მაგარი ლექსია - 15 ნოემბერში 2009 - bachi
შაბათი, 03.12.2016, 03:24
Мой сайт
 
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
ქართული ფილმები [66]
დუბლირებული [66]
თამაშები [27]
სპორტი [1]
პროგრამები [1]
სიყვარული [33]
მულტფილმები [15]
საქართველოს ისტორია [16]

ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 88

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

მთავარი » 2009 » ნოემბერი » 15 » მაგარი ლექსია
18:49
მაგარი ლექსია

[img]ო, რა მარტოა, ღმერთო ჩემო, ადამიანი,

ისიც, რომელიც თითქოს ქვეყნად არ არის მარტო,

სამგლოვიარო რიტუალმა გადაიარა

და შენ იკავებ შენთვის მკაცრად მოზომილ ფართობს.

ყველაზე ერთგულს და ყველაზე უფრო ახლობელს

გაჰყვება შენი ნიღაბივით ჩამქრალი სახე,

და ახსოვს, რადგან სახე მუდამ უნდა ახსოვდეს

გარდაცვლილისაც — ნაკვთებში რომ იგროვებს ნაღველს...

აჰა, მურდალი ბედისწერის ნამოქმედარი,

მან სისაძაგლე ჩაიდინა, როგორც გმირობა,

ის მთელი ღამე ცხენზე იჯდა, — უნდო მხედარი,

მერე ელოდა ცრემლს, სინანულს და...

გულგრილობას!

ო, რა მარტოა, ღმერთო ჩემო, ადამიანი,

ისიც, რომელიც არ ამხელდა ამ მარტოობას,

უკვე დაკრძალვის რიტუალმაც გადაიარა,

ბედისწერა კი მაინც ახვევს ქსელს, ვით ობობა

და მოჰყავს თოვლი! ავანსცენას ანათებს თოვლი!

შუაღამისას აფენს საფლავს მაღალ ფარაჯას...

რადგან მარტომყოფს უსათუოდ სჭირდება ტოლი,

თავსასთუმალთან რომ მიუწვეს ერთგულ დარაჯად...[/img]

კატეგორია: სიყვარული | ნანახია: 262 | დაამატა: bachuki | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა

კალენდარი
«  ნოემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

Copyright MyCorp © 2016Free web hosting - uCoz