ანგელოზს ეჭირა... - 15 ნოემბერში 2009 - bachi
კვირა, 04.12.2016, 11:10
Мой сайт
 
საიტის მენიუ

სექციის კატეგორიები
ქართული ფილმები [66]
დუბლირებული [66]
თამაშები [27]
სპორტი [1]
პროგრამები [1]
სიყვარული [33]
მულტფილმები [15]
საქართველოს ისტორია [16]

ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 88

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

შესვლის ფორმა

მთავარი » 2009 » ნოემბერი » 15 » ანგელოზს ეჭირა...
22:08
ანგელოზს ეჭირა...

ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგანეტი,

მწუხარე თვალებით მიწას დაჰყურებდა.

მშვიდობით, მშვიდობით! ამაოდ დაგენდე,

ელვარე საღამოვ ალმას საყურეთა!

ბაგეთა ლოცვაო, დიდება და ძეგლო,

უთუოდ მახსენებ ოდესმე... ოდესმე!

გრაალის კოშკები, ლიდიის სამრეკვლო

შენს ფეხქვეშ დაიმსხვრა და გლოვა მომესმა.

ოჰ! როგორ გაფითრდა ციურთა თანადი

ოცნება, ნახაზი საგანთა უარით,

ღრუბელი ფერადი და ალვა ტანადი,

რომელსაც აზიის ცით გადაუარეთ.

ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგანეტი

და ფოთლებს ისროდა სიფითრე ბარათის.

ამაოდ დაგენდე, და ჩვენ ერთმანეთი

ამაოდ გვინდოდა, მშვიდობით მარადის!

ქარვათა მორევში დაეშვა ფარდები


საღამო კანკალებს შიშით და რიდობით,

საღამო ნელდება და კვდება ვარდები...

მშვიდობით, მშვიდობით, მშვიდობით!..

კატეგორია: სიყვარული | ნანახია: 247 | დაამატა: bachuki | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ძებნა

კალენდარი
«  ნოემბერი 2009  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30

ჩანაწერების არქივი

საიტის მეგობრები

Copyright MyCorp © 2016Free web hosting - uCoz