საქართველოს ისტორია V საუკუნეში - 21 ნოემბერში 2009 - bachi
კვირა, 04.12.2016, 21:22
Мой сайт
 
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
ქართული ფილმები [66]
დუბლირებული [66]
თამაშები [27]
სპორტი [1]
პროგრამები [1]
სიყვარული [33]
მულტფილმები [15]
საქართველოს ისტორია [16]

ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 88

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

მთავარი » 2009 » ნოემბერი » 21 » საქართველოს ისტორია V საუკუნეში
14:16
საქართველოს ისტორია V საუკუნეში

იბერია ვახტანგ გორგასლის დროს



უჯარმა



V საუკუნის დასაწყისიდან ირანმა გააქტიურა თავისი დამპყრობლითი , პოლიტიკა კავკასიაში. 428 წელს ირანმა მეფობა გააუქმა სომხეთში. ცხადი იყო რომ ანალოგიური ბედი ელოდა საქართველოს და ალბანეთს.ირანის შაჰმა მეტად აგრესიული , რელიგიური პოლიტიკის გატარება დაიწყო. მან განიზრახა ქართლში, სომხეთსა და ალბანეთში მაზდიანობა გაევრცელებინა. ამ ქვეყნების დიდაზნაურები დაიბარეს ირანის შაჰის კარზე. ქართველთა შორის იყო ქვემო ქართლის პიტიახში არშუშა. სამივე ქვეყნის წარმომადგენელს, შაჰმა ქრისტიანობის უარყოფა და მაზდეანობსი მიღება მოსთხოვა. ისინი იძულებულები გახდნენ უარი ეთქვათ ქრისტიანობაზე. მათ იმედი ჰქონდათ რომ სამშობლოში დაბრუნებულები კვლავ ქრისტიანობას მიიღებდნენ. შაჰმა უკან გამობრუნებულ დიდაზნაურებს თან გამოაყოლა , მოგვები მოგვებს ევალებოდათ გაევრცელებინათ მაზდიანობა , დაეხურათ ეკლესიები და დაეწყოთ ირანული წეს ჩვეულებების გავრცელება.შაჰმა თავისთან მძევლები დაიტოვა რომელთა შორის არშუშა პიტიახშიც იყო. მარტო სომხებს 700 მოგვი გამოაყოლა. ქართლს, სომხეთს და ალბანეთს უდიდესი საფრთხე დაემუქრა, შაჰის ბრძანების შესრულების შემთხვევაში ეს ქვეყნები ირანის პროვინციად იქცეოდნენ. მოგვებმა ჩამოსვლისთანავე აქტიური ქმედება დაიწყეს, ამ ყველაფერს სომხეთსა და ალბანეთში აჯანყებები მოჰყვა. თავიდან აჯანყება წარმატებით მიდიოდა მაგრამ ირანმა შეძლო მისი ჩახშობა. აჯანყების დამარცხების მიუხედავად შაჰი იძულებული გახდა ამ განზრახვისთვის დროებით ხელი აეღო. 451 წელს გაიმართა ქალკელდონის მსოფლიოს საეკლესიო კრება. კრებამ დაგმო მონოფიზიტობა. ბიზანტიასა და ქართლში დიოფიზიტობა იყო აღიარებული. ირანი ყოველთვის მხარს ისეთ რელიგიებს უჭერდა რომელიც ბიზანტიაში იდევნებოდა. ამ შემთხვევაში ირანმა მხარი მონოფიზიტობას დაუჭირა. მონოფიზიტობის მიმდევარი იყო სომხეთი.

ვახტან გორგასლის შსახებ მოგვითხრობს ქართლის ისტორიკოსი ჯუანშერი. სწორედ მისი ნაამბობით ვიგებთ რომ V საუკუნის 40-იან წლებში როდესაც გარდაიცვალა ქართლის მეფე მირდატი, მისი ძე ვახტანგი შვიდი წლის ყოფილა. ვახტანგის მცირეწლოვნების დროს ქვეყანს განაგებდა დედამისი. როდესაც ვახტანგი ათი წლის იყო ქვეყანას ჩრდილოეთიდან შემოესია ალანები, მათ ბევრი ტყვე წაიყვანეს მათ შორის იყო ვახტანგის და მირანდუხტიც.

ალანები იგივე ოვსები , ირანული წარმოშობის მომთაბარე ხალხი იყვნენ. IV საუკუნეში ჰუნებმა დაამარცხეს ალანები, ალანთა ნაწილმა თავი ჩრდილო კავკასიას შეაფარა. თექვსმეტი წლის იყო ვახტანგი როდესაც , ქართველებმა საპასუხო ლაშქრობა მოაწყვეს ჩრდილოეთით. გადამწყვეტი ბრძოლის დაწყებამდე ერთმანეთს შეერკინნენ , ჯარის საუკეთესო ნაწილები ქართველთა ლაშქრის ფალავანი ბრძოლის ველზე დაეცა, ქართული ჯარი დაღონდა. რადგან ჯარში მასზე უკეთესი მეომარი არ იყო. ვერავინ ბედავდა გამარჯვებულთან შერკინებას. გათამამებულ ალანთა ფალავანს , ვახტანგი შეება და დაამარცხა. ამის შემდეგ ქართველებმა ალანები სასტიკად დაამარცხეს. ვახტანგმა მეციხოვნეები ჩააყენა ჩრდილო კავკასიიდან გადმოსასვლელ ციხერებში. და საიმედოდ გაამაგრა ჩრდილოეთის საზღვარი. ჯუანშერის მიხედვით ამის შემდეგ ვახტანგმა დასავლეთ საქართველოში ილაშქრა. და ციხე გოჯამდეც მიაღწია და დაამარცხა ბიზანტიელები. მეფემ ბიზანტიელთა ბატონობისგან გაათავისუფლა. კლარჯეტი , სადაც ააშენა მნიშვნელოვანი ქალაქი არტანუჯი. ქართლის სამეფოს შემადგენლობაში შევიდა ჰერეთი.

ირანმა V საუკუნის პირველ ნახევარში , ქართლს მეტად მძიმე გადასახადი სამხედრო ბეგარა დააკისრა. ქართველებს უნდა გამოეყვანათ ჯარი და ირანელთა მხარეს უნდა ეომრათ. ვარტანგი რამდენიმე წლის განმავლობაში ირანელებთან ერთად შუა აზიასა და ინდოეთში იბრძოდა. სამშობლოში ვახტანგი დაბრუნდა მტკიცე გადაწყვეტილებით , ირანელთა ბატონობისაგან გაეთავისუფლებინა ქვეყანა.ამისთვის საჭირო იყო სამეფო ხელისუფლების განმტკიცება, ორგული დიდაზნაურების დასჯა, ირანის წინააღმდეგ ბრძოლისთვის მოკავშირეების შეძენა. ბიზნტიას ირანისთვის ამ პერიოდში არ ეცალა. იმპერია ძვლივს ახერხებდა ბარბაროსებისაგან თავისი მიწების დაცვას. 476 წელს ბარბაროსებმა აიღეს რომი, დასავლეთ რომის იმპერიამ არსებობა შეწყვიტა. ვახტანგ გორგასალმა თავდაპირველად ყურადღება ეკლესიას მიაქცია. მეფის მცდელობას ეკლესიაში წესრიგი დაემყარებინა წინ აღუდგა მიქაელი. ეს კონფლიქტი ვარტანგსა და მიქაელს შორის შუა აზიიდან დაბრუნების შემდეგ მოხდა მემატიანე გვაუწყებს

” მივიდა მეფე და გარდახდა სახედარსა, რათამცა შეემთხვია ფეხთა ეპისკოპოსისათა. და განძრა მან ფეხი და მიამთხვია პირსა მეფისა ფანდიკითა და შემუსრა კბილი მისი ”. მეფემ ყველაფერი მომხდარი კონსტანტინოპოლის პატრიარქს შეატყობინა,კონსტანტინოპოლშივე გაგზავნა მიქაელი . პატრიარქმა შემუთვალა ”რათა კათალიკოსნი და თორმეტნი ეპისკოპოსნი სწრაფით წარმოავლინენ და მათ შემოისმცა არს პეტრე კათალიკოსად და სამუელ ეპისკოპოსად ”კათოლიკოსობის დაწესება ნიშნავდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას. ეს უდიდესი მოვლენა იყო ქართული ერის ისტორიაში.

ირანელებს მოკავშირეები ჰყავდა ქვეყნის შიგნითაც. ესენი იყვნენ ის დიდაზნაურები რომლებიც ქართლის განმტკიცება გაძლიერებსი მოწინააღმდეგენი იყვნენ. ქვემო ქართლის პიტიახში ვარსქენი ერთ-ერთი მათგანი იყო. 482 წელს მეფის ბრძანებით ვარსქენი მოკლეს. ეს ირანელთა წინააღმდეგ აჯანყება იყო. ირანელებს აუჯანყდნენ სომხებიც ცნობილი დიდებულის ვაჰან მამიკონიანსი სარდლობით. მათ უნდა შეერთებოდა ჰუნების და რავების ჯარი. ჰუნებმა პირობა დაარღვიეს მათ მხოლოდ 300 კაციანი რაზმი გამოგზავნეს.თავიდან აჯანყება წარმატებით მიდიოდა , მაგრამ შემდგო თავი იჩინა ქართველი და სომეხი დიდებულების ღალატმა . ამასობაში შაჰმა დამატებითი ძალები გამოგზავნა აჯანყებულთა წინააღმდეგ. ვახტანგი იძულებული გახდა უკან დაეხია. მან თავი სომხეთის მთებს შეაფარა. ქართველების და სომხების ჯარმა ვახტანგის სარდლობით გადაწყვიტეს გადამწყვეტი ბრძოილა გარდაბნის ველზე გადაეხადათ. ბრძოლის დროს ღალატმა იჩინა თავი . ჯარის ნაწილმა შუა ბრძოლაში მიატოვა მეფე. ირანელებმა გაიმარჯვეს.

484 წელს ქართლში ირანელთა ახალი ჯარი შემოვიდა , ჯარის სარდალს ნაბრძანები ჰქონდა ვარტანგ გორგასალი ან დაეპატიმრებინა ან მოეკლა. ირანის სარდალს მალე ეახლნენ მოღალატე აზნაურები. შექმნილი მძიმე ვითარების გამო ვახტანგი იძულებული შეიქმნა დასავლეთ საქართველოში გადასულიყო. ვახტანგი გარკვეული ხნით იყო დასავლეთ საქართველში და შემდეგ კვლავ დაბრუნდა ქართლში. ახალი ძალით განახლდა ბრძოლა ირანელთა წინააღმდეგ. თავისი უკანასკნელი ბრძოლა მეფემ სამგორის ველზე გადაიხადა. ბრძოლის დროს როდესაც ვახტანგმა ხელი ასწია რათა მახვილი დაეკრა მტრისთვის, მას საკუთარმა მონადყოფილმა ისარი სტყორცნა იღლიაში. მეფეს იღლიაში ჯაჭვის პერანგი გარღვეული ჰქონდა, მონადყოფილმა ეს ყველაფერი იცოდა და სასიკვდილოდ დაჭრა მეფე. ვახტანგ გორგასალი სასწრაფოდ მიიყვანეს უჯარმსი ციხეში. მაგრამ მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო. ვახტანგი უჯარმაში გარდაიცვალა. ვახტანგი სვეტიცხოვლის ტაძარში დაკრძალეს.

ვახტანგმა მრავალი ქალქი ააშენა : არტანუჯი, ხორაბუჯი, ჭერემი, უჯარმა და თბილისი. ვახტანგი ისე გარდაიცვალა რომ სატახტო ქალაქის თბილისში გადმოტანა ვერ შეძლო. ვახტანგის შემდეგ გამეფდა მისი შვილი დაჩი. ვახტანგის ზუსტი მეფობის თარიღი უცნობია . ჯუანშერი ამბობს რომ ვახტანგი 60 წლსი გარდაიცვალა.

საინტერესო მოვლენები განვითარდა V საუკუნის მეორე ნახევარში დასავლეთ საქართველოში. ეგრისის ანუ ლაზიკის სამეფო შედარებით დასუსტდა. ეს გამოწვეული იყო ვახტანგ გორგასლის დროს ქართლის გაძლიერებით. დასავლეთ საქართველოს ტერიტორიები : არგვეთი, თაკვერი და სვანეთი ქართლის შემადგენლობის ქვეშ მოექცა. ლაზიკის მეფემ გუბაზ I-მა მოისურვა ბიზანტიის ფორმალური მორჩილებისგანაც გამოსვლა.და ტახტზე თავისი შვილი აიყვანა თანამოსაყდრედ. იმპერატორმა ლაზიკის წინააღმდეგ ლაშქრობის დაწყება ბეძანა. თუმცა ბიზანტიელებმა მარცხი იგემეს. იმპერატორმა ახალი ბრძოლისთვის მზადება დაიწყო. დროს არც გუბაზი კარგავდა. მან ელჩები გაგზავნა ირანის შაჰთან . ირანს ომი ჰქონდა ჰუნებთან ამიტომ გუბაზის თხოვნაზე უარი თქვა. ბიზანტიის იმპერატორმა გუბაზს შემოუთვალა ომი შეეწყვიტა და ტახტიდან გადამდგერიყო ან შვილი გადაეყენებინ თანამოსაყდრეობიდან. გუბაზი თავად გადადგა. ამით გუბაზმა მიაღწია იმას რაც სურდა, მისმა ძემ მეფობა არა ბიზანტიის იმპერატორისგან არამედ მისგან მიიღო.

კატეგორია: საქართველოს ისტორია | ნანახია: 753 | დაამატა: bachuki | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა

კალენდარი
«  ნოემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

Copyright MyCorp © 2016Free web hosting - uCoz