბაზ II გამოცხადდა. ირანელთა და ლაზთა გაერთიანებული ლაშქარი ციხესიმაგრე პეტრასკენ დაიძრა, რომელიც ბიზანტიელთა უმთავრესი დასაყრდენი პუნქტი იყო. ხანმოკლე მაგრამ სისხლიანი ბრძოლების შემდეგ პეტრა აიღეს.ამ დროს შაჰმა შეიტყო რომ ბიზანტიელთა დიდი ლაშქარი ირანში შეჭრილიყო. ხოსრომ ჯარის ნაწილი პეტრაში დატოვა თვითონ კი ირანში დაბრუნდა. ბიზანტიას მდგომარეობა გაურთულდა დასავლეთითაც ამიტომ ირანს დაზავება შესთავაზა, ზავი თავის მხრივ ირანსაც სჭირდებოდა რათა მოპოვებული წარმატებები განემტკიცებინა. 545 წელს ირანსა და ბიზანტიას შორის დაიდო ხუთწლიანი ზავი.

ირანის შაჰმა ეგრისში თავისი საიდუმლო გეგმის განხორციელება დაიწყო.ხოსრომ კარგად იცოდა თუნ რატომ მიიწვიეს ლაზებმა ირანელები და იმასაც ხვდებოდა რომ ბიზანტიელთა უღელს ირანულზე არ გაცვლიდნენ. შაჰს კი დასავლეთ საქართველოში ფეხის მოკიდება სურადა. ხოსროს მიაჩნდა რომ მხოლოდ ერთი გამოსავალი იყო. ლაზიკის მოსახლეობა უნდა აეყარა და ამ ტერიტორიაზე ირანელები უნდა დაესახლებინა. ამ გეგმის განხორციელებისთვის კი აუცილებელი იყო გუბაზ მეფის მკვლელობა. უმეფოდ დარჩენილი ლაზების დამარცხება კი უფრო ადვილი იქნებოდა. სწორედ ამ მიზნის შესასრულებლად ირანელებმა შეარჩიეს ლაზი დიდებული ფარსანსი. ქვეყნისათვის ამ გადანწყვეტ დროს ფარსანსმა მეფესთან პირადი კონფლიქტი დაივიწყა და გუბაზს ყველაფერი მოახსენა. ირანელთა ბატონობისგან მეთელი მოსახლეობა შეწუხებულები იყვნენ. ირანელები ბიზანტიელებს არაფრით არ სჯობდნენ, პირიქით მათი ყოფნა ლაზიკაში კიდევ უფრო სახიფათო იყო ამიტომ გუბაზმა გადაწყვიტა დაეწყო ბრძოლა ირანელთა წინააღმდეგ. ამ ომში გუბაზმა დახმარებისთვის ბიზანტიას მიმართა. იუსტინიანემ მოაგვარა დასავლეთში არსებული პრობლემები და გადაწყვიტა ირანის წინააღმდეგ ბრძოლა განეახლებინა. 549 წელს ბიზანტიელთა ლაშქარი პეტრას ციხეს მოადგა. ხოსრომ თავისი გარნიზონის დასახმარებლად დიდი ლაშქარი გამოგზავნა. ბიზანტიელთა სარდალმა შეცდომა დაუშვა, მეტად მცირე რაზმი გაგზავნა ლიხის ქედის გადმოსასვლელის დასაცავად. ირანის რაზმებმა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მოახერხეს ლაზიკაში შემოსვლა. ბიზანტიელებმა მიატოვეს პეტრა და უკან დაიხიეს. ირანელებმა კიდევ უფრო გაამაგრს პეტრა და ლაზიკის შიდა რაიონების აოხრება დაიწყეს. ლაზებმა გუბაზის მეთაურობით დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს ირანელებს . ირანელებმა ლაზიკა დატოვეს და ქართლში დაბრუნდნენ. 550 წელს შაჰმა ლაზიკაში ახალი ჯარი გამოგზავნა. ლაზები ამ ბრძოლაში მტერს მარტო შეებნენ. გუბაზ მეფის სიტყვით გამხნევებული ლაზები მტერს ეკვეთნენ. ბრძოლის დროს სასიკვდილოდ დაჭრა ირანელთა სარდალი . მტერი აირია , ლაზების შეტევას ვერ გაუძლეს და დამარცხდნენ.

ბიზანტიელები კვლავ პეტრას შემოადგნენ ამჯერად მათ მოახერხეს ქალაქის აღება. პეტრას დაკავება ბილნტიელებმა აღარ ისურვეს , ამირტომ ციხე სიმაგრე მიწასთან გაასწორეს. ირანელთა დამარცხების მიუხედავად ლაზიკაში ვითარევბა ძალზედ მძიმე იყო. ხოსრომ ლაზიკაში ახალი ჯარი გამოგზავნა. ირანელთა სარდალმა როდესაც შეიტყო პეტრას დანგრევის შესახებ გადაყვიტა არქეოპოლისის ( ციხე-გოჯი) აეღო. მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია.ამასობაში ლაზთა ნაწილი კვლავ პროირანულ პოზიციებს მიემხრო. ირანელთა სარდალმა გუბაზსაც შესთავაზა ირანელთა მხარეს გადასულიყო, გუბაზი მაინც არ იცვლიდ აპოზიციებს და ბიზანტიელთა ერთგული რჩებოდა. ბიზანტიელები კი უნიათოიდ იქცეოდნენ. ირანელებთან ბრძოლაში დამარცხებულნი ლაზთა სოფლებს არბევდნენ და აჩანაგებდნენ. ბიზანტიელთა სასტიკმა და უსამართლო მოქმედებამ ჯერ აბაზგების (550 წლის)შემდგომ მისიმიელების (555 წლის) აჯანყება გამოიწვია.

გუბაზმა ბიზანტიელლების სამარცხვინო საქციელი იმპერატორს შეატყობინა. ამის საპასუხოდ ბიზანტიელთა სარდლობამ 554 წელს გუბაზ II მოკლეს. გუბაზის მკვლელობამ ლაზების სასტიკი აღშფოთება გამოიწვია. ლაზი დიდებულების შეკრებაზე ორი თვალსაზრისი გამოიკვეთა. ნაწილი აიეტის მეთაურობით ირანელების მომხრეები იყვნენ. ნაწილი კი ფარტაზისი მეთაურობით კი კვლავ ბიზანტიელთა მხარეს დარჩა. საბოლოოდ სწორმა აზრმა გაიმარჯვა ლაზები ბიზანტიელთა მხარეს რჩებოდნენ ოღონდ ერთი პირობით - იუსტინიანეს მეფის მკვლელები უნდა დესაჯა, იუსტინიანემ ეს პირობა შეასრულა. ლაზიკის მეფე გახდა გუბაზის ძმა წათე II. საომარი მოქმედებები კვლავ გრძელდებოდა , მაგრამ ბიზანტიაც და ირანიც ზავისკენ იხრებოდნენ. 562 წელს ომი დასრულდა. ირანელებმა დასაცვლეთ საქართველო ბიზანტიას დაუთმო.ოცწლიანი ომი ლაზებისთვის უშედეგოდ დასრულდა.


.................................................................................................................................................................................



ქართლი VI საუკუნის მეორე ნახევარში



 დასავლეთ საქართველოში განცდილმა მარცხებმა შეასუსტა ირანელთა პოზიციები აღმოსავლეთ საქართველოში. თავის დროზე ქართლში მეფობის გაუქმებას ხელი დიდად შეუწყო აზნაურების მოღალატურმა საქმიანობებმა. მათ თავიანთი კონკრეტული მიზნები ამოძრავებდათ. დიდებულებს სურდათ სამუდამოდ დაუფლებოდნენ იმ მიწებს რომლებიც მეფისგან დროებით მიიღეს. დიდაზნაურებს მეფესთან ბრძოლაში მოკავშირედ ირანი მოევლინა. ქვეყნის შიგნით არსებულმა ასეთმა ვითარებამ ირანელებს გაუადვილა საკუთარი ზრახვების განხორციელება. ახლა როდესაც ქართლში მეფე აღარ იყო მიწების ძირითადი ნაწილი ირანელებმა ჩაიგდეს ხელთ . ირანელთა ბატონობა მათთვის მიუღებელი გახდა , ამიტომ მზად იყვნენ ყოველთვის აჯანყებოდნენ მტერს.  

VI საუკუნის 70-იან წლებში სომხეთში დიდი ანტირანული აჯანყება დაიწყო. სომხებს ქართველებიც მიემხრნენ. აჯანყებულებმა დახმარება ბიზანტიას სთხოვეს. ბიზანტიის იმპერატორი დიდი ხანია ზავის დარღვევას აპირებდა , მხოლოდ ამისთვის საბაბს ეძებდა. შექმნილი ვითარებით ისარგებლეს ქარელებმა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიდგინეს. ერისთავებს მეფე აღარ სურდათ, რადგან მეფეს უნდა დამორჩილებოდნენ. ხელშეუხებელი უნდა ყოფილიყო ერისთავების უფლებები დასაკუთრებულ მიწებზე. ასეთ ვითარებაში დიდაზნაურებმა მათთვის მისაღები გამოსავალი მოძებნეს. ქვეყნის ნომინალურ მმართველს ეწოდა არა მეფე არანედ ერისთავი. ერისთავი იყო პირველი თანასწორთა შორის , მისი ხელისუფლება მხოლოდ სიმბოლურად ითვლებოდა უზენაესად. ერისმთავრს არ ჰქონდა ურჩი ერისთავის გადაყენების უფლება. პირველი ერისმთავარი გუარამი გახდა. ბაგრატიონთა საგვარეულოს ისტორიკოსის სუმბატ დავითის ძის მიხედვით, გუარამი ბაგრატიონი იყო. ის პირველი იყო ამ საგვარეულოდან , რომელიც დაწინაურდა და ქვეყნის მმართველი გახდა.ბაგრატიონები ძველი ქართული პროვინციიდან სპერიდან იყვნენ. თუმცა ისინი თავიანთ თავს ებრაელთა მეფეების, დავითის და სოლომონის შთამომავლებად მიიჩნევდნენ. ფარნავაზიანთა სამეფო დინასტიის შემდგომ , ბაგრატიონები მეორე სამეფო გვარი იყო რომელიც დაწინაურდა და ტახტი XIX საუკუნის დასაწყისამდე შეინარჩუნეს.

ბიზანტიის იმპერატორმა გუარამს კურაპალატის ტიტული უბოძა. ომი ბიზანტიასა და ირანს შორის მიდიოდა, პარალერულად მოლაპარაკებებიც იმართებოდა. ბიზანტია თანახმა იყო ირანისთვის დაეთმო ქართლი და სომხეთი, ოღონდა აჯანყების მონაწილეებს გაცემაზე უარს ამბობდა. ირანი კი სწორედ აჯანყებულთა გაცემას ითხოვდა. ზავის დადება იწყებოდა როდესაც ბიზანტიელებმა სასტიკი მარცხი განიცადეს სომხეთში. ირანის შაჰმა საზავო პირობები დაამძიმა. 579 წელს ხოსრო I გარდაიცვალა , ახალი შაჰი იძულებული გახდა შეგუებოდა ქართლში ადგილობრივ მმართველობას. თუმცა ქართლის ერისმთავრები შაჰის ვასალი გახდა.

VI საუკუნის 80-იან წლებში ირანში შაჰის წინააღმდეგ დიდი აჯანყება დაიწყო. ხოსრო II -მ დახმარებისთვის ბიზანტიას მიმართა. ბიზანტიამ ეს შანსი არ გაუშვა და ჩაერია საუკუნოვანი მეტოქის საშინაო საქმეებში. მადლიერმა ხოსრო II-მ ბიზანტიას დაუთმო ზოგიერთი პროვინცია მათ შორის ქართლიც და სომხეთიც. მალე ქართლი მთლიანად გათავისუფლდა ირანელებისაგან. ამ დროს ქართლის მმართველი იყო სტეფანოზ I. ბიზანტიის იმპერატორმა მას პატრიკიოსის ტიტული უბოძა. ბიზანტიის ტიტულებს ატარებდნენ სტეფანოზის ძმა,. შვილი და შვილიშვილიც. სტეფანოზ I -ის დროს აიგო მცხეთის ჯვარი.

კატეგორია: საქართველოს ისტორია | ნანახია: 3125 | დაამატა: bachuki | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა

კალენდარი
«  ნოემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

Copyright MyCorp © 2024Free web hosting - uCoz