საქართველო I-III საუკუნეებში - 21 ნოემბერში 2009 - bachi
კვირა, 04.12.2016, 21:23
Мой сайт
 
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
ქართული ფილმები [66]
დუბლირებული [66]
თამაშები [27]
სპორტი [1]
პროგრამები [1]
სიყვარული [33]
მულტფილმები [15]
საქართველოს ისტორია [16]

ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 88

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

მთავარი » 2009 » ნოემბერი » 21 » საქართველო I-III საუკუნეებში
13:59
საქართველო I-III საუკუნეებში

რომაელების მიერ აგებული გონიოს ციხე აჭარაში.

 
ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში ვითარება დაიძაბა რომსა და პართიას შორის . ეს ორი სეხელმწიფო იბრძოდნენ პირველობისთვი. ამ ბრძოლაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა თუ ვინ დაიკავებდა სომხეთს. ქართლის მეფეები ცდილობდნენ სომხეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიების დაბრუნება. I საუკუნის 30-იან წლებში ქართლმა რომის თხოვნით სომხეთში ჯარი გაგზავნა. სომხეთის ტახტზე ქართველი უფლისწული მითრიდატე დაინიშნა. ამან პართიის შაჰის აღშფოთება გამოიწვია და მან ჯარები გამოგზავნა სომხეთის დასაპყრობად. ქართველთა ლაშქარს მითრიდატეს ძმა ფარსმანი ხელმძღვანელობდა. სასტიკ ბრძოლაში ფრსმანი პართიელთა უფლისწულს ოროდოს შეერკინა და სასტიკად დაამარცხა. მთავარსარდლის სიკვდილმა პართიელთა ჯარში არეულობა გამოიწვია , ქართველებმა ამ ბრძოლაში გაიმარჯვეს.

ამ პერიოდიდან ფარსმანი ქაართლში დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებდა. მან სომხეთის დაუფლება და მისი ძმის ტახტიდან ჩამოგდება განიზრახა.ფარსმანმა ამ გეგმის განსახორციელებლად საკმაოდ რთული და ეშმაკური გზები მოიფიქრა. მითრიდატესთან მივიდა და თავშესაფარი სთხოვა ფარსმანის ვაჟმა რადამისტმა. ბიძამ შეიფარა რადამისტი. ეს უკანასკნელი სომხეთში დარჩა და დიდებულების ნაწილი მის მხარეს გადაიბირა. ამის შემდეგ რადამისტი ქართლში დაბრუნდა მამასთან შესარიგებლად.რომაელი ისტორიკოსის ტაციტუსის გადმოცემით რადამისტმა მაამას უთხრა ” რაც მზაკვრობით უნდა გაკეთებულიყო გაკეთებულია,ახლა დანარჩენი იარაღით უნდა აღსრულდეს ”.სომხეთში შესულმა რადამისტმა ბიძა დაამარცხა და ტახტი დაიკაავა. რადამისტის წინააღმდეგ პართია დაიძრა, რადამისტი დამარცხდა. ის ქართლში გაიქცა. ფარსმანის მოქმედებით რომმა სომხეთი დაკარგა. ფარსმანმა რომთან ურთიერთობის გაფუჭების თავიდან აცილებისთვის რადამისტი მოაკვლევინა.

63 წელს რომსა და პართიას შორის დაიდო ზავი. ამ ზავით რომმა დაკარგა სომხეთი. ქართლის სამეფო კიდევ უფრო გაძლიერდა. 63 წელს რომმა გააუქმა პონტოს სამეფო იგი რომის პროვინციად იქცა. ამ პერიოდში კოლხეთიც იქცა რომის უშუალო ნაწილად. კოლხეთში რომის ჯარები ჩადგა. 69 წელს კოლხეთში მოხდა აჯანყება რომელსაც ანიკეტი ხელმძღვანელობდა. მან ტრაპიზონის აღებაც მოახერხა. რომი აჯანყებას ჯარით გაუსწორდა , დამარცხებულმა ანიეტმა თავი მდინარე ხობისწყლის მიდამოებს შეაფარა. ანიკეტი შეიპყრეს და რომაელებს გადასცეს. ამის შემდგომ რომის იმპერიამ დაპყრობილ ტერიტორიებზე დათმობებზე წავიდა. რამაც ხელი შეუწყო II-III საუკუნეებში ნახევრად დამოუკიდებელი ლაზების, აფშილბის, აბაზგების და სანიგების სამთავროების შექმნას.

კიდევ უფრო გაძლიერდა ქართლის სამეფო II საუკუნის პირველ ნახევარში, ფარსსმან ქველის მმართველობის დროს. ამ დროს ქართლის სამეფოში შედიოდა დასავლეთ და აღმოსვლეთის ტერიტორიებში. 128 წელს მცირე აზიაში იმყოფებოდა რომის იმპერატორი ადრიანე. მან თავისთან დაიბარა ქვეშევრდომი სახელმწიფოების მმართველები მათ შორის ფარსმან ქველიც. ქართლის სამეფოს მმართველმა საჭიროდა არ მიიჩნია იმპერატორთან გამოცხადებულიყო. ამიტომ სანაცვლოდ მან იმპერატორს საჩუქრები გაუგზავნა . მათ შორის იყო ოქროს ქსოვილის მოსასხამი. განრისხებულმა ადრიანემ ეს მოსასხამები გლადიატორებს ჩააცვა და ცირკის არენაზე გაუშვა. ეს შეურაცყოფა ფარსმან ქველმა არ აპატია იმპერატორს , გახსნა ჩრდილო კავკასიის გზები და გამოუშვა მომთაბარე ტომები რომლებმაც აიკლო რომის აღმოსავლეთი პროვინციები. ამით ფარსმანმა ადრიანეს დაანახა თუ მას რამხელა ძალები ჰქონდა. ქართლსა და რომს შორის ურთიერთობის გაუმჯობესება იმპერატორ ანტონინუს პიუსის დროს.მან რომში ფარსმან ქველი მოიწვია, ფარსმანს გაუდიდა სამფლობელო და ნება დართო მსხვერპლი შეეწირა კაპიტოლიუმში.მისი ცხენოსანი ქანდაკება ენიალიონზე (ომის ღმერთის მარსის ტაძარში) დაიდგა . და უყურა იბერიელების სამხედრო ვარჯიშებს. ლეონტი მროველის ცნობით ქართლში დაბრუნებული ფარსმან ქველი ირანელებმა მოწამლეს.

III საუკუნის 20 -იან წლებში დიდი ცვლილებები მოხდა აზიაში. პართიის სამეფო გაანადგურა სასანურმა ირანმა. ამავე დროს სულ უფრო ძლიერდებოდა კრიზისი რომში. III საუკუნის პირველ ნახევარში ქართლის სამეფოს სერიოზული საფრთხე არ დამუქრებია. თანდათანობით ძლიერდება სასანური ირანი , ირანმა დაამარცხა რომი და დაიკავა სომხეთი. ქართლის მეფემ ამაზასპიმ ირანელების თავდასხმის თავიდან აცილების მიზნით თავი ირანის ვასალად გამოაცხადა. III საუკუნის 80-90 იან წლებში ირანელებმა რომთნ ომში მარცხი განიცადეს და ქართლიც და სომხეთიც დათმეს.

კატეგორია: საქართველოს ისტორია | ნანახია: 364 | დაამატა: bachuki | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა

კალენდარი
«  ნოემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

Copyright MyCorp © 2016Free web hosting - uCoz